Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'როგორ'.



More search options

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • ფორუმი
    • ფორუმი
    • ზოგადი დისკუსიები
    • ტუტორიალი/Tutorial
    • მათემატიკა
    • ბიბლიოთეკა
    • კრიპტოგრაფია
    • კიბერ უსაფრთხოება
    • ელექტროინჟინერია
  • პროგრამები
    • დიზანის & 3D მოდელირება
    • პროგრამები/ software
    • დაცვა
  • Visual Studio
    • Visual Studio
    • C#
    • C და C++
    • ASP.NET/WPF/MVC
    • WCF
    • Quick Basic / Visual Basic
  • Web Development
    • HTML & CSS
    • Bootstrap
    • PHP & MySQL
    • Javascript
    • AngularJS
    • სხვადასხვა
    • SEO
    • ძრავების მიმოხილვა
  • Development
    • JAVA
    • Perl
    • Python
    • ბაზები
    • Other
    • Game Developer
    • მობილურის დეველოპერი
  • IT-Support
    • Unix/Linux
    • MS Windows
    • Apple /MAC
    • Android
    • Network
    • კომპიუტერის არქიტექტურა
  • ყიდვა-გაყიდვა/შეკვეთები
    • ყიდვა-გაყიდვა
    • შეკვეთები

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


AIM


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Jabber


Skype


ლოკაცია


ინტერესები

Found 17 results

  1. სათაური: როგორ გავაკეთო ინტრო? კატეგორია: Videos თარითი: 2016-01-21 ავტორი: GHOST_FATHER როგორ გავაკეთო ინტრო?
  2. როგორ გავაკეთოთ windows 7 ნებისმიერი ვინდოუსი image ფაილი,
  3. აი აქ როგორ ჩავსვა სურათი საიდან იწყება სად დამთავრდება ან ტექსტი გამოსადეგია საიტის დაბლა ჩნდება (აქ ვნახე ფორუმზე) და მერე 5 წამში ქრება მასწავლეთ რა <!DOCTYPE html> <html> <head> <script src="http://ajax.googleapis.com/ajax/libs/jquery/1.10.2/jquery.min.js"> </script> <style> div#footerpopu{width:100%; height:100px; background-color:#000; position:fixed; bottom:0; left:0; right:0;} </style> </head> <body> <script> $(document).ready(function(){ setTimeout(function(){ $("div").animate({bottom:'-100px'}, 1500); }, 3000); }); </script> <div id="footerpopu"></div> <body onload="setTimeout(function myFunction() {document.getElementById('footerpopu').style.display='none'}, 5000); return false"> <div id="footerpopu"></div>
  4. ხშირად გვხვდება შემთხვევა, როდესაც IPBoard-ის ხმარების დროს გადავაწყდებით შემთხვევას - სისტემის ნაწილი გადასათარგმნია ან შეცდომითაა ნათარგმნი და ჩნდება კითხვა - ,,როგორ გადავთარგმნო?“. სინამდვილეში ყველაფერი მარტივია: 1. შედით ადმინცენტრში->Look & Feel->Manage Languages 2. ზედ დააჭირეთ ენის სახელწოდებას, რომლის რედაქტირებაც გსურთ; 3. როგორც ხედავთ გაიხსნა გვერდი, რომელიც დაყოფილია 3 ძირითად ნაწილად - თარგმნის ინსტრუმენტები, აპლიკაციების სახელწოდებები და არჩეული აპლიკაციების თარგმნის განყოფილებები; 4. თუ გსურთ რომელიმე აპლიკაცია გადათარგმნოთ, აირჩიეთ ის და მიყევით თარგმნის განყოფილებებს (ყოველ გვერდზე მოცემული გადასათარგმნი ტექსტების გადათარგმნის შემდეგ სულ ქვემოთ აუცილებლად დააჭირეთ ღილაკს ,,GO"; 5. თუ გინდათ, რომ მხოლოდ გარკვეული ტექსტი გადათარგმნოთ, მაშინ დააკოპირეთ გადასათარგმნი ტექსტი და ჩასვით ის საძიებო ველში და დააჭირეთ ლუპას პარალელურად ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ თქვენს მიერ ჩასმულ ტექსტში გამოტოვებე(ები(space)) ზედმეტად არაა ჩასმული (თავში ან ბოლოში (შეიძლება შუაშიც)); 6. შეუდექით თარგმნას და გადათარგმნის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს ,,Go" გისურვებთ წარმატებებს და თუ რამე კითხვა დაგებადათ თარგმნის პროცესთან დაკავშირებით, გთხოვთ შეგვატყობინეთ ამის შესახებ ახალი გამოხმაურების დაწერის სახით. PS: აპლიკაციის გადასათარგმნი განყოფილებები როგორც ნახეთ იწყება ან public_ტექსტი-თ ან admin_ტექსტი-თ. public_-ით აღნიშნულია ტექსტები, რომლებიც ყველასთვისაა ხელმისაწვდომი, ხოლო admin_-ით აღნიშნულია ტექსტები, რომლებიც ხელმისაწვდომია მხოლოდ ადმინისტრატორებისთვის.
  5. გამარჯობათ. მაქვს ვორდპრესის საიტი და როდესაც სიახლეს ვაძლევ გადადის თავისით მთავარ გვერდზე. სადღაცას ეტყობა ლინკი წამეშალა ან რაიმე. ვერაფერს ვერ ვაკეთებ სრულად ნახვას როდესაც ვაძლევ მთავარზე გადადის და რა ვქნა? დამეხმარეთ გთხოვთ
  6. ამ ბოლო დროს ბევრია დაინტერესებული საიტების შექმნით, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე ამ პოსტის დაწერა. სხვა საიტზე გადატანის შემთხვევაში მიუთითე წყარო: SCRIPTS.GE ამ ბოლო დროს შევეჩვიეთ ვებსაიტების ბუმს. ფაქტობრივად, წარმოუდგენელია დღევანდელ დღეს ბიზნესი, რომელსაც აქ ექნება ვებსაიტი, ანუ არ იქნება კავშირში ინტერნეტთან და ამ სახით ურთიერთობა საზოგადოებასთან. ბევრი ადამიანი აკეთებს საიტს პირადი სარგებლობისათვის. მაგრამ რაც არ უნდა იყოს მიზანი, როდესაც თქვენ ქმნით საიტის, აუცულებლად გჭირდებათ ვებ ჰოსტინგი. ამ მოკლე სტატიაში გირჩევთ, თუ როგორ აარჩიოთ ჰოსტინგის მომსახურების მომწოდებელი და რა ფაქტორები უნდა გაითვალისწონოთ არჩევანის გაკეთებისას. 1) უნდა გქონდეთ საკმარისი სივრცე. ვებ ჰოსტინგის პარამეტრებმა უნდა მოგაწოდოთ საკმარისი ადგილი, რათა მოახერხოთ ისეთი "მძიმე" ფაილების შენახვა როგორიცაა სურათები, ვიდეოები და სხვა მრავალი რამ... პატარა საიტებისათვის არაა საჭირო დიდი სივრეცე. მაგალითად 250 MB სავსებით საკმარისია. მაგრამ თუ თქვენ ქმნით საიტს მსხვილი კომპანიებისათვის ან საკუთარი რეგებლობისათვის , ოღონდ საკმაო დატვირთვით სამუშაოდ, უკეთესი ქინება არჩევანი გააკეთოთ მეტ სივრციან ჰოსტინგებზე. 2) შეამოწმეთ მონაცემთა გადაცემის გამტარუნარიანობა. მეტი გამტარუნარიანობა ნიშნავს, რომ თქვენს საიტს ექნება კარგი სიჩქარე ჩატვირთვისა და მომხმარებლებსაც არ ექნებათ არანაირი შეფერხება საიტის სტუმრობა/დათვალიერებისას. ყველაზე კარგი ჰოტინგერები იძლევიან მონაცემთა გადაცემის შეუძღუდავ სიჩქარეს, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენს საიტის სიჩქარე იქნება უმაღლესი. 3) შეამოწმეთ უწყვეტი ტექნიკური მხარდაჭერის არსებობა. თქვენი ვებ მასპინძელი უნდა უზრუნველყოფდეს უწყვეტ ტქენიკურ მხარდაჭერას, როცა წარმოგეშვებათ რაიმე პრობლემა საიტზე. სანამ არჩევანს გააკეთებთ აუცილებლად დარწმუნდით, რომ არსებობს სარწმუნო სამომხმარებლო მხარდაჭერა... 4) შეამოწმეთ Cpanel Acess-ის არსებობა. Cpanel (სამართავი პანელი) არის ის, საიდანაც თქვენ უნდა მართოდ საიტის ძირითადი მასალები. მაგალითად ატვირთოდ ძრავა, შეცვალოთ წვდომა, შეამოწმოთ ემაილი, წაშალოთ ფაილები, შეცვალოთ მონაცემთა ბაზა, პაროლები და მრავალი სხვა სახის ტექნიკური სამუშაოები... დარმუნდით, რომ თქვენ გაქვთ წვდომა სამართავ პანელთან, როცა შეიძენთ სასურველ ვებ ჰოსტინგს. 5) თქვენი საიტი იქნება SSL სეთიფიკატით დაცული. ეს არის საჭირო მხოლოდ ისეთი საიტებისათვის, სადაც ფინანსური ოპერაციები კეთდება და სადაც მგრძნობიარე ინფორმაციას ინახავენ. მაგალითად როგორიცაა საკრედიტო ბარათის მონაცემები, ელექტრონული კომერციის ფაილები... SSL არის ის რაც უზრუნველყოფს თქვენი საიტის დაცვას ნებისმიერი სახის თაღლითობისაგან ან მალვეარისაგან. მიუხედავად იმისა, რომ ეს სერთიფიკატი შეგიძლიათ იყიდოთ შემდგომშიც, მაინც უკეთესი იქნება თუ მაშინვე მოაყოლებთ მას ჰოსტინგს. მაგრამ ასეთ შემთხვევაში თქვენ მოგიწევთ გაცილებით მეტის გადახდა. მოკლედ ესაა ის ძირითადი დებულებები, რაც უნდა გაითვალისწინოთ არჩევანის გაკეთებისას... თუ რაიმე შეცდომით მიწერია დაწერეთ და შევასწორებ... LENOVO
