Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'google'.



More search options

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • ფორუმი
    • ფორუმი
    • ზოგადი დისკუსიები
    • ტუტორიალი/Tutorial
    • მათემატიკა
    • ბიბლიოთეკა
    • კრიპტოგრაფია
    • კიბერ უსაფრთხოება
    • ელექტროინჟინერია
  • პროგრამები
    • დიზანის & 3D მოდელირება
    • პროგრამები/ software
    • დაცვა
  • Visual Studio
    • Visual Studio
    • C#
    • C და C++
    • ASP.NET/WPF/MVC
    • WCF
    • Quick Basic / Visual Basic
  • Web Development
    • HTML & CSS
    • Bootstrap
    • PHP & MySQL
    • Javascript
    • AngularJS
    • სხვადასხვა
    • SEO
    • ძრავების მიმოხილვა
  • Development
    • JAVA
    • Perl
    • Python
    • ბაზები
    • Other
    • Game Developer
    • მობილურის დეველოპერი
  • IT-Support
    • Unix/Linux
    • MS Windows
    • Apple /MAC
    • Android
    • Network
    • კომპიუტერის არქიტექტურა
  • ყიდვა-გაყიდვა/შეკვეთები
    • ყიდვა-გაყიდვა
    • შეკვეთები

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


AIM


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Jabber


Skype


ლოკაცია


ინტერესები

Found 14 results

  1. GHOST_FATHER

    Google AdSense

    ალბათ ბევრს გეცნობათ ეს სახელი, იცით რომ AdSense-ის საშუალებით საკუთარი საიტებით ხალხი ფულს შოულობს. ვინც არ იცით, AdSense არის გუგლის სარეკლამო სერვისი, რომლის საშუალებითაც საიტების მფლობელებს საიტებზე შეუძლიათ რეკლამები განათავსონ, რომლებიც საიტის კონტენტის რელევანტური, ანუ თავსებადი იქნება (რეკლამების კონტენტთან თავსებადობას გუგლი თავისივე საძიებო სისტემის დახმარებით უზრუნველყოფს). რაც მთავარია, თითოეულ რეკლამაზე დაწკაპუნებისას (ან რეკლამის 1000 ჩვენებაში) გუგლი გიხდით გარკვეულ თანხას. ეს თანხა სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით გამოითვლება და ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. AdSense მთლიანად დაფუძნებულია AdWords სერვისზე. ეს არის სერვისი, რომლის დახმარებითაც ხალხი ანთავსებს რეკლამას AdSense-ში გაწევრიანებულ საიტებზე. რეკლამის განმათავსებელი აწესებს სარეკლამო ბიუჯეტს და იმ მაქსიმალურ თანხას, რისი გადახდაც სურს ერთ წკაპზე (ეს თანხა განისაზღვრება 0.05$-დან 100$-მდე). მაგალითად, მომხმარებელმა შექმნა საკუთარი საიტის რეკლამა (დაწერა სათაური და აღწერა), სარეკლამო ბიუჯეტად დააწესა 1000$, ხოლო მაქსიმალური თანხა ერთ წკაპზე დააწესა 1$. ამის შემდეგ უკვე Google განსაზღვრავს თუ რომელ საიტებზე გამოჩნდება კონკრეტული რეკლამა და რა თანხა ჩამოიჭრება (მაქს. 1$ ჩვენს მაგალითში) მომხმარებლის სარეკლამო ბიუჯეტიდან თითოეულ წკაპზე. ყოველი წკაპიდან გუგლი გარკვეულ თანხას თავისთვის იტოვებს, დანარჩენს კი საიტის მეპატრონეს უხდის. მაგრამ ამ თანხების ოდენობა გუგლის საიდუმლოა. The New York Times-მა განაცხადა, რომ გუგლი 1 წკაპიდან თანხის 78,5%-ს საიტის მეპატრონეს უხდის, დანარჩენს კი თავისთვის იტოვებს, თუმცა ეს ინფორმაცია დაუდასტურებელია. ახლა უკვე იცით, როგორ მუშაობს AdSense და შეგიძლიათ შემდეგ ეტაპზე, ანუ რეგისტრაციაზე გადახვიდეთ. ექაუნთის რეგისტრაციისთვის უნდა შეცუნცულდეთ აი ამ მისამართზე: https://www.google.com/adsense და დააჭირეთ ღილაკს Click Here to Apply. გაიხსნება სარეგისტრაციო გვერდი, სადაც პირადი ინფორმაცია უნდა შეიყვანოთ. აქ რამდენიმე დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას: Account Type-ში უნდა აირჩიოთ რა სახის ექაუნთის შექმნა გსურთ, Individual (კონკრეტული ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის) ან Business (ორგანიზაციისთვის). Website URL-ში მიუთითეთ თქვენი საიტის მისამართი. მაგ: http://www.domain.com. აქ მხოლოდ ერთი საიტის მისამართის ჩაწერა შეგიძლიათ და ეს ნუ გაგიკვირდებათ თუ თქვენ ერთზე მეტი საიტი გაქვთ. რეკლამის ჩასმას იმდენ საიტზე შესძლებთ, რამდენზეც მოისურვებთ, აქ უბრალოდ თქვენი უდიდესი საიტის მისამართი ჩაწერეთ. Website Language-ში უნდა აირჩიოთ საიტის ენა. სამწუხაროდ აქ ქართული არ არის, ანუ ქართულენოვანი საიტით რეგისტრაციას ვერ გაივლით, თუმცა რეგისტრაციას უპრობლემოდ გაივლით იმ ენოვანი საიტით, რომელიც სიაშია. Payee Name-ში ჩაწერეთ იმ პიროვნების სახელი და გვარი, ვის სახელზეც ფული გამოიგზავნება. ეს პიროვნება უნდა იყოს 18 წლის, ან მეტის. ყურადღება მიაქციეთ მისამართის სწორად ჩაწერას. იგი ინგლისურად (თუმცა შეიძლება ქართულმაც გაამართლოს, არსებობს ასეთი შემთხვევებიც, მაგრამ ჯობია თავი დაიზღვიოთ) უნდა ჩაიწეროს, ამიტომ აქვე დაგიწერთ მაგალითებს: რუსთაველის პროსპექტი #80 – Rustaveli Ave#80, ფალიაშვილის ქუჩა #28 – Paliashvili str#28, პირველი მ/რ – 1-st Micro, მე-9 კორპუსი – Building #9, ბინა #18 – Apt#18. ამ მაგალითების მიხედვით არ გაგიჭირდებათ საკუთარი მისამართის სწორად დაწერა, თუმცა აქვე მეორე გარემოებას ვახსენებ. სინამდვილეში თქვენი მისამართის ინგლისურ ენაზე დაწერა მხოლოდ თქვენი ინგლისურის ცოდნას ამჟღავნებს, მაგრამ გაითვალისწინეთ შემდეგი გარემოება, Google ცხოვრებაში თქვენ არ ჩამოგაკითხავთ, მისამართი საჭიროა წერილების და კორესპონდენციის გამოსაგზავნად. შესაბამისად, წერილს მიიღებს ჩვენი ფოსტალიონი, ახლა მითხარით როგორი წარმოდგენა გაქვთ ჩვენს ფოსტალიონებზე? ინგლისური მაგრად იციან? პასუხი გასაგებია, პირადად ორი დაკვეთა დავკარგე ჩემი ინგლისური ცოდნის გამომჟღავნებისას, ამიტომ იმ შემთხვევების შემდეგ მივმართავ მეორე მეთოდს, ინგლისური ასოებით ვწერ ქართულ მისამართს, მაგალითად: rusTavelis pr. #80, paliashvilis