Jump to content

Search the Community

Showing results for tags '(BIOS)'.



More search options

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • ფორუმი
    • ფორუმი
    • ზოგადი დისკუსიები
    • ტუტორიალი/Tutorial
    • მათემატიკა
    • ბიბლიოთეკა
    • კრიპტოგრაფია
    • კიბერ უსაფრთხოება
    • ელექტროინჟინერია
  • პროგრამები
    • დიზანის & 3D მოდელირება
    • პროგრამები/ software
    • დაცვა
  • Visual Studio
    • Visual Studio
    • C#
    • C და C++
    • ASP.NET/WPF/MVC
    • WCF
    • Quick Basic / Visual Basic
  • Web Development
    • HTML & CSS
    • Bootstrap
    • PHP & MySQL
    • Javascript
    • AngularJS
    • სხვადასხვა
    • SEO
    • ძრავების მიმოხილვა
  • Development
    • JAVA
    • Perl
    • Python
    • ბაზები
    • Other
    • Game Developer
    • მობილურის დეველოპერი
  • IT-Support
    • Unix/Linux
    • MS Windows
    • Apple /MAC
    • Android
    • Network
    • კომპიუტერის არქიტექტურა
  • ყიდვა-გაყიდვა/შეკვეთები
    • ყიდვა-გაყიდვა
    • შეკვეთები

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


AIM


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Jabber


Skype


ლოკაცია


ინტერესები

Found 1 result

  1. Basic Input Output System (BIOS) — შეტანა გამოტანის ძირითადი სისტემა, რომელის აკავშირებს კომპიუტერის აპარატურულ მოწყობილობას ოპერაციულ სისტემასთან (მაგ: Windows). ეს პროგრამა მოქმედებას იწყებს კომპიუტერის ჩართვის დროს და უნდა შეამოწმოს აპარატურული მზად ყოფნა, რათა გაუშვას ოპერაციული სისტემა. ბიოსი ჩაწერილია ქვემოთ მოცემულ პატარა ჩიპში, რომელიც დედაპლატაზეა განთავსებული და ეს მიკრო-სქემა წარმოადგენს მუდმივ მეხსირებას (ROM). ზემოთ მდებარე ჩიპზე არის თავიდანვე ჩაწერილი ბიოსი, მაგრამ მისი წაშლა და ახლის ჩაწერა ანუ განახლება შეგვიძლია. ძველ დედაპლატებზე მისი მოხსნა შეგვიძლია და ახლის ჩაწერა სპეციუალური მოწყობილობით, ხოლო ახალ დედაპლატებზე ის მკრივად არის დამაგრებული და ბიოსის განახლების შემთხვევაში უნდა გვქონდეს შესაბამისი, ვერსიის ბიოსი ოპტიკურ დისკზე. ხშირად ეს დისკი მოყვება დედაპლატას, მაგრამ თუ თქვენსას არ მოყვა, ესეგი უნდა შეხვიდეთ თქვენი დედაპლატის მწარმოებლის საიტზე, მოძებნოთ შესაბამისი ვერსია და გადმოწეროთ. ასეთი ტიპის მიკრო-სქემას Flash ROM ეწოდება. ბიოსი შედგება ორი ნაწილისგან. პირველ ნაწილს აკისრია კომპიუტერის ჩართვის მომენტში დაუკავშირდეს კომპიუტერის ყველა მოწყობილობას და შეამოწმოს მათი მზად ყოფნა მუშაობისთვის, შემდეგ სისტემური დისკის ჩამტვირთავ სექტორს (MBR) გადასცეს კომპიუტერის შემდგომი მართვა. ამ პროცეს ეწოდება POST. ამ მომენტში შავ ფონზე თეთრი ასოებით გამოდის კომპიუტერის ძირითადი მახასიათებლები: ბიოსის ვერსია, პროცესორის ტიპი და პარამეტრები, ოპერატიული მეხსიერების ზომა, სლოტებზე და შეტანა გამოტანის პორტებზე მდებარე ადაპტერებისა და მოწყობილობების პარამეტრები, IDE დისკწამყვანების განლაგება სტატუსის მიხედვით და ასევე ზოგიერთი სხვა ინფორმაციის გამოტანა ხდება ამ მომენტში ეკრანზე. თუ ყველაფერი სწორედ გვაქ შეერთებული და დაკონფიგურებული მაშინ ბიოსი ამის შემდეგ კომპიუტერის მართვას გადასცემს MBR_ს და ოპერაციული სისტემა გაეშვება. თუ არასწორედ გვაქ რაიმე აპარატი შეერთებული დაზიაენბული ანდაც არ გვაქ შეერთებული მაშნ ბიოსი ამის შესახებ გვამცნობებს და კომპიუტერი არ ჩაირთვება. ბიოსის მეორე ნაწილია Setup. მისი ჩართვა შესაძლებელია პოსტის რეჟიმის დროს კლავიტურაზე Delete_ს დაჭერით (ზოგიერთ შემთხვევაში