  7. მობილური ტელეფონი, კომუნიკატორი თუ სმარტფონი მობილური ტელეფონის შერჩევისას თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, კონკრეტულად როგორი ტიპის მოწყობილობა გინდათ. არსებობს მობილურები, რომლებიც ორიენტირებული არიან: ფოტოს გადაღებაზე, ინტერნეტის მოხმარებაზე, მუსიკის მოსმენაზე, დიზაინზე და სხვა ფუნქციებზე. ან მობილურები, რომელებიც ასრულებენ კომპიუტერის ფუნქციებს, ამ ტიპის მოწყობილობებიდან გამოარჩევენ კომუნიკატორებს და სმარტფონებს. კომუნიკატორებსა და სმარტფონებს შორის, არსებითად, დიდი განსხვავება არაა და ამ ტიპის მოწყობილობების შედარება დიდ აზრთასხვაობას იწვევს. კომუნიკატორების შემთხვევაში მულტიმედიური შესაძლებლობები (ფოტო, ვიდეო, მუსიკა და ა.შ) შედარებით შეზღუდულია. სმარტფონი, შეიძლება ითქვას, რომ არის მობილური ტელეფონი პლიუს პერსონალური კომპიუტერი, ხოლო კომუნიკატორი -პერსონალური კომპიუტერი პლიუს GSM/SPRS მოდული, მობილური კავშირის და ინტერნეტ მოხმარებისთვის. სმარტფონის მუშაობა ეფუძნება ოპერაციულ სისტემას Windows Mobile, Symbian, Maemo, Android, iOS, BlackbBery OS რისი საშუალებითაც შესაძლებელია მასში ჩაიტვირთოს მრავალი ტიპის აპლიკაცია მაგ: Skype, Oficce, Brawser-ები და სხვა სამომხმარებლო პროგრამები, რაც ზრდის სმარტფონის ფუნქციონირებას. ამ ტიპის მოწყობილობების სწრაფმოქმედება დამოკიდებულია მძლავრ პროცესორზე და ასევე ოპერატიულ მეხსიერებაზე. კომუნიკატორი - არის ჯიბის კომპიუტერი, დიდი ეკრანით, ხშირად სენსორულით და QWERTY- კლავიატურით. პრაქტიკულია თამაშებისთვის, ელექტრონული წიგნების საკითხავად, ფილმების საყურებლად, სხვადასხვა დოკუმენტებთან, ასევე საოფისე პროგრამებთან და ელექტრონულ ფოსტასთან სამუშაოდ. ასე რომ, თუ თქვენ გინდათ მოწყობილობა, რომლითაც გააგზავნით SMS, MMS, მოუსმენთ მუსიკას, გადაიღებთ ფოტოს - აირჩიეთ მობილური ტელეფონი. ხოლო თუ თქვენ გინდათ მოწყობილობა, რომლითაც შეასრულებთ ყველა ამ ფუნციას, პლიუს გექნება ოპერაციული სისტემა, რომლითაც უფრო გაზრდით ფუნქციონირებას და ეს იქნება უფრო მძლავრი მოწყობილობა, მაშინ აირჩიეთ - სმარტფონი და თუ თქვენ გჭირდებათ მოწყობილობა, რომელიც შეასრულებს ჯიბის კომპიუტერის ფუნქციას - კომუნიკატორი. ვიზუალური მხარეები როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი ტელეფონი ? - ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული, ზოგს კლასიკური ფორმები და შთამბეჭდავი ზომები მოსწონს, ზოგს კი ურჩევნია ტელეფონი ჯინსის ჯიბით ატაროს და მომხიბლავი მოძრაობით გახსნას ტელეფონის ხუფი. პრაქტიკულად ყველა მწარმოებლები მობილურებს განსხვავებული ფორმა - ფაქტორებით უშვებს. ყველა მათგანს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. კლასიკური ანუ მონობლოკის ფორმა - მართკუთხა მობილური ტელეფონი, რომელსაც საჩვენებელ პანელზე აქვს განთავსებული ეკრანიც და კლავიატურაც. უმეტესად ეს საშუალო ზომის აპარატებია, რომლებსაც აქვთ საშუალო ზომის ეკრანი. გამონაკლისებია ის მოდელები, რომლებშიც გამოიყენება მხოლოდ QWERTY კლავიატურა, ეს ნიშნავს, რომ მთლიან საჩვენებელ პანელზე განთავსებულია მხოლოდ ეკრანი და ორი-სამი "ცხელი"კლავიში. ასეთი ტელეფონის მინუსად შეიძლება მივიჩნიოთ, შემთხვევით გამოძახების კლავიშზე ხელის დაჭერა, იმ შემთხვევაში როცა აპარატი ვიწრო ჯიბეში დევს. დასაკეცი ტიპის ტელეფონები ძალიან პოპულარულია ქალებში. ჩვეულებრივ, ეს არის ლამაზი, საშუალო დონის მოდელები, რომლებიც იკეცება. ეკრანი და კორპუსი ერთმანეთზეა დადებული. იმისათვის რომ უპასუხოთ ზარს ან, უბრალოდ, გახსნათ ტელეფონი უნდა აწიოთ ზედა ხუფი. ძირითადი ეკრანი და კლავიატურა დამალულია აპარატის ორნახევარს შორის. დასაკეცი ტელეფონების ზედა მხარის ქვეშ არის განთავსებული ეკრანი, რომელიც დაკეცილ მდგომარეობაში ეხება კლავიატურას, რომელიც თავის მხრივ განთავსებულია ქვედა ნახევარზე. ზოგიერთ მოდელებში მობილური აპარატების საჩვენებელ ნაწილზე განთავსებულია პატარა დამატებითი ეკრანი, რომელზეც შესაძლებელია დავინახოთ ვინ გვირეკავს, დრო და შემოსული sms რაოდენობა. ასეთი ტიპის ეკრანი მთლიანად დაცულია გარეგანი ზემოქმედებისგან. სლაიდერი - სლაიდერი გვხდება როგორც მამაკაცის ისე ქალის მოდელებში. ამ ტელეფონების მოდელები არის პირველი და მეორე ფორმის კომბინირებული ვარიანტი. სლაიდერის ეკრანი, ისევე როგორც კლასიკის განთავსებულია ზედა მხარის საჩვენებელ პანელზე, ხოლო კლავიატურა ქვედა მხარეს, ისევე როგორც გასახსნელ მობილურს. ასეთი აპარატები არ არის ულტრა თხელი, მაგრამ მწარმოებლებს შეუძლიათ გამოიყენონ დიდი ეკრანი და მსხვილი ან QWERTY კლავიატურის კლავიშები. სლაიდერის მრავალსახეობაა გვერდითა სლაიდერი. გარეგნულად ეს აპარატი ისე გამოიყურება როგორც სლაიდერი, განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ გვერდითი სლიადერი ჩვეულებრივი სლაიდერისგან გასხვავებით გვერდით იშლება და არა ზემოთ. მობილური ტელეფონის კამერა მობილურ ტელეფონში ერთ - ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს კამერა, რომელიც შეიძლება ჰქონდეს როგორც დაბალფასიან ასევე მაღალფასიან მოდელებს. მათ შორის, რა თქმა უნდა, დიდი განსხვავებაა. არსებობენ მობილურები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ფოტოს გადაღებაზე, რომელთაც კამერაფონებსაც უწოდებენ, მათ აქვთ მძლავრი კამერა მაგ: 5, 8, 12 მეგაპიქსელი, განათება, ღიმილის დეტექტორი, პანორამა და გადაღების სხვადასხვა რეჟიმი. დაბალფასიან მოდელებში გამოიყენება 0,3_დან 2 მპ_მდე რეზოლუციის კამერები. დაბალი რეზოლუციის კამერით გადაღებულ ფოტოს ძირითადად გამოიყენებთ MMS შეტყობინების გადასაგზავნად, ასევე იმისთვის რომ, მიამაგროთ კონტაქტს, დაათვალიეროთ მობილურ ტელეფონში ან დააყენოთ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში. ამ რეზოლუციით გადაღებული ფოტო ამოსაბეჭდილი სახით არც ისე ხარისხიანია. ამისთვის საჭიროა უფრო მაღალი რეზოლუციის კამერები. ასევე მნიშვნელოვანია გადაღების რეჟიმების სწორი შერჩევა. რაც შეეხება ვიდეოს- ვიდეოს ხარისხიც დამოკიდებულია გადაღების რეზოლუციაზე. მაღალ ხარისხად ითვლება HD ვიდეო. შერჩევისას, აუცილებელად, უნდა მიაქციოთ ყურადება განათებას, ღამის გადაღებისთვის. მულტიმედია თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია მუსიკის ხარისხი და ჟღერადობა მაშინ ტელეფონის არჩევისას ყურადღება უნდა გაამახვილოთ მულტიმედიაზე. ტელეფონზე, რომელიც ამავე დროს ხარისხიანი მედიაფლეერია. თითქმის ყველა ტელეფონს და სმარტფონს აქვს მპ3 ფუნქცია. პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციეთ ტელეფონის შიდა მეხსიერებას და დამატებით მეხსიერების ბარათს, რაზეც დამოკიდებული იქნება თუ რამდენ მუსიკას შეინახავთ თქვენს მობილურში, ყურსასმენს კარგი ვარიანტია 3,5მმ_იანი აუდიო პორტი, სადაც შეგიძლიათ შეართოდ მაღალი ხარისხის ყურსასმენები და ასევე უფრო დიდი სიმძლავრის დინამიკებიც კი, ეს იგივეა პორტია, რაც პერსონალურ კომპიუტერს აქვს. აგრეთვე მნიშვნელოვანია თუ რომელი ფორმატის წაკითხვა (დაკვრა) შეუძლია მობილურს, მაგალითად MP3/WMA/WAV/AAC და ა.