q. #28, pirveli micro raioni, korp. #9 bina 18, ასეთ მისამართს Google, მიიღებს კორექტულად, ჩვენი ფოსტალიონები კი თავის კომბალს მოიფხანენ და წერილს 99% შემთხვევაში უპრობლემოდ მიიტანენ ადრესატამდე. Zip or postcode-ში უნდა ჩაწეროთ თქვენი საფოსტო ინდექსი. თუ არ იცით 09-ში დარეკეთ და გეტყვიან ეს არის ოთხნიშნა კოდი, თუ 09-ში ვერ რეკავთ ჩაწერეთ სათაო ფოსტის კოდი 0179, თუმცა ამ შემთხვევაში წერილი კიდევ რამდენიმე დღე დააგვიანებს რადგან ქართულ განყოფილებებს შორის იბოდიალებს წერილი. Phone-ში უნდა ჩაწეროთ თქვენი ტელეფონის ნომერი. მაგ, თუ თქვენი ნომერია 642931 აქ უნდა ჩაწეროთ შემდეგი სახით: +99532642931. Product Selection-ში და Policies-ში ყველაფერი მონიშნეთ (დანარჩენ ველებს იმედია თვითონ შეავსებთ) და დააჭირეთ Submit Information-ს. მაქს. 2 დღის შემდეგ E-Mail-ზე მოგივათ შეტყობინება გუგლისგან. თუ ყველაფერი სწორად შეავსეთ და თქვენი პირადი ინფორმაცია არ ეწინააღმდეგება გუგლის წესებს, თქვენ AdSense-ის მომხმარებელი გახდებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელმეორედ სცადეთ რეგისტრაცია წესების დაცვით. ახლა კი უნდა გავეცნოთ გუგლის წესებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია. თუ იმოქმედებთ წესების ფარგლებში, ბედნიერი იქნებით თქვენც და გუგლიც. თუ დაარღვევთ წესებს, გააბრაზებთ ბიძია გუგლს. ისიც საპასუხოდ სამუდამოდ დაგბლოკავთ თქვენც და თქვენს საიტებსაც AdSense-დან. პლიუს ამას, თქვენი ცუდი ქცევით რეპუტაციას შეულახავთ თქვენს სამშობლოს, რასაც მომავალში შეიძლება მისი ქვეყნების სიიდან ამოშლა მოყვეს. წესები განთავსებულია აქ: http://www.google.com/adsense/policies და აქ: http://www.google.com/adsense/localized-terms?hl=en_GB. წესებს მოკლედ აქაც ჩამოვთვლი, მაგრამ თქვენ მაინც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ გუგლის ოფიციალური წესები და პირობები. წესების მოკლე აღწერა: დაუშვებელია რეკლამების განთავსება პორნოგრაფიულ, ძალადობის, რასიზმისა და რელიგიური შუღლის მქადაგებელ, 18+, კაზინოების და უცენზურო საიტებზე. საიტებზე, რომლებიც პოპულარიზაციას უწევენ/ყიდიან ალკოჰოლურ სასმელებს, თამბაქოს, ნარკოტიკებს და იარაღს. დაუშვებელია რეკლამების განთავსება ისეთ საიტებზე, სადაც უკვე არის სხვა ისეთი სპონსორების რეკლამები, რომლებიც რეკლამების კონტექსტუალიზაციას ახდენენ გუგლის მსგავსად (მაგ: Yahoo! Publishers Network). დაუშვებელია რეკლამის განთავსება Pop-up და Pop-under ფანჯრებში, გვერდებზე, სადაც არ არის კონტენტი. დაუშვებელია რეკლამებზე რაიმე ზემოქმედების მოხდენა და რეკლამის კოდის შეცვლა. დაუშვებელია საკუთარ რეკლამებზე დაწკაპუნება, პროქსი სერვერების გამოყენება და მათი მეშვეობით რეკლამებზე დაწკაპუნება, საიტის მომხმარებისთვის რეკლამებზე დაწკაპუნების თხოვნა (დასაშვები ფრაზებია