Esc, Ins, Home, F1 ანდაც ეკრანზე გამოტანილი კლავიშების კომბინაციით ) სეტაპი გაგვიხსნის ბიოსის მენიუს ცისფერ ეკრანზე თეთრი წარწერებით. ზოგიერთ ბიოსის ვერსიას სხვა ფერის ეკრანი აქ! მენიუში იქნება კომპიუტერის უამრავი პარამეტრები. რომლებიც ჩვენ შეგვიძლია ჩვენს გემოზე დავაკონფიგუროთ მაგრამ თუ არ ვიცით რა უნდა ვქნათ ბიოსი გადავიყვანოთ რეჟიმზე Default. და შემდეგ გამოსვლისას დავამახსოვრებინოთ კლავიშით F10. ჩვენს მიერ შცვლილი პარამეტრები ინახება დროებით მეხსიერების ჩიპში NVRAM. იმისთვის რომ ბიოსმა იმუშავოს ისე რომ კომპიუტერის გამორთვის შემდეგაც შენახული იყოს ჩვენი მონაცემები ამისთვის მას ეხმარება პატარა ელემენტი, რომელიც მუდმივად აწოდებს ენერგიას ჩიპს და საკმაოდ დიდი ხანი სძლებს მოხმარებისთვის ეს ელემენტი. ასე რომ კომპიუტერის გამორთვის შემდეგ არ დაიკარგება ჩვენი შენახული პარამეტრები. პროგრამა ბიოს წერენ შემდეგი ფირმები Award, AMI, Phoenix და სხვა. მათი ვერსიები ხშირად იცვლება მაგრამ თუ გაიგებთ პროგრამა ბიოსის მთავარ აზრს მაშინ სხვა ვერსიებთან მუშაობა არ გაგიჭირდებათ. ესეც ბიოსის პატარა ზოგადი განმარტება რამდენიმე დღეში შემოგთავაზებთ ერთ-ერთი მოდელის ბიოსის პარამეტრების განმარტებებს! პარამეტრები და განმარტება BIOS ( Basic Input Output System - შეყვანა გამოყვანის საბაზისო/ძირეული სისტემა) წარმოადგენს ინსტრუქციების ნაკრებს, რომელიც ინახება flash ROM-ში. იგი გამოიყენება კომპიუტერის ჩასატვირთად და იმისათვის, რომ ძირეულ ეტაპზე მოხდეს კომპიუტერული აპარატურის დაკონტაქტება. კომპიუტერის ჩართვის შემდეგ BIOS-ი ასრულებს ტესტს, რომელსაც ეძახიან POST-ს (Power On Self Test), ამ დროს თუ თქვენ დააჭერთ სპეციალურად განკუთვნილ კლავიშას (ხშირად ამ კლავიშის როლს ასრულებს ღილაკი Delete, იშვიათია INS, Home და ESC), თქვენ მოხვდებით BIOS setup-ში. სწორედ ამ BIOS setup-ის კონფიგურირებას გთავაზობთ ამ სტატიით. Standard CMOS Setup (CMOS-ის სტანდარტული კონფუგურაცია) BIOS-ის ამ გვერდზე ხდება სტანდარტული მნიშვნელობების დაყენება. ამ გვერდზე ყენდება თარიღი, საათი, რამდენი FDD დისკმდები გვაქვს სისტემაში და რომელ IDE არხზე რა აპარატურა ზის. Advanced BIOS Features (BIOS-ის გაფართოებული მნიშვნელობები) Virus Warning (enabled/disabled ) გაფრთხილება ვირუსზე (ნებადართულია/აკრძალულია) დაუკითხავად აყენია მნიშვნელობა - disabled (აკრძალულია). ეს პუნქტი თვალყურს ადევნებს ჩატვირთვის დროს და ჩატვირთვის შემდეგ ვინჩესტერზე Boot სექტორის ცვლილებას, როგორც წესი ეს ცვლილება ხორციელდება ან ახალი სისტემის ჩაწერისას ან არასანქცირებული ოპერაციის დროს, როცა ანას სისტემა ცვლის გასაგებია, ეს ხდება ინსტალაციის დროს, მაგრამ თუ ინსტალაციას არ ვაკეთებთ და ჩამტვირთავი სექტორი იცვლება ეს საკმაოდ დასაფიქრებელი ფაქტია, თუ აღნიშნული ცვლილება მოხდება კომპიუტერი შეწყვეტს მუშაობას და ეკრანზე გამოვა შესაბამისი ტექსტი, რომელიც გამცნობთ, რომ მოხდა ცვლილება. გაითვალისწინეთ, თუ ამ პუნქტს გადართავთ პოზიციაში enabled, მაშინ ნუ დაიზარებთ და სისტემის ინსტალაციის დროს ეს პარამეტრი შეცვალეთ disabled-ზე, პუნქტი აჩქარებს Power On Self Test (POST) -ის გავლას კომპიუტერის კვების ჩართვის დროს. თუ მნიშვნელობა დაყენებულია enabled, მაშინ BIOS-ი შეამცირებს ან გამოტოვებს ზოგიერთი POST პარამეტრის ტესტირებას. მაგალითად ავტომატურად BIOS-ი მეხსიერებას ამოწმებს 3-ჯერ და შედარებით ნელა. ეს სტანდარტული პროცედურაა რათა შემოწმდეს მეხსიერების ყოველი ბლოკი, როდესაც ამ პუნქტს მითითებული აქვს პარამეტრი enabled, მაშინ BIOS-ი მეხსიერებას მხოლოდ ერთხელ შეამოწმებს და შედარებით