შ. Sony Ericson-ის ზოგიერთ მობილურს აქვს ფუქცია გაჩვენოთ სიმღერის დასახელება, შემსრულებელი და ალბომის სახელიც კი TrackID ფუნქციით. ასევე მნიშვნელოვანია FM მიმღები. ყურადღება მიაქციეთ რამდენი რადიო-ტალღის დაჭერა შეუძლია ტელეფონს და აქვს თუ არა რადიოდან მუსიკის გადმოწერის ფუნქცია. Bluetooth თქვენი ტელეფონის კიდევ ერთი დამატებითი ფუნქციაა. ის შესაძლებლობას ქმნის მოუსმინოთ სიმღერებს, Bluetooth გარნიტურაში. ინტერნეტი თუ თქვენ გიწევთ, ელექტრონულ ფოსტასთან მუშაობა, Skype-ით ან სხვა მესენჯერებით სარგებლობთ, გიყვართ ინტერნეტ გვედების დათვალიერება, ყურადღება უნდა მიაქციოთ ინტერნეტის მიღების რა სტანდარტი გააჩნია თქვენ მობილურს და რა თქმა უნდა იმასაც, თუ რამდენათ პრაქტიკული იქნება ინტერნეტში მუშაობა თქვენი მობილური ტელეფონით. ყველა სმარტფონზე და კომუნიკატორზე შესაძლებელია Skype დაყენება. არსებობს ტექნოლოგია VoIP, რომელიც შესაძლებელს ხდის Skype ან სხვა მესენჯერით განვახორციელოთ ზარი, ინტერნეთ ზარები მნიშვნელოვნად შეამცირებს თქვენს დანახარჯებს. Skype_ს დაყენება შესაძლებელია, ჩვეულებრივ Java ტელეფონებზეც. რაც შეეხება ბრაუზერებს, მობილური ტელეფონისთვის არსებობს WAP საიტები. ეს არის სპეციალურად მობილურისთვის დაწერილი საიტები, აქვთ მცირე ზომა და გათვლილია მობილურის ეკრანისთვის, ამასთან ერთად, თუ ბრაუზერს HTML_ის მხარდაჭერა აქვს, მობილურებს შეუძლიათ ჩვეულებრივი WEB საიტების დათვალიერებაც. არსებობს მობილურ ტელეფონში ინტერნეტის მიღების რამდენიმე სტანდარტი. მათ შორის განსხვავება სიჩქარეშია, ერთ-ერთი მეორე თაობის სტანდარტი GPRS_ია, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 115 კბ/წმ_ია. არსებობს უფრო სწრაფი სტანდარტებიც მაგ: EDGE სტანდარტით შესაძლებელია 296 კბ/წმ_მდე ინტერნეტის მიღება. მესამე თაობის დანერგვამ ინტერნეტის მიღების სიჩქარე მნიშვნელოვნად გაზარდა, არსებობს მესამე თაობის რამდენიმე სტანდარტი: UMTS, HSUPA,WCDMA,HSDPA ამათგან თანამედროვე მესამე თაობის ტელეფონებში, ყველაზე გავრცელებულია HSDPA, რომლის მაქსიმალური თეორიული სიჩქარე 14,4 მბ/წმ_ია, რაც დაახლოებით 100 ჯერ უფრო სწრაფია ვიდრე მეორე თაობის ტექნოლოგიები. თანამედროვე ტელეფონებში ასევე მნიშვნელოვანია Wi-Fi ტექნოლოგია, ამ ტექნოლოგიის საფუძველზე, რადიოტალღების მეშვეობით ხდება მობილურ ტელეფონში ინტერნეტის მიღება. Wi-Fi_ის სტანდარტებს შორის ყველაზე გავრცელებული b/g/n, Wi-Fi_ია, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 600 მბ/წმ_ია. მობილური ტელეფონის მეხსიერება თუ თქვენ მობილურ ტელეფონში ინახავთ, მუსიკებს, ვიდეოებს, ფოტოებს და სხვა ტიპის ინფორმაციას, ყურადღება უნდა მიაქციოთ, შიდა მეხსიერებას და ასევე აქვს თუ არა მეხსიერების ბარათის ჩასადები ბუდე თქვენს მობილურს. დაბალფასიან მოდელებს, რომელსაც აქვთ, მხოლოდ ძირითადი ფუნციების მხარდაჭრა, მობილური კავშირი, SMS და ინტერნეტი არ ჭირდებათ დიდი მოცულობის მეხსიერება. სმარტფონებში და კომუნიკატორებში შიდა მეხსიერების გარდა გვხვდება RAM - ოპერატიული და ROM მეხსიერება, ROM მეხსიერებაზე სისტემისთვის საჭირო და აუცილებელი მონაცემები ინახება, იგი ხელს უწყობს სისტემის ჩატვირთვას და მუშაობას. ოპერატიულ მეხსიერებაზე კი დამოკიდებული რამდენად სწრაფად და შეფერხების გარეშე იმუშავებს მოწყობილობა. შიდა მეხსიერება ტელეფონში შეიძლება იყოს, რამოდენიმე მეგაბაიტიდან 32 გიგაბაიტიც კი, რაც შეეხება მეხსიერების ბარათის ბუდეს, ტელეფონს აქვს მეხსიერების ბარათის წაკითხვის მაქსიმალური ძღვარი და მეხსიერების ბარათის შეძენისას უნდა გავითვალისწინოთ თუ რამდენის წაიკითხვა შეუძლია ჩვენ მობილურს, რათა მუშაობაში პრობლემები არ შეექმნას. მობილურ ტელეფონებში ძირითადად გამოიყენება microSD და microSDHC იგივე T-Flash ტიპის მეხსიერების ბარათები. ეს უკანასკნელი გამოირჩევა უფრო მაღალი სისწრაფით და ინფორმაციის უფრო მეტი ტევადობით. Sony Ericsson_ის გარკვეულ მოდელებში გამოიყენება, Memory Stick Micro (M2), რომელიც ფორმით განსხვავებულია microSD_გან. მობილური ტელეფონის ეკრანი დღეს მობილური ტელეფონი არა არის მხოლოდ აპარატი, რომლითაც მარტო დარეკვაა შესაძლებელი. ჩვენ შეგვიძლია ვისარგებლოთ მუსიკით, ინტერნეტით, ელექტრონული წიგნებით, რუკებით, თამაშებით და უფრო მეტი კომუნიკაციის საშუალებებით, ასევე არსებობს ათასობის სამუშაო და გასართობი პროგრამები. თუ თქვენთვის საინტერესოა ესეთი თვისებების მქონე მობილური ტელეფონები, ეს ყველაფერი დამოკიდებულია მის ზომაზე და მახასიათებლებზე, ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია - ეკრანი. მობილურ ტელეფონებში ძირითადად გამოიყენება TFT, OLED, STN, Amoled ტიპის ეკრანები. ძირითადი ეკრანის მახასიათებლებია: რეზოლუცია, ფერების რაოდენობა, ზომა. ეკრანის ზომა არის დიაგონალის სიგრძე, იზომება დიუმებში 1 დიუმი = 2.54 სანტიმეტრს. რეზოლუცია არის ფერადი წერტილების/პიქსელების განლაგება ეკრანზე, ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად, ამ პატარა პიქსელებისგან იქმნება ეკრანზე გამოსახულება, რაც უფრო მეტია წერტილების რაოდენობა მით უფრო კარგია ეკრანის გარჩევადობა, რაც შეეხება ფერებს, ეკრანზე ფერების რაოდენობა შეიძლება იყოს 65K, 256K, 16M, ანუ 65 000, 256 000, 16 000 000. ზოგიერთ ბიუჯეტურ მოდელებში გვხვდება, მონოქრომული ანუ შავ - თეთრი ტიპის ეკრანები, ამ ტიპის ეკრანებს აქვთ დაბალი რეზოლუცია საშუალოდ 96х68 პიქსელი, ძირითადი უპირატესობა კი ის აქვთ, რომ აქვთ დაბალი ენერგომოხმარება. თანამედროვე მობილურებში, ფართოდაა გავრცელებულია სენსორული ეკრანები, რომელიც გამოირჩევა დიდი ზომებით და კარგი ფერებით, განსხვავებილია მოხმარების პრინციპიც, სენსორულ ეკრანებზე მოქმედება ხდება ჩხირით (სტილუსით) ან თითის ზემოქმედებით, არის ეკრანები რომელიც მარტო თითის მოქმედებაზე მუშაობს, რომელთაც Multi-touch ეკრანები ქვიათ. სენსორული ეკრანები კარგია თამაშებისთვის, ელექტრონული წიგნებისთვის, საოფისე პროგრამებისთვის და ა.შ. დამატებითი ფუნქციები გარდა ზემოთხსენებული ფუნქციებისა მობილურ ტელეფონებს აქვთ ძალიან ბევრი შესაძლებლობები, თითქმის ყველა ტელეფონს აქვს კალკულატორი, მავიძარა, თამაშები. ბევრ მოდელს აქვს რადიო, ასევე FM - გადამცემი, Bluetooth და სხვა ბევრი კომუნიკაციის საშუალებები, ასევე GPS, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია განსაზღვროთ თქვენი ადგილმდებარეობა. GPS მიმღები - არის ტელეფონის ფუნცია დაუკავშირდეს თანამგზავრს და მიიღოს ინფორმაცია ზუსტ ადგილმდებარეობაზე, ასევე მდებარეობა ზღვის დონიდან, მოძრაობის სიჩქარე და ა.შ. GPS_ის დახმარებით ასევე შესაძლებელია გადაღებულ ფოტოზე და ვიდეოზეც დავიტანოთ კორდინატები, ამ ფუნქციას Geo-tagging ქვია. FM Transmater - მობილური ტელეფონის ფუნქცია, რითიც შეგვიძლია მობილური ტელეფონის და რადიო მოწყობილობის დაკავშირება, რომელიმე თავისუფალ სიხშირეზე და მობილურში არსებული მუსიკები გაჟღერდეს რადიოს დინამიკებში, მოქმედების რადიუსი არის 10 მეტრს. თამაშები - თითქმის ყველა ტელეფონზე შესაძლებელია რომ დაყენდეს თამაშები, თუ აქვს JAVA_ს მხარდაჭერა. JAVA არის პროგრამირების ენა, რომლითაც იწერება სხვადახვა თამაშები, პროგრამები და აპლიკაციები, მისი ძირითადი უპირატესობა ისაა რომ Java_ში დაწერილი პროგრამების და აპლიკაციების ჩაწერა და გაშვება შესაძლებელია ნებისმიერ ტელეფონზე რომელსაც Java _ს მხარდაჭერა აქვს. რატომ აქვს ტელეფონს ოპერაციული სისტემა? ,,ჭკვიანი" სმართფონების და კომუნიკატორების ორიგინალური და მოსახერხებელი ფუნქციები, ის რომ ამ ტიპის მოწყობილობები შესაძლებელია გამოვიყენოთ როგორც პერსონალური ან ჯიბის კომპიუტერი, შესაძლებელია სხვადასხვა მობილური ოპერაციული სისტემის საშუალებით. ოპერაციული სისტემა სმარტფონებში და კომუნიკატორებში ზრდის პროგრამულ უზრუნველყოფას, მისი საშვალებით შესაძლებელია სხვადასხვა - საოფისე, მულტიმედიური, ინტერნეტ და სხვა ტიპის პროგრამების დაყენება მოწყობილობაში, მობილური ოპერაციული სისტემებისთვის არსებობს ათასობით და ზოგჯერ ასიათასობით აპლიკაცია, რაც ზრდის მოწყობილობის ფუნქციონირებას. ძირითადად ხუთი მობილური ოპერაციული სისტემაა, რომელიც მიბმულია სხვადასხვა ბრენდის მოწყობილობებზე, Apple iPhone_ში იყენებს iOS (iPhone OS) ოპერაციულ სისტემას, Nokia ტრადიციულად Symbian_ს, Blackberry თავისივე Blackberry OS_ს, ხოლო Windows Mobile და Android კი შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვა ბრენდის მოწყობილობებში. Symbian: გამჭვირვალობა და სტაბილურობა თუ თქვენ გინდათ მოწყობილობასთან ხმოვან რეჟიმში მუშაობა, ასევე გამოიყენოთ როგორც სრულფასოვანი კომპიუტერი, დააყენოთ უამრავი პროგრამა, კარგი არჩევანია