მხოლოდ Sponsored Links და Advertisements). ესაა ის ძირითადი წესები, რომლის დარღვევითაც გამოირჩევიან ახალბედა მომხმარებლები (და არა მარტო ახალბედები). ნუ იფიქრებთ, რომ გუგლს მოატყუებთ. ვინც ასე იფიქრა სამუდამო Ban-იც აიკიდა. ზოგიერთმა 1000$-მდეც კი დაკარგა წესების დარღვევის გამო. ახლა კი გადავიდეთ თვითონ რეკლამებზე. სულ რეკლამების 3 ტიპი სახეობა არსებობს: 1) AdSense for Content – აქ შედის სხვადასხვა ფორმის, ზომისა და სტილის კონტექსტუალიზებული ტექსტური და გრაფიკული რეკლამები. 2) AdSense for Search – ამის საშუალებით საიტზე გუგლის Search Box-ს განათავსებთ. 3) Referrals – ეს არის რეფერალური პროგრამა. რეკლამების ყველა ტიპი შეგიძლიათ ნახოთ ამ მისამართზე: https://www.google.com/adsense/adformats. დეტალებისგან თავს შევიკავებ, რადგან მათი ახსნა ძალიან შორს წაგვიყვანს. დანარჩენი თვითონ ან იმ წიგნის დახმარებით გაარკვიეთ, რომელსაც სტატიის ბოლოს გაჩუქებთ. გაითვალისწინეთ, რეკლამის კოდის უბრალოდ საიტზე განთავსება დიდ შედეგს არ მოგცემთ. თქვენ შეგიძლიათ რეკლამების ფერები და სტილები აკონტროლოთ, ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს. ასევე, უნდა ეცადოთ, რეკლამები ისეთ ადგილებში ჩასვათ, რომ მომხმარებლებს მათზე დაწკაპუნების სურვილი გაუჩნდეთ. ალბათ გაინტერესებთ, როგორ ითვლის გუგლი ერთ წკაპებზე გადახდილი თანხის რაოდენობას, გაინტერესებთ რა ფაქტორებზეა ეს დამოკიდებული. სანამ ამ საკითხზე გადავიდოდე, რამდენიმე ტერმინს განგიმარტავთ: Page Impressions - გაჩვენებთ იმას, თუ რამდენჯერ იქნა ნაჩვენები თქვენს საიტზე გუგლის რეკლამა. Page CTR – ეს მაჩვენებელი პროცენტულად აღნიშნავს დაწკაპუნების შეფარდებას Page Impressions-თან. Page eCPM – ეს მაჩვენებელი აღნიშნავს რა ღირს თქვენს საიტზე რეკლამის 1000-ჯერ ჩვენება. მაგალითად, თუ თქვენი შემოსავალია 100$ და Page Impressions არის 20000, მაშინ თქვენი eCPM იქნება 100/20=5$ გუგლის მიერ ერთ წკაპზე გადახდილი თანხა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული: 1) თქვენი საიტის ენა. გუგლი გაცილებით მეტს უხდის ინგლისურენოვან საიტებს ქართულენოვანი საიტებისგან განსხვავებით. 2) საიტის ტრაფიკი. ტრაფიკში მარტო ვიზიტორების რაოდენობა არ იგულისხმება. აქ იგულისხმება ისიც, თუ საიდან მოდიან თქვენი ვიზიტორები. მაგალითად, გუგლი ესპანელი ვიზიტორის წკაპში უფრო მეტს იხდის, ვიდრე ქართველი ვიზიტორის წკაპში. 3) ჰოსტის ადგილმდებარეობა. გუგლი გაცილებით მეტს უხდის ისეთ საიტებს რომლებიც ევროპულ და ამერიკულ სერვერებზეა განთავსებული, ქართული აქაც დაჩაგრულია. 4) საიტის კონტენტი (შიგთავსი), Keyword-ების დამთხვევა კონტენტთან და PageRank-ი. გუგლი გაცილებით მეტს უხდის მაგალითად ბიზნეს საიტებს ვიდრე გასართობ საიტებს. ასევე დიდი ყურადღება ექცევა კონტენტისა და Keyword-ების დამთხვევას და თქვენი საიტის PageRank-ს გუგლის საძიებო სისტემაში. 