ჩქარა, ეს რა თქმა უნდა დროის ეკონომიას იძლევა, მაგრამ ამ შემთხვევაში მეხსიერება სრულ ტესტს არ გადის, აღირიცხება მხოლოდ მისი რაოდენობა. First/Second/Third Boot Device პირველადი/მეორეული/ და მესამე ჩამტვირთავი მოწყობილობები ეს კატეგორია განიხილავს თუ რომელი მოწყობილობა იქნება კომპიუტერის მიერ განსაზღვრული ოპერაციული სისტემის ჩამტვირთავად. მოწყობილობების სიაში შედის ფლოპი (FDD), ვინჩესტერი (HDD), SCSI, CDROM და LS/ZIP. თქვენ უნდა ამოირჩიოთ თუ რომელი იქნება პირველი ჩამტვირთავი მოწყობილობა, რომელი იქება მეორეული თუ პირველი ჩამტვირთავი მოწყობილობა არ შეიცავს ოპერაციული სისტემის ჩამტვირთავ სექტორს და ასე შემდეგ. Swap Floppy Drive ( enabled/disabled ) ფლოპი დისკმდების სახელის შეცვლა (ნებადართულია/აკრძალულია) ეს პუნქტი იძლევა საშუალებას გადაერქვას სახელი А: დისკმდებს В:-ზე და პირიქით. სახელების შეცვლა შესაძლებელია კორპუსის გახსნისა და დისკმდების გადაერთების გარეშე. დაუკითხავად ეს პუნქტი აყენია მნიშვნელობაზე - disabled. Boot Up Floppy Seek ( enabled/disabled ) დისკმდების მოძიება გადამოწმება ჩართვისას (ნებადართულია/აკრძალულია) BIOS-ი POST-ის შემოწმებისას ამოწმებს, მიერთებულია თუ არა სისტემაზე ფლოპი დისკმდები, და რამდენ ბილიკს აღითქვავს იგი 40-ს თუ 80-ს. ძველებური დისკეტები იტევდნენ მხოლოდ 360კბ-ს და ქონდათ მხოლოდ 40 ბილიკი, ხოლო 760კბ, 1.2მბ და 1.44მბ დისკეტები შეიცავენ - 80 ბილიკს. თუ ამ პუნქტს აკრძალავთ, ჩატვირთვისას აღარ გაიგებთ დისკმდების ზუზუნს და 2-დამ 5-წამამდე დროის ეკონომიას. Boot Up Numlock Status ( on/off ) ინდიკატორ NumLock-ის მდგომარეობა კომპიუტერის ჩართვის შემდეგ ( ჩართულია/გამორთულია) ეს პირადი აზრით ამოირჩევა და არანაირ ცვლილებას არ იწვევს, (on) ან (off) იწვვევს NumLock-ის ჩართვას ან გამორთვას, გააჩნია იყენებთ დამატებით კლავიატურაზე ისრებს თუ ციფრებს. Typematic Rate Setting ( enabled/disabled ) კლავიატურის ავტოგამეორების კონფიგურირება (ნებადართულია/აკრძალულია) ასოების ავტომატურად გამეორება განისაზღვრება კლავიატურის კონტროლერით. აქ თქვენი სურვილით შეგიძლიათ ამოირჩიოთ რამდენხანში იყოს შესაძლებელი გამეორება კლავიშის დაჭერისას, ანუ თუ კლავიშას აჭერთ რამდენად ჩქარა მოხდეს იგივე სიმბოლოს გამეორება ხელის აუღებლად გირჩევდით მნიშვნელობებს 32/500 ეს ყველაზე ჩქარ რეზულტატს იძლევა. Security Option ( system/setup ) უსაფრთხოების ოფცია (დაცულია სისტემა/დაცულია setup-ი) ეს კატეგორია განსაზღვრავს კომპიუტერზე პაროლის დადებისას, მოხდეს მისი გადამოწმება სისტემის ჩართვისას, აქ იგულისხმება კომპიუტერის ჩართვა და არა ოპერაციული სისტემის ჩართვა/გაშვება, თუ BIOS-ში შესვლისას. OS/2 Onboard Memory >64M ( Non-OS2/OS2 ) გამოიყენოს OS/2-მა 64მბ-ზე მეტი ოპერატიული მეხსიერება (Non-OS2/OS2) საშუალებას აძლევს ოპერაციულ სისტემა OS/2-ს გამოიყენოს ან არ გამოიყენოს 64 მეგაბაიტზე მეტი ოპერატიული მეხსიერება. დაუკითხავად აყენია მნიშვნელობა Non-OS2 და OS2. დააყენეთ OS2, თუ რა თქმა უნდა იყენებთ 64 მეგაბაიტზე მეტს ოპერაციულ სისტემა OS/2-თან მუშაობისას, თუ საერთოდ არ გსმენიათ რა სისტემაა OS/2 მაშინ დააყენეთ მნიშვნელობა Non-OS2. Video BIOS Shadow ( enabled/disabled ) ვიდეო BIOS-ის ქეშირება (ნებადართულია/აკრძალულია) განსაზღვრავს უნდა იყოს თუ არა ვიდეო BIOS-ი შენახული ოპერატიულ მეხსიერებაში მასთან უფრო ჩქარი მიმართვისათვის. ეს პარამეტრი ცვლის ვიდეო ქვესისტემის მიმართვის სიჩქარეს. ისე კი გეტყოდით, რომ ეს საკმაო რესურს იღებს L2 დონის ქეშიდან, ასე, რომ თუ მის ნაკლებობას განიცდით მაგალითად Celeron-ის შემთხვევაში, მაშინ სჯობს დატოვოთ disabled მოჟმოტილი L2-ი დონის ქეში უფრო გამოგადგებათ. Advanced Chipset Features - ჩიფსეტის გაფართოებული მახასიათებლები SDRAM Cycle Length ( 2/3 ) SDRAM ( 2/3 )-ის ციკლის ხანგრძლივობა SDRAM ციკლის ხანგრძლივობა შეიძლება დაყენებული იყოს ან 2 ან 3. თუ დააყენებთ მნიშვნელობას 2-ს მაშინ აჩქარდება მეხსიერებაში ინფორმაციის ჩაწერა.