Symbian_ის ოპერაციული სისტემა, სისტემა არის საკმაოდ მარტივი და სტაბილური, აქვს სხვა პლიუსებიც, როგორიცაა ხანგძლივი ლოდინის და საუბრის მაქსიმალური დრო, სისტემის მარტივი განახლება და სხვა. ოპერაციული სისტემის არჩევა - ეს ნაწილობრივ თქვენი არჩევანია, ყველაზე ცნობილ მწარმოებლების მოწყობილობებში გაშვებულია Symbian OS, უპირველეს ყოვლისა Nokia_ს ტელეფონებში. Symbian OS გამოირჩევა მოქნილი და მარტივი ინტერფეისით. ეჭვგარეშეა, მისი უპირატესობა არის ის ფაქტიც, რომ Symbian პირველმა შეიმუშავა მობილური მოწყობილობებისთვის: მარტივად აღსაქმელი შესაძლებლობები, ნათელი ფუნქციები და მოსახერხებელი პარამეტრები. Symbian_ის სისტემა ყველაზე გავრცელებული მობილური ოპერაციული სისტემაა, რომელსაც Nokia_ს გარდა Sony Ericsson, Samsung და სხვა ცნობილი მწარმოებლებიც იყენებენ, რაც მის ფუნქციონალურობას უსვამს ხაზს. ტელეფონებში, რომელშიც ჩატვირთულია Symbian OS, მოსახერხებელია დაამატოთ მახასიათებლები ან წაშალოთ პროგრამები, Symbian OS აქვს სპეციალური დაცვის სისტემები, სერთიფიკატები, ყოველი ვერსიისათვის იქმნება განსხვავებული პროგრამული უზრუნველყოფა, რაც მოწყობილობების და პროგრამული განსხვავებებიდან გამომდინარეობს. ვერსიებს შორის პროგრამების, თამაშების და სხვა აპლიკაციებიების თავსებადობა შეუძლებელია. Windows Mobile: მოხერხებული და ნაცნობი პროგრამები სმარტფონები, რომელშიც Windows Mobile_ია ჩატვირთული საკმაოდ პოპულარულია, რისი მიზეზიც შეიძლება ის იყოს, რომ ძალიან დიდი მსგავსებაა პერსონალური კომპიუტერის Windows_თან. სისტემა არის მრავალფუნქციური და საკმაოდ მოსახერხებელია, განსაკუთრებით საოფისე პროგრამებთან (Word, PowerPoint, Excel) სამუშაოდ. მობილური ოპერაციული სისტემა თავდაპირველად Microsoft_მა შექმნა კომუნიკატორების და ჯიბის კომპიურტერებისთვის, პირველი ვერსია გათვლილი იყო ბიზნეს მომხმარებლისთვის, შემდეგ თანდათანობით მოხდა მულტიმედიური ფუნქციებით გამდიდრება. Windows Mobile_ს აქვს საკმაოდ დიდი არჩევანი სანავიგაციო პროგრამების, ამიტომ რეკომენდირებულია იმათთვის ვინც გამოიყენებს საკომუნიკაციო და სანავიგაციო საშუალებებად. ეჭვგარეშე ღირსება Windows Mobile_ის - ავტომატური სინქრონიზაცია Windows_ის ბაზაზე მომუშავე პერსონალურ კომპიუტერთან, მათ შორის კონტაქტების, შეტყობინენების, ჩანიშვნების სინქრონიზაცია Microsoft Outlook_თან. მიუხედავად Windows Mobile_ის ვერსიისა, მომხმარებელი იღებს მოწყობილობას, რომლის მართვა საკმაოდ პრაქტიკულია, ეკრანის ჰორიზონტალური და ვერტიკალური მდგომარეობის დროს. სისტემის მართვა პრაქტიკულია იმითაც, რომ ძირითადი ფუნქციები შეგვიძლია გამოვიტანოთ კრანზე. Android: პერსონალიზაცია და ონლაინ სერვისები Android - არის ღია პლატფორმა შექმნილი Linux ბაზაზე, შექმნილია კომპანია Android_ის მიერ, ამჟმად არის Google_ს საკუთრებაში, იგი სწრაფად გახდა პოპულარული იმ მომხმარებში, ვისაც იზიდავს უახლესი ტექნოლიგიური ინოვაციები და ექსპერიმენტები. Android უზრუნველყოფს Google_ს მრავალ მომსახურებებს - ელექტრონულ ფოსტას Gmail_ს, GoogleTalk, Google Maps_ის რუკებს და ა.შ. ყველა ეს სერვისები ხელმისაწვდომია Gmail_ზე დარეგისტრირების შემდეგ. Widget_ები და დამატებითი დანართების შესაძლებელია მარტივად განთავსდეს მოწყობილობის ეკრანზე. პროგრამების ინსტალაცია საკმაოდ მარტივია Android Market_ის დახმარებით, Android _თვის 100 000_ზე მეტი უფასო თუ ფასიანი პროგრამა არსებობს. მიუხედავად ამისა Android მწარმოებლები არ აპირებენ მიღწეულზე შეჩერებას და აგრძელებენ საკუთარი ოპერაციული სისტემის კომუნიკაციური პოტენციალის გაძლიერებას. ასე მაგალითად, Google Voice - დანართი ავსებს პრაქტიკულ და ინტერნეტ-სატელეფონო სრულყოფილ სისტემას, ხმოვანი და ტექსტური შეტყობინებების მიღებისა სხვადასხვა არხებზე და ასევე მათი გადამისამართება პირად (სტაციონარულ) ნომერზე. უზრუნველყოფილია მონაცემების სრული სინქრონიზაცია, სოციალურ ქსელებთან, სურათების გაცვლა-გამოცვლის გათვალისწინებით. iPhone OS: სტილი და პარამეტრების უბრალოება თუ თქვენ ხართ Apple - ტექნოლოგიის მომხრე, თქვენს განკარგულებაშია მოწყობილობა ოპერაციული სისტემით iPhone OS, Mac OS X - საფუძველზე შემუშავებული. iPhone OS _ის მობილური ვერსია ორიენტირებულია მხოლოდ თითით შეხებაზე, მულტისენსორული (MultiTouch) - ტექნოლოგიის მხარდაჭერით. მოხმარებისთვის მარტივი ინტერფეისი, მაშტაბირების და დათვალიერების ორიგინალური სისტემა, რამოდენიმე წლის უკან iphone - მოწყობილობა, დიდი სენსორული ეკრანით, ყველასთვის გახდა რევოლუციური აღმოჩენა, მოახდინა პოპულარიზაცია მობილურ გასვლას ინტერნეტში. ტრადიციული, უმრავლესობის აზრით iPhone_ის უპირატესობაა, ორიგინალური და ბრწყინვალე ინტერფეისით მოწოდებული პროგრამული შიგთავსი, რომელიც ოპტიმიზირებულია საკუთარი Apple - მოწყობილობით. Apple - კომპიუტერების და ნოუთბუქების მფლობელებს პრობლემა არ შეექმნებათ iTunes - სინქრონიზაციისას ასევე Mac OS - ფუნქციებით. მომხმარებლის სურვილების გათვალისწინებით, მწარმოებელმა (დეველოპერებმა) გააფართოვა სტანდარტული დანართის ფუნქციონალურობა. iPhone OS 2.0 - ვერსიიდან დაწყებული, ყოველი მომხმარებელი შეძლებს შეირჩიოს ფასიანი თუ უფასო დამატებითი დანართი, პოპულარული სერვისების iTunes და App Store_ის დახმარებით. სრულიად ვირტუალური კლავიატურა შეიძლება განიხილოს, როგორც ნაკლი ასევე როგორც უნიკალური თავისებურება მარტივი და ცნობადი სტილის, საკუთარი გემოვნებისა და ჩვეულების შესაფერისი. BlackBerry OS: იდეალური ელ. ფოსტისთვის. BlackBerry არის ინტერნეტ სერვისებზე და ელექტრონული ფოსტაზე ორიენტირებული მოწყობილობები, რომელთაც კანადური ფირმა Research In Motion (RIM) აწარმოებს 1999 წლიდან. BlackBerry წარმოადგენს პირად ციფრულ ასისტენტს. რომელზეც მიმაგრებულია მისამართების წიგნი, კალენდარი, გასაკეთებელ სამუშაოთა ნუსხა და ა.შ. BlackBerry ასევე შეიძლება გამოვიყენოთ როგორც პორტატული მედია ფლეერი მრავალი აუდიო და ვიდეო ფორმატების მხარდაჭერით, ასევე აღჭურვილნი არიან ფოტო/ვიდეო კამერით, მრავალი აპლიკაციებით, GPS მიმღებით BlackBerry maps_ის მხარდაჭერით, მაგრამ BlackBerry _ის ყველაზე დიდ უპირატესობად ითვლება გააგზავნოს და მიიღოს e-mail სადაც მომსახურე ოპერატორის დაფარვის ზონა არსებობს ან Wi-Fi კავშირი. წყარო:ee.ge
  8. სანამ გადავიდოდეთ უშუალოდ Wordpress დაყენების ინსტრუქციაზე მანამდე გეტყვით რომ: WordPress არის ბლოგის და საიტების მართვის სისტემა. დაწერილია PHP პროგრამირების ენაზე და იყენებს MySQL მონაცემთა ბაზას. ვრცელდება GNU GPL ლიცენზით. 2013 წლის აგვისტოსთვის WordPress იყენებდა 10 მილიონი საიტის 22 პროცენტი. იგი არის ბლოგინგის ყველაზე პოპულარული საშუალება ინტერნეტში. ამჟამად გამოიყენება 60 მილიონზე მეტ საიტზე. WordPress პირველად გამოქვეყნდა 2003 წლის 27 მაისს, დამაარსებლების, მეტ მალენვეგის და მაიკ ლიტლის მიერ 1.1 გადმოვწეროთ wordpress-ი და unzip-ი ვუქნათ 1.2 შევქმათ MySQL ბაზა wordpress-ისთვის და მომხმარებელი, რომელსაც მივცემთ ყველა პრივილეგიას (All privilege). 1.3 გადავარქვათ wp-config-sample.php-ს სახელი და დავარქვათ wp-config.php. 1.4 გავხსნათ ახლადშექმნილი wp-config.php სასურველ ტექსტ ედიტორში და შევიყვანოთ შესაბამის ცვლადში შესაბამისი ბაზის მონაცემი: define(’DB_NAME‘, ‘ბაზის სახელი‘); define(’DB_USER‘, ‘ბაზაზე მიბმული მომხმარებლის სახელი‘); define(’DB_PASSWORD‘, ‘ბაზაზე მიბმული მომხმარებლის პაროლი‘); 1.5 ავტვირთოთ wordpress-ის ფაილები ვებ სერვერზე. 1.6 ბოლოს ბრაუზერის საშუალებით გავუშვათ install.php ფაილი, რომელიც არის wp-admin/install.php დირექტორიაში. სულ ეს იყო. თუ ყველა ბიჯს წარმატებით შეასრულებთ ძრავი წარმატებით დაყენდება თქვენს სერვერზე...