5) Smart Pricing – ეს მაჩვენებელი AdSense-ის ყოველი ექაუნთისთვის განსხვავებულია. იგი თქვენი საიტებიდან გამომდინარე გამოითვლება. Smart Pricing-ი ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, ამიტომაც საჭიროა ზუსტად და დეტალურად იცოდეთ მისი არსი და მუშაობის პრინციპები. ამ ინფორმაციას წიგნში იპოვნით. მივედით ბოლო ეტაპზე – ფულის გადმორიცხვაზე. ფულის მიღების 3 სახე არსებობს: 1) Electronic Funds Transfer – გადმორიცხვა პირდაპირ ბანკის ანგარიშზე, ან საკრედიტო ბარათზე. 2) Cheque – Standard Delivery – ფულის გამოგზავნა ჩეკით ჩვეულებრივი ფოსტის საშუალებით. ჩეკის გამოგზავნა უფასოა, მაგრამ საქართველოს პირობებში მისი მიღების ვადა 1-დან 2 თვემდეა და ვერავინ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ ჩეკი თქვენამდე მოაღწევს. 3) Cheque – Secured Express Delivery (USD 24.00 Processing Fee) – ფულის გადმოგზავნა ჩეკით ექსპრეს ფოსტის საშუალებით. ჩეკის მიღების ვადაა 3-7 დღე და არის აბსოლუტურად უსაფრთხო, მაგრამ ფასიანია და ღირს 24$, რომელიც თქვენი ექაუნთის ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ. Electronic Funds Transfer მხოლოდ აშშ-სთვის და ევროპის რამდენიმე ქვეყნისთვისაა. ასე რომ, თუ თქვენ საქართველოში ცხოვრობთ, ფულს მხოლოდ ჩეკის საშუალებით მიიღებთ. გირჩევთ აირჩიოთ ჩეკის გადმოგზავნა ექსპრეს ფოსტით, რადგან მისი ჩვეულებრივი ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მას ან მიიღებთ, ან ვერა. თანხის ჩეკით გამოგზავნის უფლება მოგეცემათ მხოლოდ მას შემდეგ, როცა ექაუნთში შეიყვანთ PIN კოდს. PIN კოდი სტანდარტულად ჩვეულებრივი ფოსტით იგზავნება და ჩამოსვლის ვადა 2 კვირიდან 3 თვემდეა საქართველოს პირობებში. თუ კოდი არ ჩამოვიდა, შეგიძლიათ იგი თავიდან გამოაგზავნოთ (შეგიძლიათ გუგლს მისწეროთ მეილი რომ გსურთ პინის მიღება ექსპრეს ფოსტით. კოდს მიიღებთ 3-7 დღეში მაგრამ ეს სიამოვნება დაგიჯდებათ 60 მარადმწვანე). PIN კოდის გამოგზავნის უფლება მხოლოდ მას შემდეგ გექნებათ, როცა თქვენი შემოსავალი 50 დოლარს მიაღწევს. კოდის შეყვანის შემდეგ თანხა ყოველთვიურად გამოგეგზავნებათ, მაგრამ თუ თვეში 300+$-ს ვერ შოულობთ ამას აზრი არ აქვს (რატომ მოგვიანებით აგიხსნით). ამიტომ უნდა შეხვიდეთ My Account => Account Settings => Payment Holding და მონიშნეთ Hold Payment. როცა სასურველი ოდენობის თანხას დააგროვებთ, გააუქმებთ Hold Payment-ს და ფული გამოიგზავნება. როდესაც ჩეკი ჩამოგივათ საჭიროა მისი განაღდება. ამის ერთადერთი საშუალებაა მისი ბანკში მიტანა. კონკრეტული ბანკის დასახელებისგან თავს შევიკავებ, რეკლამაში რომ არ ჩამომერთვას. თითქმის ყველა ქართულ ბანკს ერთნაირი პირობები აქვს. ჩეკს ანაღდებენ 1 თვის ვადაში და საკომისიოს იტოვებენ 50$-ს (ზოგი