წაკითხვა. მაგრამ აქ გაითვალისწინეთ რა ტიპის მეხსიერებას იყენებთ, თუ თქვენს SDRAM მეხსიერებას აქვს ნელი მიმართვის სიჩქარე მაშინ მოგიწევთ გადაერთოთ მნიშვნელობა 3-ზე რათა თქვენს მეხსიერებას ჰქონდეს დრო მოასწროს ოპერაციების ჩატარება. DRAM Clock ( Host CLK/66MHz ) DRAM მეხსიერების ტაქტური სიხშირე დღეს თითქმის არ გამოიყენება, ვეღარსად ნახავთ 66მგჰ დედაპლატას) განსაზღვრავს DRAM მეხსიერების მუშაობის სიხშირეს სინქრონულ და ასინქრონულ რეჟიმებში. რეკომენდირებულია დააყენოთ Host CLK (სისტემური შინის სიხშირე). Memory Hole (enabled/disabled) გარღვევა მეხსიერების მოცულობის მისამართებში (ნებადართულია/აკრძალულია) ეს ოფცია აძლევს მომხმარებელს საშუალებას გამოიყენოს მეხსიერების მისამართი 15მბ-დან 16მბ-მე. მეხსიერების ამ მისამართით სარგებლობენ მოძველებულია მოწყობილობები ISA შინაზე. ეს მოწყობილობები პრაქტიკულად აღარ არსებობენ და ჩათვალეთ რარიტეტები არიან თუ თქვენს დედაპლატაზე საერთოდ არ არსებობს ISA შენა და არ იყენებთ არანაირ ISA მოწყობილობას მაშინ დააყენეთ მნიშვნელობა disabled. P2C/C2P Concurrency ( enabled/disabled ) სინქრონიზაცია PCI-to-CPU/CPU-to-PCI (ნებადართულია/აკრძალულია) PCI-to-CPU - მონაცემების გადაცემა PCI შინიდან პორცესორისთვის . CPU-to-PCI - პირიქით. თუ გიყენიათ enabled, ნებადართულია მონაცემების გადაცემის სინქრონიზაცია PCI შინიდან პოცესორისთვის და პირიქით. დააყენეთ enabled, ეს ააჩქარებს თქვენი სისტემის მუშაობას. System BIOS Cacheable ( enabled/disabled ) სისტემური BIOS-ის ქეშირება (ნებადართულია/აკრძალულია) ახდენს სისტემური BIOS-ის მეხსიერების გადაწერას საკმაოდ ნელი BIOS-ის flash მეხსიერებიდან ოპერატიულ მეხსიერებაში). უმჯობესია მნიშვნელობა enabled Video RAM Cacheable ( enabled/disabled ) ვიდეო მეხსიერების ქეშირება (ნებადართულია/აკრძალულია) ახდენს ვიდეო მეხსიერების ქეშირებას. მართალია ყველა გირჩევთ, რომ დააყენოთ მნიშვნელობა enabled, მაგრამ გაითვალისწინეთ, თუ თქვენ გაქვთ L2-ი დონის ქეში ცატა, ეს ისევ განსაკუთრებულად ეხებათ Celeron-ის მომხმარებლებს მაშინ ჯობია დატოვოთ მნიშვნელობა disabled, ეკონომია გაწეული L2-დონის ქეშირება უფრო კეთილ სამსახურს გაგიწევთ, თუ რა თქმა უნდა თქვენს ვიდეო ადაპტერს საკმაო მეხსიერება გააჩნია. AGP Aperture Size ( 4-256მბ ) AGP მეხსიერების მისამართების მოცულობა (4-256მბ ) აქ ირჩევთ Accelerated Graphics Port (AGP) -ის მისამართების ზონას. AGP სამისამართო ზონა ეს არის - გრაფიკული მეხსიერებისთვის გამოყოფილი მისამართი, რომელიც ხელმისაწვდომია PCI მეხსიერებისთვის. ამ ზონაში გადამისამართებული გრაფიკული მონაცემები მუშავდება სისტემური შინის სიხშირის სიჩქარით და არანაირ ტრანსლირებას არ საჭიროებს. როგორც წესი აყენებენ 64 მეგაბაიტს, მაგრამ გირჩევდით ეს მნიშვნელობა დააყენოთ თქვენს ხელთ არსებული ოპერატიული მეხსიერების ნახევრის ტოლფასად. AGP-2/4/8X Mode ( enabled/disabled ) 2/4/8х AGP შინის რეჟიმი (ნებადართულია/აკრძალულია) ნებას რთავს ან კრძალავს AGP-2X, AGP-4X და AGP-8X-ს. რეკომენდირებულია enabled. ფორმატი კი ამოირჩიეთ იმის და მიხედვით თუ რისი მხარდაჭერა აქვს თქვენს ვიდეო პლატას. OnChip