  9. ნუ მოკლედ დღევანდელი თემა ეხება Windows-ს საქართველოში ყველასთვის ცნობილი და ყველაზე გავრცელებული ოპერაციული სისტემა (OS). ალბათ ყველას ვინც ვიყენებთ Windows სისტემას დროთა განმალობაში ვხვდებით ისეთ პრობლემებს როდესაც Windows-ის მოქმედება ნელდება და შესაბამის მოთხოვნებზეც დაგვიანებით ანხორციელებს. ამას განაპირობებს ათასობით პატარა მიზეზი, ინტერნეტში მუშაობა, ქეში ასევე მრავალი პროგრამების ინსტალაცია და ა.შ. თემა ძალიან რომ არ გაგვიგრძელდეს მოგიყვანთ რამოდენიმე მაგალითს თუ რა უშლის ხელს კომპიუტერის სწრაფად მოქმედებს და ასევე გაგაცნობთ მეთოდებს თუ როგორ შეიძლება ჩვენი კომპიუტერის მოქმედება გავხადოთ ოპტიმალური. 1.ლოგიკური დისკი თუ თქვენ კომპიუტერზე მხოლოდ ერთი მყარი დისკი გაქვთ და სწორდე მასზევე გაქვთ დაყენებული ოპერაციული სისტემა Windows , აქედან გამომდინარე თქვენ კომპიუტერის დისკებში ფიგურირებს მხოლოდ ერთი დისკი – «С». Windows სისტემა დაყენებული ამ დისკზე აქედან გამომდინარე ყველა პროგრამას რასაც ვიწერთ ჩვენ კომპიუტერში ასევე ინახება «С» დისკზე . აქედან გამომდინარე იმის ალბათობა რომ ეს ჩვენი დისკი «С» საფთხის ქვეშ არის რადგან მისი გადავსების შემთხვევაში უზღუდება კომპიუტერის და სისტემის მოქმედებაც. ამ შემთხვევაში სასურველი იქნება თუ ამ ჩვენ დისკ «С»-ს გავყოფთ 2 ნაწილად ანუ მის მეხსიერებას (მაგალითად, «C» და «D»), იმისათვის რომ გაყოთ მათი დატვირთვა ანუ დისკ «С» ზე იქნება დაყენებული ოპერაციული სისტემა და დიკს «D» ზე კი სხვა დანარჩენი პროგრამული ფაილები დოკუმენტები და ასე შემდეგ. ასევე სასურველი იქნება თუ კომპიუტერზე მომხმარებლის ძირითად ფაილებს გადაიტანთ მეორე დისკზე ანუ «D» დისკზე რადგან ალბათ სტანდარტულად თქვენც ასევე როგორც მე ყველაზე ხშირად გადმოწერილ ფაილებს (Desktop)-ზე ვინახავთ და ასევე მომხმარებლის დოკუმენტებში (My Documents) სტანდარტულად ეს საქაღალდეები განთავსებულია სისტემურ დისკზე ანუ «С» აქედან გამომდინარე აუცილებელია მათი «D»-ზე გადატანა რომ არ დაიტვირთოს ჩვენი «С» დისკი. 2.დეფრაგმენტაცია შემდეგი ნაბიჯი კომპიუტერის ოპტიმიზაციაში ეს არის რეგულარულად დისკების დეფრაგმენტაცია. საქმე შემდეგში მდგომარეობს ფაილების გადმოწერისას ისინი დიკსის სხვადასხვა განაყოფებში, აქედან გამომდინარე მათზე მოთხოვნის განხორციელებისას კომპიუტერს უწევს მთლიანი დისკის ანალიზი რათა სრულად ამოიღოს ფაილი და მოგვაწოდოს ისე. სწორედ ამიტომ საჭიროა 1ან2 კვირაში ერთხელ მაინც გვუკეთოთ ჩვენ დისკებს დეფრაგმენტაცია. დეფრაგმენტაციის გაკეთება შეგიძლიათ სტანდარტულად Windows ის მეშვეობითაც ასევე დამხმარე პროგრამებით: Piriform Defraggler, Auslogics Disk Defrag. 3. დანგვიანებული რეესტრი კიდევ ერთი ყველაზე ხშირი პრობლემა არის რეესტრის დანაგვიანება რასაც იწვევს კომპიუტერზე დაინტალირებული პროგრამების არასრულფასოვდა წაშლა. იმისათვის რომ არ დანაგვიანდეს ჩვენი რეესტრი არსებობს რამოდენიმე ძალიან კარგი პროგრამა რომელთა დახმარებითაც შეძლებთ ამათუიმ პროგრამის სრულ დეინსტალაციას და აღარ დარჩება მათგან გამოუსადეგარი ფაილები. პორგრამებიRevo Uninstallers, Wise Disk Cleaner – რომელსაც მეთვითონაც ვიყენებდი ერთი წლის წინ. ასევე რეესტრირს გასაწმენდად კიდევ შეგიძლიათ გამოიყენოთ CCleaner. 4. დისკის გასუფთავება დროებითი ფაილებისაგან ალბათ თქვენ დაკვირვებიხართ როდესაც რაიმე ფაილს ვიწერთ კონკრეტული ბრაუზერები (Browser) გვეკითხებიან ჩავიწეროთ ფაილი თუ მხოლოდ გავხსნათ ანუ ჩაწერის შემთხვევაში ფაილი ან ტექსტური დოკუმენტი ინახება დისკზე ხოლო ფაილის გახსნის მითითების შემთხვევაში ანუ ერთჯერადი გამოყენების შემთხვევაში ის ინახე შესაბამის საქაღალდეში (Temp). ასევე ისეთი ფაილები როგორიც არის ბრაუზერის ქეში და ისტორიები. აქედან გამომდინარე გირჩეთ გამოიყენოთ ზემოთ ნახსენები პროგრამა CCleaner. 5. პროგრამები AutoStart ის ბრძანებით ხშირად პროგრამების ინსტალაციის შემთხვევაში, ისინი ხვდებიან ავოტომატური გაშვების მენიუში, ანუ ოპერაციულ სისტემის ჩართვის თანავე ეშვება ესა თუ ის პროგრამაც მაგალითად რომ ავიღოთ (Skype). ხშირად მსგავს მეთოდებს იყენებენ უფასო პროგრამები რომლებიც ხშირად არც კი გვჭირდება ყოველდღიური ხმარებისათვის მაგრამ მაინც ავტომატურად ირთვებიან და შესაბამის დატვირთვას აძლევენ ჩვენ კომპიუტერს, ანუ რატომ უნდა იყოს ჩართული ესა თუ ის პროგრამა ჩემს დაუკითხავად რომელიც მე არ მჭირდება. ნუ მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ ამაში დაგეხმარებათ უკვე თქვენთვისაც ცნობილი პროგრამა CCleaner. 6. Portable ვერსიის პროგრამების დაყენება და რატომ ჯობია Portable ვერსიის პორგრამების გამოყენება ? ნუ პირველ რიგში იმიტომ რომ ასეთ პროგრამებს არ სჭირდებათ ინსტალაცია აქედან გამომდინარე ისინი ნაკლებად ანაგვიანებენ ჩვეენ რეესტრას და კომპიუტერსა, უბრალოს საჭიროა .EXE ფაილის გაშვება და მორჩა შემდგომ მათი დეინსტალაციის შემთხვევაშიც ისინი არ ტოვებენ არანერ ნაგავს და ზედმეტ ფაილს ჩვენ კომპიუტერში. ასევე არსებობს ძალიან კარგი პროგრამა (Portable Programms) რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ გადმოწეროთ ძალიან კარგი და გამოსადეგი Portable პროგრამები და ამოაარქივოთ. 7. ვიზუალური ეფექტები და ვიჯეტები Windows 7 ის გამოსვლის თანავე ასე ვთქვად მოდაში შემოვიდა მაღალ ფარდოვანი გრაფიკა და ვიჯეტები, და ხშირად მათი გამოყენების შემთხვევაში არც კი ვფიქრდებით თუ უბრალოდ სილამაზემ შეიძლება რომ რაღაც ზიანიც მოგვაყენოს, თითოელი მადგანიც ხომ იკავებს ოპერაციული მეხსიერების რაღაც ნაწილს. აქედან გამომდინარე თუ გსურთ რომ თქვენმა კომპიტერმა სწრაფად იმუშავოთ უნდა გადადოთ გვერძე ეს სილმაზე და მისცეთ კომპიუტერს მისი მეხსიერება და შესაძლებლობა უფრო სასარგებლო საქმიანობაში გამოიყენოს. ასევე შეგიძლიათ გათიშოთ ზედმეტი ეფექტებიც ალბათ თუ დააკვირდებით დეველოპერებს, პოგრამისტებს და მათ ვინც კომპოუტერს არამხოლოდ გართოფისთვის იყენებს ყველას უყენია ყველაზე მინიმალიზირებული ვიზუალის მქონე Windows თემები რადგან ნაკლები დატვირთა ჰქონდეს ოპერაციულ მეხსიარებაზე, ნუ მოკლედ სულ ეს იყო იმედია ჩემ ყველა რჩევას გაითვალისწინებთ და შესაბამისად მიიღებთ შედეგსაც. ITCREATIVES LENOVO
  10. Bill Gates-მა მოაწყო მანქანის დემონსტრირება, რომელმაც შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს მესამე მსოფლიოს ქვეყნებზე. ვიდეოში Bill Gates სვამს წყალს, რომელიც რამოდენიმე წუთის წინ ადამიანის განავალი იყო. ამ დიდი დანადგარის სახელი კი OmniProcessor-ია. https://www.youtube.com/watch?v=bVzppWSIFU0 გარდა იმისა, რომ მოწყობილობა განავალს წყლად აქცევს, ის ასევე გამოიმუშავებს ელექტროენერგიას. დღეში ამ მოწყობილობას 100,000 ადამიანის განავლის გადამუშავება შეეძლება, რომლიდანაც მიიღებენ 86 ტონა სუფთა წყალს და 250 kw ელექტროენერგიას.
  11. ყველას გაინტერესებთ ალბათ, თუ როგორ მზადდება თქვენს კომპიუტერებში არსებული პროცესორები და მათი კრისტალები, რომლებშიც ასობით მილიონი ტრანზისტორია ერთმანეთთან დაკავშირებული. ეს სტატია ეფუძნება Intel-ის საიტზე გავრცელებულ დოკუმენტაციას და აღწერს პროცესორის წარმოების უმთავრეს ფაზებს, კონკრეტულად კი Nehalem არქიტექტურის წარმოებას. ქვიშა... სილიციუმის 25%-იანი შემადგენლობით, არის დედამიწაზე ჟანგბადის შემდეგ ყველაზე გავრცელებული ელემენტი. ქვიშა, განსაკუთრებით კი კვარცი შეიცავს დიდი რაოდენობით სილიციუმს, სილიციუმის დიოქსიდის სახით რაც არის ბაზური ინგრედიენტი ნახევრადგამტარების საწარმოებლად. ქვიშის მოპოვების შემდეგ, ხდება სილიციუმის გაწმენდა სხვა ნივთიერებებისგან. გაწმენდა მიმდინარეობს რამდენიმე ეტაპად, მანამ სანამ არ მიიღწევა საკმარისი ხარისხის სილიციუმი ნახევრადგამტარების საწარმოებლად - მას ეძახიან ნახევრადგამტარ სისუფთავის სილიციუმს. ასეთ დამუშავებულ სილიციუმის მილიარდ სილიციუმის ატომეზე მოდის მხოლოდ ერთი უცხო ატომი. გაწმენდის ფაზის შემდეგ იწყება გადნობის ფაზა, გამდნარი სილიციუმისგან მიღებულ მასას ეძახიან მონო კრისტალურ ზოდს. მონო კრისტალური ზოდის დიამეტრი არის 300mm, რაც დაახლოებით 12 ინჩია, მისი სიმძიმე კი 100კგ-ა (=220 პაუნდი) იგი 99.9999%-ით სილიციუმისგან შედგება. მიღებული სილიციუმის ზოდი (300მმ /12 ინჩი) იჭერება სპეციალური ხერხით ფენებად, რომლებსაც ვაფლები ეწოდება (wafers). დაჭრის შემდეგ ვაფლები პრიალდება მანამ, სანამ მათ არ ექნებათ სარკისებრი ზედაპირი. ინტელი ყიდულობს გამზადებულ ვაფლებს სხვა კომპანიისგან. 