ბანკი დამატებით მცირე 1-3%-ს იღებს თანხიდან). სწორედ ამიტომ არ ღირს ჩეკის გამოგზავნა, რომლის ღირებულებაც 200-300$ არაა. უბრალოდ, თქვენ ძალიან მცირე რაოდენობის თანხა დაგრჩებათ. განახლება: ბოლო მეთოდი აღარ დაგჭირდებათ რადგან დაემატა (საქართველოსთვის) Western Union მინიმალური გადმოსარიცხი თანხა 70 ევრო. გადმოირიცხვისთანავე 1-2 საათში უკვე შეგეძლებათ თანხის აღება. განაღდება შეგიძლიათ საქართველოს ნებისმიერ ბანკში ასევე რიკოში რიკო ჯობია რადგან კურსი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი აქვთ. პროცესს ჭირდება დაახლოებით 10-15 წუთი. კიდევ ერთი: გამოიყენეთ Blogger.com. ბლოგით დაწყება ძალიან ადვილია და არ მოითხოვს ვებ-პროგრამირებაში განსაკუთრებულ ცოდნას. შექმენით რამდენიმე ბლოგი სხვადასხვა თემებზე და ჩასვით AdSense-ის რეკლამები ყოველ მათგანზე. გაითვალისწინეთ, რომ Blogger.com ბიძია გუგლის საკუთრებაა, რამდენს ნიშნავს ეს თქვენი რეკლამებისთვის ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. დასკვნა ეს იყო ის ძირითადი ინფორმაცია, რაც უნდა გცოდნოდათ Google AdSense სისტემის შესახებ. მაგრამ მხოლოდ ამ ინფორმაციით შორს ვერ წახვალთ. საჭიროა ყველაფერი დეტალურად შეისწავლოთ და რაც მთავარია იშრომოთ. გახსოვდეთ, თუ საკუთარ საიტებზე მუშაობას დაიზარებთ, მხოლოდ ცენტებს იშოვნით. მაგრამ თუ არ იზარმაცებთ, საკუთარი შემოსავლის თვეში 30000-მდე (და ეს ზღვარი არაა, თუმცა ქართულენოვან საიტებში ასეთ თანხებს ვერ იშოვით) გაზრდაც კი შეიძლება. ამის დასტურს სურათზე ხედავთ. წყარო: http://compinfo.ge
  2. უკანასკნელ ათწლეულში ტექნოლოგიებმა და ინტერნეტმა შეცვალეს ჟურნალისტის საქმიანობა, ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების გზები. უკეთ ინფორმირებული მსოფლიო, უკეთეს დემოკრატიულ მდგომარეობას განაპირობებს მსოფლიოში - ამაში დარწმუნებულები არიან Google-ში და სწორედ ამიტომ ახალი ინსტრუმენტი შექმნეს News Lab-ის სახით, რომელიც პირველ რიგში სწორედ ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების უკეთესს გზას წარმოადგენს. ,,ჩვენი მიზანია ტექნოლოგიისა და მედიის ინტერაქცია ჟურნალისტებისა და მეწარმეების აქტიური თანამშრომლობით“, - აცხადებს News Lab-ის დირექტორი სტივ გროუვი. News Lab ქმნის ინსტრუმენტებს, რომელიც ამარტივებენ ინფორმაციის მოძიებას, კვლევას, ანგარიშის მომზადებას ვიზუალური მხარეების დამატებით და მათ ოპტიმიზაციასა და გავრცელებას. ,,მიუხედავად იმისა, რომ მედიის წარმომადგენლებისთვის Google-ის ფუნქციები ხელმისაწვდომი აქამდეც იყო, მედია ინდუსტიისთვის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს იძლევა ახალი პროექტი“, - დასძენს გროუვი. News Lab-ში შესაძლებელია მედია პროდუქტის შექმნის შესწავლა, Google Trends-ის გაცნობა და პროგრამების შექმნა - ერთგვარი ნიუსრუმის