Sound(enabled/disabled) ინტეგრირებული ხმის კარტა (ნებადართულია/აკრძალულია) ნებას რთავს ან კრძალავს ინტეგრირებულ AC97 ხმის კოდეკს. თუ იყენებთ რაიმე ხმის RCI პლატას მაშინ დააყენეთ მნიშვნელობა disabled. თუ სხვა არანაირი ხმის პლატა არ გაგაჩნიათ მაშინ enabled, თორემ საერთოდ ხმის გარეშე დარჩებით. OnChip Modem ( enabled/disabled ) ინტეგრირებული მოდემი (ნებადართულია/აკრძალულია) ნებას რტავს ან კრძალავს ინტეგრირებულ MC97 მოდემს. თუ გაქვთ რაიმე მოდემი აუცილებლად იგი გამოიყენეთ და აპ განყოფილებას კი მიანიჭეთ მნიშვნელობა disabled. თუ სხვა არანაირი მოდემი არ გაგაჩნიათ მაშინ დატოვეთ ეს საწყალი, მაგრამ შეიძლება საკმაოდ იწვალოთ, განსაკუთრებით კი ქართულ რეალობაში. CPU to PCI Write Buffer ( enabled/disabled ) მონაცემების ბუფერირება პროცესორიდან PCI-სთვის გადაცემისას (ნებადართულია/აკრძალულია) ჯობია დააყენოთ მნიშვნელობა enabled. რათა გაზარდოთ მონაცემების გადაცემის სიჩქარე პროცესორისგან PCI შინისთვის, ჩაწერა/წაკითხვის ოპერაციებისათვის. Integrated Peripherals ინტეგრირებული პერიფერიული მოწყობილობები Onchip IDE Channel 0/ Onchip IDE Channel 1 (enabled/disabled) ინტეგრირებული IDE არხი 0/ ინტეგრირებული IDE არხი 1 (ნებადართულია/აკრძალულია) იყოს თუ არა ნებადართული ინტეგრირებული IDE არხები. ამოირჩიეთ enabled. IDE Prefetch Mode ( enabled/disabled ) IDE Prefetch რეჟიმი (ნებადართულია/აკრძალულია) დააყენეთ Enabled. Primary Master PIO/Primary Slave PIO/Secondary Master PIO/Secondary Slave PIO ( Auto/Mode 0-4 ) IDE პორტებისთვის ინფორმაციის გადაცემის სხვადასხვა რეჟიმი ( ავტომატური/რეჟიმები 0-დან 4-მდე ) უმჯობესია დააყენოთ Auto. Primary Master UDMA/Primary Slave UDMA/Secondary Master UDMA/Secondary Slave UDMA ( Auto/disabled ) პირდაპირი მეხსიერების მიმართვის სხვადასხვა რეჟიმები IDE პორტებისთვის (ავტომატური/აკრძალულია) უმჯობესია დავაყენოთ Auto-ზე. Init Display Frist ( PCI Slot/AGP Slot ) პირველადი დისპლეის ინიციალიზაცია (სლოტი PCI/სლოტი AGP ) თუ არსებობს PCI და AGP ვიდეო პლატები ერთდროულად (ეს ხშირად ხდება ინტეგრირებულ დედაპლატებზე) რომელი იყოს განხილული პირველად ნაწილად. IDE HDD Block Mode ( enabled/disabled ) ინფორმაციის ბლოკებად გადაცემის რეჟიმი IDE შინაზე (ნებადართულია/აკრძალულია) დააყენეთ enabled. Onboard FDD Controller ( enabled/disabled ) ინტეგრირებული FDD ფლოპი დისკმდების კონტროლერი (ნებადართულია/აკრძალულია) იმედია დისკეტების დრაივი გაგაჩნიათ და სურვილი გაქვთ ჩაწეროთ ან წაიკითხოთ დისკეტები!!! ამიტომ დააყენეთ მნიშვნელობა enabled Onboard Serial Prot - ინტეგრირებული სერიული (მიმდევრობითი) პორტი აირჩიეთ Auto. პატარა გადახვევა ყველა დედაპლატაზე არსი ორი მიმდევრობიტი პორტი პორტი 1 და პორტი2, ესენი განსაზღვრავენ COM პორტებს, როგორც ვიცით მოდემი სწორედ COM-პორტს იკავებს, შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში რეჟიმმა AUTO-მ სავალალო შედეგი გამოიღოს და მოდემმა კერექტულად არ იმუშაოს, ამ შემთხვევაში საჭიროა Onboard Serial Prot 2-ი გადავიყვანოთ მნიშვნელობაშიdisabled. ეს მართებულია ეგრეთწოდებული აპარატურული მოდემების მიმართ. ხშირად ისინი სწორედ COM2 და COM 4-ზე ჯდებიან, რომელსაც უზრუნველყოფს Onboard Serial Prot 2-ი. ამ შემთხვევაში რათა აპარატურული კონფლიქტი თავიდან აცილებული იყოს უმჯობესია ეს ინტეგრირებული პორტი გავთიშოთ და მის ადგილს სწორედ მოდემი დაიკავებს და მოდემი იქნება სისტემის მიერ აღთქმული როგორც Onboard Serial Prot 2-ი. UART 2 Mode ( Standard/HPSIR/ASKIR ) რეჟიმი UART 2 UART 2 - უნივერსალური