45nm High-K/Metal ტექნოლოგიის გამო ინტელი იყენებს 300მმ დიამეტრის ვაფლებს. როდესაც ინტელმა დაიწყო ჩიპების წარმოება, იგი იყენებდა 50mm ვაფლებს. 300მმ ვაფლები კი იძლება წარმოების თანხის დაზოგვის საშუალებას. ლურჯი სითხე ესმევა ვაფლს, რომელიც ტრიალებს ამ პროცესის დროს, რათა სითხე თანაბრად განაწილდეს ზედაპირზე და ამავდროულად იყოს ძალიან თხელი და ძალიან პრიალა. ეს სითხე ქმნის ფოტორეზისტულ შრეს, ეს თითქმის იგივენაირია, რაც გამოიყენება ფოტოფირებში. ამის შემდეგ ვაფლს ფოტორეზისტულ შრესთან ერთად ასხივებენ ულტრაიისფერ შუქს. ქიმიური რეაქცია, რომელიც ხდება შრეზე ულტრაიისფერი შუქის ზემოქმედებით, ძალიან ჰგაქვს რეაქციას ფოტოფირზე მომხდარი რეაქციისა, რომელიც ხდება კამერაზე ღილაკის დაჭერის შემდეგ. ფოტორეზისტული მატერიალის ის ადგილები, რომლებზეც მოხვდება ულტრაიისფერი შუქი, გამოსხივების შემდეგ ხდებიან ხსნადები. ვაფლის ადგილების დასხივება ხდება სპეციალური მასკის საშუალებით. ულტრაიისფერი გამოსხივებით მასკები ქმნიან ჩიპის სხვადასხვა სტრუქტურულ ადგილს. პროცესორის შექმნის დროს ეს ეტაპი მეორდება რამდენიმეჯერ შრეების ერთმანეთზე დადებისას. ლინზა, რომელიც მასკისა და ვაფლის შუაშია ახდენს ულტრაიისფერი გამოსხივების ერთ ადგილზე ფოკუსირებას, რის შემდეგაც შრეზე გამოსახული ანაბეჭდი არის მასკაზე 4-ჯერ პატარა. თითო ასეთი ვაფლიდან ათასი პროცესორი შეიძლება გაკეთდეს. ტრანზისტორი მუშაობს როგორც გადამრთველი, რომელიც მართავს ელექტრონულ მუხტის ნაკადს პროცესორში. ინტელის ინჟინრებმა შემქნეს ისეთი პატარა ტრანზისტორები, რომ ნემსის წვერზე შეიძლება დაეტიოს 30 მილიონი ტრანზისტორი! ულტრაიისფერი დასხივების შემდეგ ლურჯი შრის ის ნაწილები, რომლებზეც სხივი დაეცა მთლიანად იხსნებიან სპეციალური სითხის მეშვეობით. ბოლოში კი რჩება მასკით დაფარული შრის ადგილები და აქედან იწყება ტრანზისტორების, მათი მაკავშირებლების და პროცესორის სხვა ელექტრული ჯაჭვების კეთება. ფოტორეზისტული შრე იცავს ვაფლის იმ ადგილებს, რომლებსაც არ უნდა მოხვდეთ ქიმიკატები, ხოლო დარჩენილ ადგილებს ხვდებათ ქიმიკატები, რის შედეგადაც დაუფარავი ვაფლის ნაწილი ირეცხება. ქიმიკატებით გრავირების შემდგომ ეტაპზე ხდება ლურჯი ფოტორეზისტული შრის მოშორება. რის შემდეგადაც რჩება საჭირო ფორმა. ამის შემდეგ ახლიდან ედება ფოტორეზისტული ლურჯი ფენა ვაფლს, და ახლიდან ხდება მასკის მეშვეობით ულტრაიისფერი დასხივება. შემდეგ ფოტორეზისტული შრე კიდევ ირეცხება და იწყება ახალი ეტაპი, რომელიც იონის იმპლანტაციაა. ამ ეტაპზე ვაფლის ზოგიერთი ადგილი ივსება იონებით, რის შედეგადაც სილიციუმი იცვლის თავის ფიზიკურ თვისებებს და აძლევს პროცესორს საშუალებას მართოს ელექტრული მუხტის ნაკადები. იონების ჩაშენების დროს, სილიციუმის ვაფლის ღია ადგილები იბომბება იონებით. იონები იჭრებიან სილიციუმში და მაშინ ხდება სილიციუმის გამტარობის შეცვლა. იონები ვაფლს ხვდებიან ძალიან დიდი სიჩქარით, ელექტრული ველი იონებს ასწრაფებს 300 000 კმ/ს-მდე! იონების იმპლანტაციის შემდეგ ფოტორეზისტული შრე ცილდება და მატერიალი, რომელზეც მოხდა იონის იმპლანტაცია (მწვანე) აქვს უცხო ატომები. ტრანზისტორი უფრო და უფრო უახლოვდება დასრულებულ სახეს, ტრანზისტორზე წასმულ ინსულაციის შრეზე (იისფერი) კეთდება სამი ნახვრეტი, რომლებშიც იქნება გატარებული სპილეძი, რითაც ტრანზისტორები დაუკავშირდებიან ერთმანეთს. ამ ეტაპზე ვაფლებს უშვებენ სპილენძის სულფატში. სპილენძის იონები ჯდებიან ტრანზისტორზე პროცესით, რომელსაც Electroplating ქვია. სპილენძის იონები გადიან დადებითი ელექტროდიდან (ანოდი) ნეგატიური ელექტროდისკენ (კათოდი), რომელიც არის ჩვენი ვაფლი. სპილენძი იონები ედებიან ვაფლის ზედაპირს თხელი შრის სახით. ამის შემდეგ ხდება გაპრიალება და ზედმეტი სპილენძი შორდება ზედაპირს. მეტალის წასმა ხდება რამდენიმე ეტაპად, რაც საშუალებას იძლევა სხვადასხვა ტრანზისტორის დაკავშირებისა (შეიძლება შევადაროთ მავთულების შეერთებას). ასეთი შეერთებების გადანაწილებით ხდება პროცესორის არქიტექტურის შექმნა, ეს უკვე შემქმნელების ჯგუფზეა დამოკიდებული, გააჩნია რომელი ჯგუფი რომელ პროცესორს აკეთებს (მაგალითად Intel Core i7). იმის მიუხედავად, რომ პროცესორი ძალიან თხელი ჩანს, იგი შეიძლება შედგებოდეს 20-ზე მეტი შრისგან. თუ თქვენ კარგად დააკვირდებით ჩიპის გადიდებულ სურათს, აღმოაჩენთ ძალიან რთულ შეერთებების და ტრანზისტორების სისტემას, რაც ძალიან ჰგავს ფუტურისტულ მრავალშრიან ტრასის სისტემას. გამზადებული ვაფლის ნაწილი გადის ფუნქციონალობის პირველ ტესტს. ამ ეტაპზე სატესტო სინჯებს აკეთებენ ყველა ჩიპზე, რის შედეგადაც ფასდება ჩიპის სიგნალები და ხდება ამ სიგნალების შედარება სწორ სიგნალებთან. მას შემდეგ, რაც გაირკვევა, რომ ვაფლი შედგება საკმარისი მუშა ჩიპებისგან, იგი იჭრება ნაწილებად (კრისტალებად). კრისტალები, რომლებმაც გაიარეს ტესტები, გადავლენ შეფუთვის შემდეგ ეტაპზე, ცუდი კრისტალები წუნდებულ კრისტალებს უერთდებიან. რამდენიმე წლის წინ ინტელმა გამოუშვა ბრელოკები გაფუჭებული კრისტალებით. პროცესორის PCB, კრისტალი და სითბოს გადამანაწილებელს აერთებენ პროცესორის დასრულებული სახის მისაღებად. მწვანე PCB უზრუნველყოფს მექანიკურ და ელეკტრონულ ინტერფეისს პროცესორისთვის. ხოლო სითბოს გადამანაწილებელი მეტალი პროცესორის ქულერთან ერთად აგრილებს კრისტალს. მიკროპროცესორს შეიძლება დავარქვათ დედამიწაზე ყველაზე რთული საწარმოო პროდუქტი. ფაქტიურად წარმოება ხდება რამდენიმე ასეული ნაბიჯით, მაგრამ ამ სტატიაში მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯია აღწერილი. ფინალური ტესტის დროს, პროცესორები მოწმდებიან მთავარ მახასიათებლებზე მათ შორისაა სითბოგამტარობა და მაქსიმალური სიხშირე. ტესტების შემდეგ პროცესორები ნაწილდებიან სხვადასხვა დაფებზე, ინგლისურად ამ ეტაპს binning ეწოდება. ამ ეტაპზე ირკვევა პროცესორის სტოკ სიხშირე და ხდება მათი მარკირება, რის შემდეგაც პროცესორები იყიდება სხვადასხვა სპეციფიკაციებით. გამზადებული და გატესტილი პროცესორები იყიდება ან ყუთებით სისტემების ამწყობთათვის, ანდა მაღაზიებისთვის OEM შეფუთვით. წყარო: Navigator.GE ვიდეო: http://youtu.be/EMOFdYQNBwY
  12. როგორ ავარჩიოთ ნოუთბუქი დღეს პერსონალური კომპიუტერის არჩევასთან შედარებით ნოუთბუქის არჩევა გაცილებით რთულია. მოდელების უდიდესმა ასორტიმენტმა, შემადგენლობითი და მოცულობითი შესაძლებლობების ნაირსახეობამ შეიძლება გამოცდილი მომხმარებელიც კი შეიყვანოს შეცდომაში. ამიტომაც სანამ შეუდგებით თქვენს არცთუ ისე მარტივ არჩევანს, გირჩევთ ჩემოყალიბდეთ, კონკრეტულად რისთვის და რა სახის დავალებების განსახორციელებლად გჭირდებათ ის. საოჯახო ვარიანტი თანამედროვე ნოუთბუქების შემადგენლობა იძლევა საშუალებას პერსონალური კომპიუტერები ნოუთბუქით ჩავანაცვლოთ. პლიუსები უდაოა: საჭიროების შემთხვევაში გაცილებით მოსახერხებელია ნოუთბუქის ოთახიდან ოთახში გატანა, იკავებს ნაკლებ ადგილს და თუკი აგარაკზე მიდიხართ, მაშინ ის იკავებს ძალიან მცირე ადგილს თქვენი მანქანის უკანა სავარძელზე. გსურთ გამოიყენოთ ნოუთბუქი სახლში? ამოირჩიეთ ნოუთბუქი დიდი დიაგონალის მქონე ეკრანით და ფორმატით 16:9 რომ თქვენთვის იყოს მოსახერხებელი და კომფორტული HD ფილმების ხარისხიანად ნახვა და არ დაგავიწყდეთ Blue-Ray-ს შესახებაც. თანაბარი შესაძლებლობებისას, ყურადღება მიაქციეთ მყარი დისკის მოცულობას, რომ მასში შესაძლებელი იყოს ყველა თქვენი ფოტოს და ვიდეოს მოთავსება. თქვენ დაგჭირდებათ ასევე მაღალი დონის ვიდეო-დაფა. ყურადღება მიაქციეთ გარე პორტებსაც, ურიგო არ იქნება მულტიმედიური მოწყობილობების ნოუთბუქთან მიერთება HDMI პორტის საშუალებით, რისი მეშვეობითაც შესაძლებელია როგორც ვიდეო ასევე ხმის მაღალხარისხიანი სიგნალის გამოშვება. ე.