Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'არის'.



More search options

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • ფორუმი
    • ფორუმი
    • ზოგადი დისკუსიები
    • ტუტორიალი/Tutorial
    • მათემატიკა
    • ბიბლიოთეკა
    • კრიპტოგრაფია
    • კიბერ უსაფრთხოება
    • ელექტროინჟინერია
  • პროგრამები
    • დიზანის & 3D მოდელირება
    • პროგრამები/ software
    • დაცვა
  • Visual Studio
    • Visual Studio
    • C#
    • C და C++
    • ASP.NET/WPF/MVC
    • WCF
    • Quick Basic / Visual Basic
  • Web Development
    • HTML & CSS
    • Bootstrap
    • PHP & MySQL
    • Javascript
    • AngularJS
    • სხვადასხვა
    • SEO
    • ძრავების მიმოხილვა
  • Development
    • JAVA
    • Perl
    • Python
    • ბაზები
    • Other
    • Game Developer
    • მობილურის დეველოპერი
  • IT-Support
    • Unix/Linux
    • MS Windows
    • Apple /MAC
    • Android
    • Network
    • კომპიუტერის არქიტექტურა
  • ყიდვა-გაყიდვა/შეკვეთები
    • ყიდვა-გაყიდვა
    • შეკვეთები

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


AIM


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Jabber


Skype


ლოკაცია


ინტერესები

Found 3 results

  1. .htaccess არის Apache სერვერის httpd.conf ფაილის ზოგიერთი კონფიგურაციის უგულეველყოფისა და მის ადგილზე თქვენი პარამეტრის განხორციელების საშუალება. Apache - ს კონფიგურაცია ინახება ფაილში, რომელსაც ჰქვია httpd.conf . თუ იყენებთ საზიარო სერვერს (მაგ.: caucasus.net, myweb.ge, site.ge და ა.შ.), თქვენ არ გექნებათ httpd.conf ფაილთან წვდომის საშუალება და პარამეტრების შეცვლა. სწორედ ამ პარამეტრებს შეგაცვლევიდებთ .htacess თუ თქვენ ბოროტი ადამიანი ხართ და ფიქრობთ რომ .htaccess-ის საშუალებით გააფუჭებთ სერვერს (მუჰაჰაჰაჰა), არაფერი გამოგივათ, რადგან ეს ფაილი მოქმედებს მხოლოდ იმ საქაღალდეებზე და ქვე-საქაღალდეებზე, რომელშიც .htaccess ინახება, ასე რომ... biggrin.gif თუ .htaccess არ გაქვთ, შექმენით ფაილი htaccess.txt და სერვერზე ატვირთვის შემდეგ დაარქვით .htaccess. რეკომენდებულია ამ ფაილის ჰოსტის Control Panel-დან ატვირთვა, რადგან ზოგი FTP კლიენტი არ აჩვენებს ამ ფაილს. შენიშვნა: ზოგი ბრძანება არ მოქმედებს მოძველებულ სერვერებზე, მაგ.: caucasus.net -ზე, ამიტომ ჯობია ეს ოპერაციები ლოკალურ სერვერზე ჩაატაროთ. ახლა კი დავიწყოთ! გვერდის გადამისამართება ეს ძალიან ადვილად კეთდება: CODE Redirect www.თქვენისაიტი.ge scripts.ge Redirect აღნიშნავს გადამისამართებას, www.თქვენისაიტი.ge - თქვენის საიტის მისამართს, www.scripts.ge.ge კი - იმ საიტს, სადაც უნდა გადამისამართდეს. თქვენი Error გვერდები ეს ბრძანებებიც ადვილია. არსებობს მრავალი სახის შეცდომა (error), მაგრამ ძირითადია 5: 400 - ცუდი Request 401 - საჭიროა ავტორიზაცია 403 - აკრძალულია 404 - ასეთი გვერდი არ არსებობს 500 - სერვერის შიდა შეცდომა თქვენი შეცდომების გვერდების დასაყენებლად .htaccess ფაილში უნდა ჩაწეროთ: CODE ErrorDocument 400 http://www.თქვენისაიტი.ge/400.html ErrorDocument 401 http://www.თქვენისაიტი.ge/401.html ErrorDocument 403 http://www.თქვენისაიტი.ge/403.html ErrorDocument 404 http://www.თქვენისაიტი.ge/404.html ErrorDocument 500 http://www.თქვენისაიტი.ge/500.html ErrorDocument აღნიშნავს, რომ ეს არის შეცდომის გვერდი, ციფრი (მაგ.: 404) - შეცდომის კოდს, შემდეგ კი მითითებულია გვერდის მისამართი, რომელიც ამ შეცდომის დროს უნდა გამოჩნდეს. IP-ს დაბლოკვა შეხედეთ ამ კოდს: CODE order allow,deny deny from 123.45.6.7 deny from 012.34.5. allow from all პირველი ხაზი გვატყობინებს, რომ საქმე გვაქვს დაბლოკვასთან ან ნებართვასთან, მეორეში დაბლოკილია ერთი IP მისამართი ( 123.45.6.), მესამეში 012.34.5-ით დაწყებული ყველა IP ( 012.34.5.1, 012.34.5.2, 012.34.5.3...), მეოთხე ხაზი კი ნებას რთავს ყველა დანარჩენ IP-ს იხილოს საიტი. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაბლოკოთ ყველა IP, გარდა ერთისა: CODE order allow,deny allow from 123.45.6.7 deny from al თქვენი Default ინდექს გვერდის შეცვლა როგორც წესი, სერვერების უმეტესობაზე პირველ რიგში იხსნება index ფაილი (მაგ.: index.php, index.html და ა.შ.). ამის შეცვლა .htaccess-ის საშუალებით ადვილად შეიძლება: CODE DirectoryIndex faili.html faili.htm faili.php ანუ ჯერ წერთ DirectoryIndex-ს, მერე კი ადგილების გამოტოვებით იმ ფაილების სახელებს, რომლებიც გახდება Default. ფაილების გაფართოებების გარეგნულად შეცვლა ეს ძალიან სახალისოა: CODE RewriteEngine On RewriteRule ^(.*).lol$ $1.php ამ კოდის .htaccess-ში ჩაწერის შემდეგ, თქვენს სერვერზე ყველა .lol ფაილის გამოძახებისას მიიღებთ .php ფაილს. მაგალითად, თუ აკრეფთ www.თქვენისაიტი.ge/index.lol , გაიხნება www.თქვენისაიტი.ge/index.php ფაილების სიის ჩვენების აკრძალვა თუ საქაღალდეში არ არის index ფაილი, მაშინ იქ შესული ადამიანი ხედავს ყველა ფაილს, რაც იმ საქაღალდეშია. ამის აცილება ასე შეიძლება: CODE Options -Indexes ამ კოდის ჩაწერის შემდეგ, ფაილების სია კი აღარ გამოვა, არამედ შეცდომა 403. მეტიც, თქვენ შეგიძლიათ ზოგი გაფართოების ფაილი დამალვა, დანარჩენების კი გამოჩენა: CODE Options +Indexes IndexIgnore *.php *.png პირველ ხაზზე მითითებულია, რომ გამოჩნდეს ფაილების სია, მეორეზე კი - გამონაკლისები. ამ შემთხვევაში გამოჩნდება ყველა ფაილი, გარდა .php და .png გაფართოებების მქონეებისა. hotlinking-ის დაბლოკვა ზოგი საიტი იყენებს სხვა საიტების ფაილებს, მაგალითად სურათებს. ამის შეჩერება ასე შეიძლება: RewriteEngine on RewriteCond %{HTTP_REFERER} !^$ RewriteRule .(png|js|css)$ - [F] მთავარი ამ კოდში არის ბოლო ორი ხაზი. მესამე ხაზზე მითითებულია თქვენი საიტის მისამართი, მეოთხეზე კი - hotlinking-ისთვის აკრძალული ფაილების გაფართოებები, რომლების გამოყოფილია "|" სიმბლოთი. მეტიც თქვენ შეგიძლიათ ასეთი რამე გააკეთოთ: CODE RewriteEngine on RewriteCond %{HTTP_REFERER} !^$ RewriteRule .(gif|jpg)$ [R,L]
  2. ბევრი დაფიქრებულა იმაზე, თუ რატომ არის გადახრილი მაუსის კურსორი ყველა ოპერაციულ სისტემაში და არ დგას ვერტიკალურად, ერთი შეხედვით სულელური კითხვაა, მაგრამ ერთ-ერთმა კომპიუტერის აქტიურმა მომხმარებელმა დაუსვა კომპანია StackExchange-ს, რომლებიც IT სფეროსთან დაკავშირებით, თითქმის ყველა შეკითხვას პასუხობენ. საქმე ისაა, რომ მაუსის გამომგონებელმა დუგლას ენგელბარტმა, კურსორი გამოსახა ვერტიკალურად ზევით მიმართული, მისი აზრით ეს იყო საუკეთესო ვარიანტი, ამავდროულად ოერაციული სისტემის გრაფიკული რეალიზება მაგდროისათვის შეძლო კომპანია xerox-მა, უფრო კონკრეტულად კი Palo Alto Research Center-მა(კვლევითი სამეცნიერო დაწესებულება). პირველი კომპიუტერი გრაფიკული გამოსახულებით აღწერილი იყო დოკუმენტში 1981 წელს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროის მონიტორის ძალიან დაბალი გაფართოების გამო პიქსელების კრებული საჭირო ზომის კურსორის ვერტიკალურად გამოსახვის საშუალებას არ იძლეოდა, ინჟინერებმა ამ პრობლემის გადასაჭრელად გადაწყვიტეს კურსორი დაეხარათ, ისე რომ მისი ერთი კიდე ვერტიკალური ყოფილიყო, ხოლო მეორე 45 გრადუსით გადახრილი. იმისდა მიუხედავად, რომ ამ ფაქტის შემდეგ გავიდა 30 წელზე მეტი და შეიქმნა ულტრა მაღალი გაფართოების მონიტორები, მაუსის გამოსახვის ტრადიცია მაინც იგივე დარჩა. WEBCAFE
  3. Google-მა Gmail-ზე 13 ენა დაამატა და მათ შორისაცაა ქართულიც. დამატებული ენებია: Afrikaans, Armenian, Azerbaijani (Azeri), Chinese (Hong Kong), French (Canada), Galician, Georgian, Khmer, Lao, Mongolian, Nepali, Sinhala და Zulu. Gmail-ის ენები ამჟამად ფარავს მსოფლიოს ლაპარაკებად ენების 94%-ს. ენის შესაცვლელად შედით Setting- General და პირველი გრაფაში მონიშნეთ სასურველი ენა. (მეც ვსინჯე და გადაქრთულდა )
×