ასინქრონული მიმღებ გადამცემი. UART-ის ბაზაზეა აგებული COM პორტები. დაუკითხავად ყენდება პარამეტრი Standard. თუ თქვენ გსურთ გამოიყენოთ ინფრაწითელი პორტი (IR), მაშინ მნიშვნელობა უნდა დააყენოთ HPSIR ან ASKIR იმისდამიხედვით რა ინფრაწითელ მოწყობილობას იყენებთ. Onboard Parallel Port ( enabled/disabled ) ინტეგრირებული პარალელური პორტი (ნებადართულია/აკრძალულია) თუ იყენებთ LPT პორტს მაშინ უნდა დავაყენოთ მნიშვნელობა enabled . Onboard Parallel Mode ( SPP/EPP/ECP ) ინტეგრირებული პარალელური პორტის რეჟიმი ეს ოფცია გაძლევთ საშუალებას ამოირჩიოთ პარალელური პორტის მუშაობის რეჟიმი. უმჯობესია SPP (სტანდარტული პარალელური პორტი). Power Management Setup-ენეგრო რესურსების მართვა ACPI Function ( enabled/disabled ) ფუნქცია ACPI (ნებადართულია/აკრძალულია) ჯობია დააყენოთ მნიშვნელობა enabled. თუ რა თქმა უნდა გაქვთ ATX-კორპუსი და გსურთ, რომ პროგრამულად Shut Down-ის გაკეთებისას კომპიუტერი ნორმალურად, სრულად გამოითიშოს. Power Mangement ელ-კვების მართვა ეს პუნქტი გარჩევინებთ როგორი ენერგო ეკონომიის რეჟიმით გსურთ მუშაობა ( HDD Power Down - ვინჩესტერისთვის კვების გათიშვა თუ დიდი ხანი მას არ იყენებთ, Doze Mode, Suspend Mode - ენერგიის ეკონომიის სხვადასხვა რეჟიმები). ACPI Suspend Type ( S1,S3 ) ACPI ენერგიის ეკონომიის რეჟიმი ამ ოფციაში ირჩევთ რა მდგომარეობაში იქნება კომპიუტერი როდესაც კომპიუტერს გადაიყვანთ ლოდინის რეჟიმში (Suspend). გირჩევდით S1 (ჩართული მდგომარეობა). PM Control by APM ( Yes/No ) ენერგო მოხმარების მართვა APM-ის მეშვეობით ( კი/არა ) თუ BIOS-ი იყენებს APM ფუნქციებს, საჭიროა დააყენოთ Yes (კი)ეს იმისათვის, რომ ისეთი ოპერაციული სისტემებით როგორიცაა APM Windows 95, Windows NT და სხვა შეგეძლოთ მართოთ APM-ი. Video off Option ვიდეოს გამოთიშვის ფუნქცია ირჩევა მაშინ როდესაც ითიშება ვიდეო სისტემა ენერგიის ეკონომიის თვალსაზრისით, ეს ხდება ენერგო მოხმარების შენახვის რეჟიმში გადასვლისას (suspend mode). შეიძლება ამოირჩიოთ always on (ყოველთვის ჩართულია) ან turn off video (ვიდეო გამორთულია). Video off Method ( V/H SYNC+Blank,Blank Screen, DPMS ) ვიდეო სისტემის გამორთვის რეჟიმები Blank Screen (სუფთა ეკრანი). BIOS-ი გათიშავს გამოსახულებას ეკრანზე როდესაც აკრძალულია ვიდეო. V/H SYNC+Blank. სუფთა ეკრანის გარდა, BIOS-ი გათიშავს V-SYNC და H-SYNC სიგნალებს. DPMS. ეს ფუნქცია იძლევა საშუალებას მხარდაჭერა გვქონდეს DPMS ბრძანებების. რეკომენდირებულია DPMS რეჟიმი, იმიტომ, რომ ვიდეო კარტების უდიდესი ნაწილი ორიენტირებულია DPMS სპეციფიკაციაზე. Soft-Off by PWR-BTTN კვების გამოთიშვის ღილაკის მართვა პროგრამულად შეიძლება დააყენოთ Delay 4 sec (ანუ დაყოვნება 4 წამი) ან Instant-off. ამ შემთხვევაში ღილაკზე ხელის დაჭერისას კომპიუტერი უმალ გამოითიშება. Delay 4 sec. თუ ღილაკს ხელს ერთხელ დააჭერთ კომპიუტერი მძინარე რეჟიმში გადავა (suspend mode); თუ ღილაკს დააჭერთ და არ გაუშვებთ ხელს 4 წამის განმავლობაში მაშინ კომპიუტერი გამოითიშება. Instant-off. ამ შემთხვევაში ღილაკზე ხელის დაჭერისას კომპიუტერი უმალ გამოითიშება. PnP/PCI Configurations-PnP და PCI აპარატურის კონფიგურირება PnP OS Installed ( Yes/No ) დაყენებული ოპერაციული სისტემა იყენებს PnP ( დიახ/არა ) თუ მხარდამჭერი ოპერაციული სისტემა გიყენიათ მაშინ YES (დიახ). BIOS დასაწყისში იპოვის და ინიციალიზაციას გაუკეთებს ისეთ PnP მოწყობილობებს როგორიცაა, VGA, IDE, SCSI. დანარჩენი პერიფერიული მოწყობილობები ინიციალირდება ისეთი ოპერაციული სისტემებით როგორიცაა Windows 95/98/ME