ი თქვენ შეძლებთ, რომ ნოუთბუქთან მიაერთოთ არა მხოლოდ ტელევიზორი, არამედ საოჯახო კინოთეატრიც, ასევე შეძლებთ თავიდან აირიდოთ მავთულების მთელი რიგი ხლართები, რომლებიც გადაადგილებისას დისკომფორტს ქმნის. გარდა ამისა, ტელევიზორისა და სხვა საშინაო ვიდეო-ტექნიკის მისაერთებლად თქვენ შეიძლება გამოგადგეთ S-Video პორტი და შედარებით თანამედროვე და ხარისხიანი DVI ან VGA, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალხარისხიან ციფრულ და ანალოგურ ვიდეო გამოსახულების გადაცემას, შესაბამისი გამომსვლელი პორტებიდან. ნოუთბუქი სტუდენტისთვის - ნეთბუქი იდეალური არჩევნის გასაკეთებლად, სტუდენტს ან მოგზაურს სჭირდება პატარა ზომის და მსუბუქი ნოუთბუქი, იმისთვის, რომ ადვილი იყოს მისი ტარება. აქ თქვენ დაგჭირდებათ პორტი USB ფლეშ-ბარათისათვის, იმისთვის რომ შესაძლებელი იყოს საჭირო ინფორმაციის მეგობრებისათვის მარტივად და დროულად გაზიარება. კარგი იქნება დიდი მოცულობის მყარი დისკი მუსიკის შესანახად. რომ შეძლოთ, ინტერნეტით სარგებლობა ნებისმიერ ადგილზე, სადაც WI-FI - ის მოქმედების ზონაა, აარჩიეთ ნეთბუქი Wi-Fi 802.11n მოდულით. ნეთბუქების ერთ-ერთი დამახასიათებელი და საჭირო ფუნქციაა ჩამოტაჟებული მიკროფონი და ვებ-კამერა მეგობრებთან საკონტაქტოდ თუ ვიდეო კონფერენციის მოსაწყობათ. ბიზნეს მოდელი - საქმიანი ადამიანებისთვის ასეთი ნოუთბუქი საჭიროა პრეზენტაციების წარსადგენად, მივლინებებისა და საქმიან პარტნიორებთან ოფისში ვიზიტებისთვის. პირველი, რასაც უნდა მიექცეს ყურადღება ამ მოდელის არჩევამდე - ვიზუალური მხარე და წონაა. თქვენ დაგჭირდებათ ნამდვილად კარგი დიზაინის მქონე ნოუთბუქი, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენს სტატუსს და ამასთან ერთად, ასეთი ნოუთბუქი არ უნდა იწონიდეს 3 კგ-ზე მეტს. აირჩიეთ მოდელი 2 გბ-ზე არანაკლები მეხსიერებით. ასევე თქვენ დაგჭირდებათ დიდი ეკრანი და ინტერნეტის საშუალებები, ყველაზე მცირე Wi-Fi ფუნქცია, უკეთესია Wi-Max-ი, რომელსაც უფრო დიდი დაფარვის რადიუსი აქვს ვიდრე Wi-Fi - ს და ასევე იგი ინფორმაციის უფრო სწრაფი გადაცემით სარგებლობს. სათამაშო ვერსია გეიმერებისათვის მნიშვნელოვანი მახასიათებელია ვიდეო გამოსახულების და ხმის ხარისხი. ამიტომაც მათთვის მისაღებია ნოუთბუქი - 2 ან 4 ბირთვიანი (Core) პროცესორითა და 4 ან უკეთეს შემთხვევაში 8 გბ ოპერატიული მეხსიერებით. დიდი მოცულობის მყარი დისკი კი თქვენ დაგჭირდებათ თანამედროვე თამაშების ინსტალაციისთვის. ეკრანი უკეთესია იყოს 17 და უფრო მეტი დიუმის დიაგონალის, იმისთვის რომ თქვენ შეძლოთ და ნახოთ თამაშის ყველა დეტალი სრულყოფილად. საუკეთესო ვარიანტია - თუ გაქვთ 2 ვიდეო-დაფა და SLI ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც ნებას რთავს ორ ვიდეო-დაფას იმუშაონ ერთდროულად. მეხსიერების მინიმალური მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 512 მეგაბაიტისა. შეარჩიეთ ისეთი ვიდეო დაფა, რომელიც შეიცავს DirectX 10 - მხარდაჭერას. თანამედროვე ვარიანტისთვის უკეთესია DirectX 11. პროცესორი და ოპერატიული მეხსიერება ეს თქვენი ნოუთბუქის გულია, საიდანაც ხდება სხვადასხვა პროცესების მართვა. პროცესორის სიმძლავრესა და ოპერატიული მეხსიერების მოცულობაზეა დამოკიდებული თქვენი ნოუთბუქის წარმადობა, თუ რამდენად სწრაფად შეგიძლიათ იმუშავოთ ერთდროულად ორ ან რამდენიმე პროგრამაში. ასევე თქვენ შეძლებთ უფრო სწრაფად ჩაწეროთ ან გადაწეროთ ინფორმაცია. ნოუთბუქის წარმადობა (პროდუქტიულობა) - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარეა მისი ტექნიკური მხარის დახასიათებისას. პროცესორის ძირითადი დამახასიათებლებია: ბირთვების რაოდენობა, ქეშ-მეხსიერება და ელექტროენერგიის მოხმარება. პირველი, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება ეს ბირთვების რაოდენობაა. წესი მარტივია- რაც მეტი ბირთვია, მით მეტია ნოუთბუქის წარმადობა და მით უფრო სწრაფად იმუშავებს იგი. დაბალი სიმძლავრის ნოუთბუქი აწყობილია ერთბვირთვიანი პროცესორის ბაზაზე და გათვლილია საოფისე სამუშაოების შესასრულებლად, ტექსტებზე სამუშაოდ, ინტერნეტით სარგებლობისა და ვიდეოს საყურებლად. ხოლო თუ ჩვენ გვინდა ნოუთბუქი თამაშებისთვის, ვიდეო თუ გრაფიკული სამუშაობის შესასრულებლად, მაშინ დაგვჭირდება ორი ან 4 ბირთვიანი პროცესორი. პროცესორის ქეშ-მეხსიერება შეიძლება იყოს პირველი და მეორე დონის - L1 და L2. რაც მაღალია დონე - მით მეტია პროცესორის წარმადობა. ყოველდღიური მუშაობისას თქვენ უდაოდ შეამჩნევთ, თუ რამდენად ხურდება პროცესორი და რამდენად ხმაურობს გამაგრილებელი სისტემა. პროცესორის რომელ მწარმოებელს აირჩევთ ეს არაა ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან დღეს Intel - ი და AMD ერთნაირად ხარისხიან პროდუქტს აწარმოებენ. თანამედროვე ნოუთბუქები იყენებენ ოპერტიულ მეხსიერებას 1 გბ-დან. ეს საკმარისია ფილმების სანახავად, საოფისე სამუშაობის შესასრულებლად და ინტერნეტისთვის. მაგრამ, როგორც კი თქვენ გადაწყვეტთ გაუშვათ დავალებები, რომლებიც უფრო მეტ რესურსს მოითხოვს, მაშინვე იგრძნობთ თუ როგორ შეანელებს კომპიუტერი მუშაობას. ამიტომაც თუკი თქვენ აპირებთ ფოტოების დამუშავებას, გრაფიკული სამუშაოების შესრულებას, მიაქციეთ ყურადღება ნოუთბუქის მოდელს 2 ან 4გბ მეხსიერებით. თუ თქვენ გიტაცებთ ექსპერიმენტები და სიახლის შემეცნება, აირჩიეთ ნოუთბუქი გაუმჯობესებული ოპერატიული მეხსიერებით 4გბ-დან 8გბ-მდე. მყარი დისკის მოცულობა მყარი დისკის მოცულობაზეა დამოკიდებული თუ რამდენად მეტი მასალის - ფილმების, ფოტოების, მუსიკალური კოლექციის შენახვას შესძლებთ თქვენს ნოუთბუქში. რა თქმა უნდა, დღეს შესაძლებელია იყიდოთ ნებისნიერი სიდიდის გარე ვინჩესტერი, მაგრამ ნოუთბუქში ხომ სწორედ მისი მობილურობა (კომპაქტურობა) ფასდება ასე, რომ თავიდანვე მოიფიქრეთ - შესძლებთ და მოისურვებთ კი თან ატაროთ დამატებითი აქსესუარები. დღეისათვის ყველაზე მაღალფასიან მოდელებში უკვე არის მყარი დისკები 160 გბ-დან ზემოთ. ასეთი მოცულობა თქვენ გეყოფათ საოფისე პირობებში სამუშაოდ. თუ თქვენ იყენებთ ნოუთბუქს მხოლოდ ინტერნეტში სამოგზაუროდ და მეგობრებთან ურთიერთობისთვის თქვენთვის მისაღებია მინი-ვარიანტი, ასეთ ნოუთბუქებში მყარი დისკის მოცულობა 60-80 გბ-ია. გრაფიკული თუ ანიმაციური სამუშაოების შესასრულებლად რეკომენდებულია მყარი დისკი 320 გბ-დან ზემოთ. ვიდეო- დაფა ნოუთბუქისთვის გრაფიკული სისტემის არჩევა დამოკიდებულია დავალებებზე, რომელთა გადაწყვეტასაც მისი მეშვეობით აპირებთ. ყველა ნოუთბუქი იყოფა 2 დიდ ჯგუფად: ინტეგრირებული და არაინტეგრირებული ვიდეო-დაფით. ნოუთბუქები, რომლებშიც ინტერგრირებულია ვიდო-დაფა განკუთვნილნი არიან საოფისე სამუშაოებისთვის, ტექსტური დოკუმენტების შესადგენად, ინტერნეტში სამოგზაუროდ და მეგობრებთან საკონტაქტოდ. ეს სისტემა თავისი სამუშაოს შესასრულებლად ოპერატიული მეხსიერების და მიკროპროცესორის რესურსებს იყენებს. ასეთი მოწყობილობა გამოსადეგია სტუდენტებისთვის, მენეჯერებისა და სკოლის მოსწავლეთათვის. ინტეგრირებული ვიდეო-დაფა ასევე მობილურ ნოუთბუქებშიც გამოიყენება, ადგილისა და წონის შემცირების მიზნით. გრაფიკული სამუშაოებისთვის, ვიდეოების ხარისხიანად ყურებისთვის ან ფოტოების დასამუშავებლად თქვენ დაგჭირდებათ განცალკევებული ანუ იგივე არაინტეგრირებული ვიდეო-დაფა. ინტეგრირებული ვიდეო -დაფებისგან განსხვავებით მას აქვს საკუთარი მეხსიერება და გრაფიკული პროცესორი. ვიდეო-დაფები შეიძლება იყოს NVIDIA ან ATI კომპანიების გამოშვება. ამ შემთხვევაში თქვენი ნოუთბუქი შეძლებს ფილმების ხარისხიან ჩვენებას, დეტალების გამოკვეთას და ფერების რეალურ აღქმას, ასევე თამაშისას გამოსახულებების სწრაფ ცვლას. ეკრანი და კლავიატურა იმის მიუხედავად, რომ ნოუთბუქი მობილური მოწყობილობაა, ყველა მოდელი არაა მოსახერხებელი და კომფორტული სატარებლად. რა თქმა უნდა, უკეთესია ის თავსდებოდეს ჩანთაში, მაგრამ მობილურობა ასევე ნიშნავს ეკრანის არც ისე დიდ დიაგონალს, რომელზეც ნაკლებად მოსახერხებელია ფილმების ყურება. როგორ შევარჩიოთ იდეალური ვარიანტი? რა თქმა უნდა, თქვენ უკვე ჩამოყალიბდით თუ რისთვის გჭირდებათ ნოუთბუქი, სწორედ ამაზეა დამოკიდებული აირჩევთ ნოუთბუქს 4-5 კგ-ის მოცულობით, დიდი ეკრანით თუ ნოუთბუქს, რომელიც იწონის არაუმეტეს 1 კგ-ს. სტუდენტებმა და ფეხით სიარულის მოყვარულებმა ყურაღება უნდა გაამახვილონ ყველაზე მსუბუქ ნოუთბუქზე. მონიტორის დიაგონალი ასეთ ნოუთბუქებში იწყება 8.9 დიუმიდან, ეს საკმარისია ტექსტთან სამუშაოდ, ინტერნეტში მოგზაურობისა და ფოტოების დასამუშავებლად. მიაქციეთ ყურადღება ეკრანის ტიპს, რომელიც შეიძლება იყოს როგორც გარემოს ამრეკლი (Glare) ან პირიქით, შეეძლოს გარემოდან მოხვედრილი გამოსახულების უგულებელყოფა (Anti Glare). ყველაზე დიდ მონიტორს ნოუთბუქებში, რომლებიც შექმნილია სახლის პერსონალური კომპიუტერის ჩასანაცვლებლად, გააჩნიათ 17 ან 18 დიუმის სიდიდის მონიტორი, რომელიც კომფორტულია ფილმების საყურებლად და კომპიუტერული თამაშებისთვის. სტანდარტული ზომის მონიტორის მახასიათებელია 15.6 ინჩი, გარჩევადობით 1366x768. კინომანებისთვის უმჯობესია HD მონიტორები ფორმატით 16:9. ასეთი პროპორცია შემთხვევით არაა შერჩეულია. როდესაც თქვენ უყურებთ კინოს, ნებისმიერ მონიტორზე ეკრანის კუთხეში ჩნდება შავი ხაზები. HD მონიტორი მოგცემთ საშუალებას უყუროთ ფილმებს ხარვეზების გარეშე, უფრო დიდი გაშლითი კუთხით და მოცულობით. თითქოს თქვენ იმყოფებით კინოთეატრში. საჭიროა ცოტა რამ კლავიატურაზეც ვთქვათ. ირჩევთ რა ნოუთბუქს, აუცილებლად სცადეთ ტექსტის აკრეფა იმ მოდელზე, რომელიც თქვენ მოგეწონათ. სრული სიდიდის კლავიატურები სტანდარტული ინტერვალებით კლავიშებს შორის, გამოიყენება ნოუთბუქებში, რომელიც განკუთვნილია სახლისთვის და ბიზნეს საქმიანობისთვის. იყავით მზად იმისთვის, რომ კომპაქტური კლავიატურის გამოყენებისას თქვენ მოგიწევთ მასთან შეგუება და ტექსტის აკრეფის სიჩქარე შედარებით დაბალი იქნება. იმ ადამიანებმა, რომლებიც ხშირად მუშაობთ ბუღალტრულ პროგრამებში, უპირატეოსობა მიანიჭეთ კლავიატურაზე მარჯვნივ განთავსებულ ციფრთა განლაგებას. ისინი ხელს შეგიწყობენ ცხრილში ციფრების სწარაფად შეყვანაში. ქსელური შესაძლებლობები ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობა ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან მეგობრებთან დაკავშირება, ნებისმიერი ნოუთბუქის მთავარი მახასიათებელია. დღეს ნებისმიერი კლასის ნოუთბუქი იყენებს Wi-Fi-ს. ქალაქში ეს ქსელი გავრცელებულია კაფეებში, ბარებში თუ სხვადსახვა საზოგადოებრივ ადგილებში ინტერნეტით სარგებლობისთვის. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ზოგიერთ კაფესა და სწრაფი კვების ობიექტებში Wi-Fi -ის გამოყენება შესაძლებელია სრულიად უსასყიდლოდ ან ძალიან მიზერული გადასახადით. ამიტომაც ნოუთბუქის მფლობელი ყოველთვის იპოვის ადგილს, სადაც შესძლებს ჭიქა ყავის მირთმევასა და ინტენეტით სარგებლობასაც. კიდევ ერთი საასრგებლო ფუნქცია ნოუთბუქში - ბლუთუსი. მისი საშუალებით თქვენ შეგიძლიათ სწრაფად შეხვიდეთ ინტერნეტში მობილური ტელეფონიდან, გააკეთოთ კონტაქტების სინქრონირება, გადაიტანოთ ფოტო ან ვიდეო მობილურში ან მეგობრის კომპიუტერში. ბატარეა რამდენად დიდხანს შესძლებთ მუშაობას დამუხტვის გარეშე - მნიშვნელოვანი ფაქტორია ნოუთბუქის არჩევისას. თქვენ უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ ყველაზე შეუფერებელ მომენტში თქვენ არ მოგიწევთ ქალაქში სირბილი ნოუთბუქის დასამუხტი ადგილის საძებნად. ბატარეების მოქმედების დრო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ბევრს მოძრაობენ ნოუთბუქით ქალაქში და ხშირად დადიან მივლინებებში. სტანდარტული დრო ბატარეების მოქმედებისა არის 2-2.5 საათი. ეს სავსებით საკმარისია სახლის ნოუთბუქისთვის, რომელსაც თქვენ ოთახიდან ოთახში გადააადგილებთ ხოლმე. ბატარეის სიმძლავრე mAh (მილიამპერი) ერთეულით გამოისახება. რაც უფრო დიდი ეს ერთეული (1200, 1500, 3200, 4400 mAh და ა.შ) მით უფრო დიდია ბატარიის მუშაობის რესურსი. ამჟამად გამოსულია Lithium-Ion და Li-Polimer ტიპის ელემენტები. დამატებითი ფუნქციები ძირითადი პარამეტრების გაძლიერების გარდა, როგორებიცაა პროცესორის სიძლიერე, მეხსიერების ბარათის, მყარი დისკის და ეკრანის მოცულობა, ნოუთბუქის შეძენისას არ დაგავიწყდეთ ყურადღება მიაქციოთ თუ რა სახის სასიამოვნო დანამატებს შეიცავს ის. ვებ-კამერა უკვე ინტეგრირებული მიკროფონით, დღეს, თავისუფლად შეიძლება ნოუთბუქის აუცილებელ დანამატად მივიჩნიოთ. ინტერნეტით ურთიერთობა დღეს გახდა ისეთივე ჩვეულებრივი, როგორც საკუთარი ელ-ფოსტის შემოწმება. განსხვავება მხოლოდ პიქსელების რაოდებობასა და მიკროფონის სიძლიერესა და ხმის ხარისხშია. მის გარე პანელზე მოთავსებული პორტების და სლოტების რაოდენობა ნაწილობრივ განსაზღვრავს ნოუთბუქის ღირებულებას. კარგი იქნება თუ ნოუთბუქს ექნება მეხსიერების ბარათების წამკითხავი და ასევე Express Card სლოტები. ეს უკანასკნელი მომხმარებელს ნებას რთავს ნებისმიერი ადგილიდან ისარგებლოს ინტერნეტით მობილურის სიმ-ბარათის გამოყენებით. რაასაკვირველია საუბარია ისეთ ადგილებზე სადაც ამა თუ იმ მობილური ოპერატორის დაფარვის ზონაა. წყარო ee.ge
  13. განვიხილავ Visual Studio 2010 -ს მაშ ასე, დავიწყოთ: 1. შევქმნათ Access დოკუმენტი და შევინახოთ იგი როგორც ბაზა. როგორც კი გავხსნით Access დოკუმენტს, გადავიდეთ File მენიუში და ავირჩიოთ New, გამოჩნდება შემდეგი რამ: აქ აუცილებლად უნდა ავირჩიოთ ჩვენ შემთხვევაში პირველი Blank database და სახელთან ერთად გაფართოება(ფორმატი) .mdb ამის შემდეგ იხსნება დოკუმენტი და ვაკეთებთ შემდეგნაირად, რათა ადვილად დავამატოთ ჩვენთვის სასურველი ველები ბაზაში... ამ მოქმედების შესრულების შემდეგ გამოვა ფანჯარა, რომელიც მოგვთხოვს სახელს ჩვენი ცხრილისთვის და რასაკვირველია დავარქმევთ რაიმე სახელს ჩვენი სურვილის მიხედვით, შემდეგ გამოვა ასეთი რამ: სადაც შეგვიძლია მივუთითოთ ველები რომლებიც გვჭირდება ბაზაში მონაცემებისთვის, ოღონდ არ დაგავიწყდეთ Primary Key მუდამ აქტიურ რეჟიმზე უნდა იყოს დაყენებული, წინააღმდეგ შემთხვევაში წვდომა არ ექნება ცვლილების განხორციელების დროს ბაზასთან... კვლავ გადავიდეთ File მენიუში და შევინახოთ ყოველივე ეს Save Database As საშუალებით სასურველ ადგილას. 2. Visual Studio-თან დავაკავშიროთ ჩვენი ბაზა. (ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვიყენებ Visual Basic, თუმცაღა მთლიანად სტუდიოში ასე ემატება ბაზა) ამის შემდეგ გავხსნათ Visual Studio , გადავიდეთ Data მენიუში და ავირჩიოთ Add New Data Source, გამოვა ახალი ფანჯარა: სადაც ვუთითებთ Database და შემდეგ Next სანამ არ გამოვა ფანჯარა: აქ ვირჩევთ New Connection და შემდეგ Change-ში ვუთითებთ Microsoft Access Database File შემდეგ Browse -თი ვამატებთ ჩვენ მიერ შექმნილ აქსესის ბაზას და ამ ყველაფერს OK ღილაკით ვადასტურებთ... გამოვა ფანჯარა სადაც მოვნიშნავთ Tables (ცხრილებს) და ბოლოს Finish. ამ ყველაფერს რო გავაკეთებთ, ახლა კვლავ გადავდივართ Data მენიუში სადაც ვუთითებთ Show Data Sources რის შემდეგაც გაჩნდება ახალი ფანჯარა სადაც ჩვენი ცხრილია მოთავსებული: აქედან უკვე ჩვენ შეგვიძლია ამ ყველაფრის გადატანა ფორმაზე მაუსის დახმარებით... (მოვკიდოთ მაუსი Data Sources მენიუში განლაგებულ ობიექტებს და დავიტანოთ ისინი ფორმაზე, ცარიელ ადგილას) P.S გაითვალისწინეთ ის, რომ თუ თქვენ გაქვთ 2010 წლის ოფისი, მაგ შემთხვევაში ჩვენი ბაზა Visual Studio-ში მხოლოდ Net.Framework 3.5 - ზე და მაღალ ვერსიებზე მუშაობს...
  14. odnoklassniki.ru დან სიმღერის გადმოწერა ფასიანია ,უნდა გადავიხადოთ ok ები ,მაგრამ შეგვიძლია გადმოვწეროთ სრულიად უფასოდ ,ეს ადვილია ეს მეთოდი გამოგადგებათ ,რადგან ხშირად ჩვენ საყვარელ სიმღერას არ აწერია სრული სათაური და აწერია რაიმე სხვა ,მაგალითად: ციფრები და ა.შ და მას ვერ მოძებნი სხვა საიტებზე ,ამისათვის დაგვჭირდება ბრაუზერი GOOGLE CHROM.გავხსნათ odnoklassniki.ru GOOGLE CHROME ით ,გავიაროთ ავტორიზაცია .შევიდეთ სიმღგერებში ,დავაჭიროთ F12 ს და გაიხსნება ფანჯარა ,გახსნილ ფანჯარაში დავკლიკოთ network ზე ,შემდეგ დავკლიკოთ სიმღერის, ჩამრთველ ღილაკზე რომ სიმღერა ჩაირთოს ,თქვენ დაინახავთ რომ network ში რაგაც რაგაცეები გამოჩნდება,ესენია გვერდზე მყოფი ფალები (სურათები ,js ფაილები ,სიმღერები და სხვა) . ფაილებში მოძებნეთ ფაილი ტიპით audio/mpeg ,როგორც ამ სურათზეა ნაჩვენები (ფაილი audio/mpeg ყოველთვის იქნება არაუმეტეს ერთისა და ესაა ის სიმღერა რომელიც გაქვთ გაშვებული ) გადმოწერისათვის მიიტანეთ მაუსის ისარი ამ ფაილის სათაურზე(file.go) დაკლიკეთ მარჯვენა ღილაკზე და დაკლიკეთ "open link in new tab" ზე თუ რუსულია მაშინ "открыть ссылку в новом окне" ,ამის შემდეგ გაიხსნება ახალი ფანჯარა ,დახურედ odnoklassniki.ru და დაიწყება გადმოწერა P.S ძალიან გრძლად წერია ვიცი მაგრამ მინდა რომ გასაგები იყოს ყველასთვის,თუ აღმოაჩენთ შეცდომას (თუ სურათი წაიშლება) დამიკავშირდით .კითხვები კომენტარებში
  15. მოცემული ვიდეო გაკვეთილი განკუთვნილია დამწყებთათვის. Web-საიტების შექმნა შეკვეთით და თანხის გამომუშავება შეუძლია ნებისმიერს, მაგრამ საჭიროა საბაზისო ცოდნა რომელიც აუცილებელია. მოცემულ ვიდეოგაკვეთილში თქვენ გაეცნობით ყველა იმ დეტალებს რაც საჭიროა ზემოთ აღნიშნული საქმიანობისათვის, ამასთანავე შეძლებთ იმუშაოთ პრაქტიკულად ნებისმიერი სირთულის საიტთან. ამისათვის სულაც არაა პროგრირების სწავლა და დიდი დროის დახარჯვა. გაეცნობით Joomla!-თან მუშაობას, რომელიც მარტივის კონტენტ მენეჯმენტის სისტემაა და უფასოა. მასალაში შესულია შემდეგი შემადგენლობა: - როგორ შევქმნათ საიტი როცა არ ვიცით პროგრამირება - როგორ ვიპოვოთ კლიენტები - რა დოკუმენტებია მათთან მუშაობისათვის საჭირო - როგორ შევაფასოთ ჩვენი სამუშაო - რა გადასახადებია გადასახდელი და რამდენი. - ბანერების შექმნა რამოდენიმე წუთში - ინტერნეტ რეკლამის ზოგადი მიმოხილვა - Joomla! შაბლონების დიდი ნაკრები Download
×