Windows NT/2000/XP/2003. თუ თქვენი ოპერაცული სისტემა მხარს უჭერს PnP-ს (Plug N Play), მაგალითად ყველა Windows-ი დაყებული Windows 95 და დამთავრებული Windows 2003-ით მაშინ დააყენეთ მნიშვნელობა Yes (დიახ). Reset Configuration Data ( enabled/disabled ) ჩამოიყაროს მონაცემები კონფიგურაციის შესახებ (ნებადართულია/აკრძალულია) BIOS სისტემა ანაწილებს რესურსებს PnP მოწყობილობებისათვის. BIOS-ი განახლდება მხოლოდ მაშინ, როდესაც გამოჩნდება ახალი მოწყობილობა, რომლებიც არ იყო ჩართული წინა კონფიგურაციაში. დააყენეთ მნიშვნელობა disabled. Resources Controlled By ( Auto/Manual ) რესურსები ნაწილდება ( ავტომატურად/ხელით ) სისტემური BIOS-ი ანაწილებს რესურსებს ავტომატურად, რის შედეგადაც ყველა პერიფერიულ მოწყობილობას ანიჭებს შესაბამის IRQ და DMA არხებს. ეს რა თქმა უნდა ხელითაც შეიძლება მიუთითოთ. ჯერჯერობით დააყენეთ მნიშვნელობა Auto. შემდგომ შეიძლება მიაღწიოთ იმ დონეს, რომ ხელით დააკონფიგურიროთ ეს პუნქტი, მაგრამ რეალურად არასდროს დაგჭირდებათ ხელით კონფიგურირება. PC Health Status კომპიუტერის მდგომარეობა Current CPU/System მიმდინარე ტემპერატურა პროცესორი/სისტემა გამოისახება მიმდინარე ტემპერატურა პროცესორის/სისტემის. Current CPUFan/ SYSFan Speed მიმდინარე მდგომარეობა პროცესორის ვენტილატრის/ სისტემის ვენტილატორის გამოისახება ვენტილატორის მიმდინარე სიჩქარე პროცესორი/სისტემა. Frequency/Voltage Control-ძაბვის და სიხშირის მართვა CPU Vcore Select ( 1.5~3.5V ) პროცესორის კვების ძაბვა ( 1.5~3.5V ) პროცესორის ბირთვის კვების მართვა. Clock By Slight Adjast ( 100~800MHz ) სიხშირის კონფიგურირება ( 100~800МГц ) სისტემური შინის სიხშირის შერჩევა. Load Fail-Safe Defaults ჩაიტვირთოს ყველაზე უსაფრთხო პარამეტრები ეს გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ მიმდინარე BIOS-ის კონფიგურაცია ისე არეული, რომ ვერაფერს იგებთ არადა რაღაც არ მუშაობს. ამ შემთხვევაში ამოირჩიეთ BIOS Fail-Safe რეჟიმი შემდგომ პარამეტრების შეცვლა შეიძლება. Load Optimized Defaults - თვით სახელი ამბობს ყველაფერს, ამ შემთხვევაში იტვირთება BIOS-ის ოპტიმიზირებული პარამეტრები. Set Supervisor Password დავაყენოთ ადმინისტრატორის პაროლი ეს საშუალებას გაძლევთ გააკეთოთ ისე, რომ ყოველი Setup-ში ან სისტემაში შესვლისას მოთხოვნილი იქნება პაროლი. ადმინისტრატორის პაროლი უფლებას გაძლევთ შეცვალოთ BIOS-ის პარამეტრები თუ პაროლი დაგავიწყდებათ მოგიწევთ CMOS-ის წაშლა. Set User Password მომხმარებლის პაროლის დაყენება ეს საშუალებას გაძლევთ გააკეთოთ ისე, რომ ყოველი Setup-ში ან სისტემაში შესვლისას მოთხოვნილი იქნება პაროლი. მომხმარებლის პაროლით თქვენ BIOS-ის პარამეტრებს ვერ შეცვლით. პაროლის დავიწყების შემთხვევაში ადმინისტრატორის პაროლის გამოყენებით შეიძლება მომხმარებლის პაროლის შეცვლა. მგონი მორჩა :-). BIOS-ის ჩაწერა და განახლება როგორც გიენამ აღნიშნა ზემოთ თუ ქვემოთ BIOS (Basic Input Output Sistem) კომპიუტერის ერთ-ერთი მთავარი ჩიპია, რომელიც მართავს როგორც კომპიუტერის მოწყობილობას ასევეაკონტროლებს მიმდინარე პროცესებს......... გავაგრძელებ.... BIOS დამაგრებულია დედაპლატაზე და მისი CMOS მეხსიერება იკვებება ლითიუმის ელემენტით,ასევე იმართება დეტალებისადმი კვების მიწოდება. BIOS-იდან ხდება დისკური მოწყობილობების პოზიციების განსაზღვრა.ანუ ისეთი მოწყობილობების როგორიც არის HDD,FDD da CD-ROM. BIOS-ის Main განყოფილებიდან შეგვიძლია განვსაზღვროთ BIOS-ის ტიპი,რომელიც მოთავსებულია მის ზემო ნაწილში.ესენი შეიდზლება იყოს: Award BIOS და Ezflash BIOS. ხდება ისეც რომ BIOS შეიძლება დაზიანდეს, მისი დაზიანების მიზეზებია კომპიუტერული ვირუსები,დენის ცვალებადობა,ფიზიკური მოქმედება.თუ BIOS დაზიანდა მაშინ შეგვიძლია მისი აღდგენა, თუ რა თქმა უნდა BIOS-ის ჩიპის გარდა სხვა ჩიპები არ არის დაზიანებული. BIOS-ის განახლება ანუ ჩაწერის პროცესში მაქსიმალურად უნდა ვიყოთ რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მთლიანად კომპიუტერის მძიმე დაზიანება, კერძოდ დედაპლატის გადაწვა. ყველა BIOS-ის ჩაწერა სხვადასხვანაირად ხდება, ინსტრუქცია მოცემულია დედაპლატის დანართში. იმისათვის რომ დაცული იყოს ყველა აპარატურული წესრიგი, ეს ინფორმაცია შენახულია CMOS RAM (Complementary Semiconductor RAM) მეხსიერებაში.ამ მეხსიერებას აწვდის BIOS-ის კვების ელემენტი ლითიუმის, რომელიც კომპიუტერის გამორთვის დროს BIOS-ში ინახავსყველანაირ ინფორმაციას.ამ ელემენტის აკუმულატორის ვარგისიანობა დაახლოვებით 10 წელია.ჩართვის შემდეგ BIOS-იწყებს დიაგნოსტიკას თუ ტესტირების ჩატარების დოს რა შეცდომა იქნა დაშვებული მოწყობილობების მიმართ.ამის შემდგომ მონიტორზე გამოჩნდებაშეცდომა, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას. თუ ტესტირება მოხდა უშეცდომოდ მაშინ BIOS ეკრანზე გამოიტანს ცხრილს სადაც მითითებულიამთელი რიგი მოწყობილობების წესრიგი. ამის შემდგომ დაიწყება ოპერაციული სისტემის ჩატვირთვა, ხოლო თუ ჩვენ ტესტირების პროცესში დავაჭერთ DEL ღილაკს (Asrock-ის მაზერზე F2-ს), მაშინ მოხდება ბიოსსი შესვლა.იმისათვის რომ განვაახლოთ BIOS-ი საჭიროა დისკეტაზე ჩავწეროთ ახალი BIOS-ი BIOS-ის ჩაწერა დისკეტაზე უპ.ყოვლისა, საჭიროა შევქმნათ დისკეტა ანუ Start Up დისკი, რომლის შექმნა windows 2000/XP-ში შემდეგნაირად ხდება:ჩავდოთ დისკეტა დისკავოდში და გავხსნათ My comuter->შემდგომ ამისა დავაჭიროთ მაუსის მარჯვენა ღილაკს მიღებულ მენიუში განვაახლოთ Format,პუნქტი საიდანაც მოხდება ამ დისკის დაფორმატება,მოცემულ ფანჯარაში მოვნიშნოთ Creat on MS-DOS Sturt Up Disk, რომელიც ქვედა ნაწილშია და დავაჭიროთ Starts დაფორმატების სემდეგ მასზე გადაიწერება,ჩაიწერება გამშვები ფაილები.როდესაც ეს პროცესები დასრულდება აუცილებელია მასზე ცავწეროთ BIOS-ის ჩასატვირთი პროგრამა, რომელიც მოცემული უნდა იყოს მაზერის დისკზე. ხოლო ამ ფაილს უნდა ერქვას მაზერის სახელი და იგი უნდა იყოს AWD გაფართოების (ლაპარაკია Asusis მაზერებზე). თუ ერთ დისკზე არ ჩაიტეია ფაილები შეგიძლიათ გამოიყენოთმეორე დისკეტაც. გადატვირთვის მომენტში აუცილებელია ისე იყოს პარამეტრი დაყენებული რომ მოხდეს პირველად დისკსაკრავში არსებული დისკეტის გაშვება.ჩატვირთვის შემდეგ ავკრიფოდ AFlash.EXE. ამის შემდგომ მოხდება ამ პროგრამის ჩატვირთვა, ღის შემდგომაც დისპლეიზე გამოვა ინფორმაცია,სადაც ნაჩვენებია თუ რა ვერსია BIOS აყენია კომპიუტერში. აქ მოცემულია 2 ბრძანება, ესენია: 1) Save Current Bios to File- შევინახოთ მოცემული BIOS. 2)Up date BIOS Without Boot Block and Escd- განვაახლოთ BIOS გავააქტიუროღ მეორე განყოფილება (გააქტიურება ხდება 2-ზე თითის დაჭერით). ამის შემდგომ დაიწყება პროცედურა,როდესაც ხდება განახლება, ანუ ჩვენ ახლა უნდა მივუთითოთ ფაილი, სადაც მოთავსებულია BIOS, ეს ფაილი როგორც ავღნიშნე დისკეტაზე უნდა იყოს. მივუთითოთ ფაილი xxxxxx.AWD, სადაც xxxxx არის დედაპლატის მოდელი. ხოლო AWD BIOS-ის გაფართოებას. ამ ფაილის მითითების შემდგომ დაიწყება BIOS-ის განახლება. განახლების ინდიკატორი როდესაც შეივსება 100%მდე, შეგვიძლია დისკეტა ამოვიღოთ და გადავტვირთოთ კომპიუტერი. გაითვალისწინეთ რომ თუ თქვენ არ გექნებათ იგივე ტიპის BIOS, შეიძლება მოხდეს დედაპლატის დაზიანება, პარალიზება!!!
×