გაკეთება. კომპანიის განცხადებით, პარტნიორებთან ერთად აქტიურად მუშაობენ ინვოაციური მედია პროგრამების წარმოებისთვის. დაინტერესებულ პირს შეუძლია, ასევე, სიახლეები მიიღოს Twitter-ის და Google+-ის „ფოლოუინგის“ მეშვეობით და YouTube არხის გამოწერით. მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა მოქალაქეების ჩართულობას. ამისათვის სამი პროექტი განხორციელდება: First Draft, WITNESS Media Lab და the YouTube Newswire. News Lab-ს საკუთარი გუნდი ეყოლება ბრიტანეთში, აშშ-ში, საფრანგეთსა და გერმანიაში. წყარო: http://indianexpress.com
  3. ინტერაქტიულ რუკაზე სრულად განთავსდა ინფორმაცია დედაქალაქში არსებული ყველა შენობა-ნაგებობისა და გზათა ქსელის შესახებ. აღნიშნული მონაცემები დაახლოებით 3500 კილომეტრის სიგრძის გზათა ქსელს და 160 ათას შენობა-ნაგებობას აერთიანებს, რომლებიც შესაბამისი სამისამართო ნუმერაციითაა დანომრილი. ამიერიდან ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს, Google-ს რუკაზე მოიძიოს თბილისში არსებული ნებისმიერი შენობა, მათ შორის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება: საჯარო და კერძო სკოლები, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები. მომდევნო ქალაქი, რომლის მონაცემების ასახვასაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო Google map-ზე დაიწყებს, გორი იქნება. ამას გარდა, მიმდინარე წელს რუსთავის, მცხეთისა და ფოთის შესახებ ინფორმაციის განთავსებაცაა დაგეგმილი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უკვე მესამე წელია სივრცით (გეოგრაფიულ) მონაცემებს აგროვებს და მუდმივად მუშაობს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საძიებო სისტემაში საქართველოსთან დაკავშირებული ინფორმაცია სრულყოფილად იყოს ასახული. Google-ს პოპულარულ საძიებო სისტემაში საქართველოს შესახებ სრული ინფორმაციის განთავსება მნიშვნელოვანია, როგორც ზოგადად ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, ასევე ნავიგაციის სისტემის, ტურიზმისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. Google-ის რუკაზე საქართველოს შესახებ ინფორმაციის განთავსება 2011 წლიდან დაიწყო. http://zeti.ge/
  4. კომპანია Google-მა საკუთარი მობილური ოპერატორი Project Fi გაუშვა. სერვისი ჯერ-ჯერობით მხოლოდ Nexus 6 სმარტფონების მფლობებლებისთვისაა ხელმისაწვდომი და მხოლოდ მოსაწვევებით. მომხმარებლებს 20 დოლარად შეუძლიათ განახორციელონ ულიმიტო ზარები ქსელის შიგნით და გააგზავნონ SMS-ები უფასოდ, ინტერნეტთან წვდომა კი 10 დოლარი ეღირება გიგაბაიტზე. თუ ადამიანი არ მოიხმარს ტრაფიკს სრულად, მაშინ მას დაუხარჯავი ბალანსი უკან დაუბრუნდება. ულიმიტო სატარიფო გეგმები კონტრაქტში არ განიხილება, რადგანაც Google თვლის, რომ “გადახდა უნდა ხდებოდეს მხოლოდ გამოყენებული რესურსების მიხედვით” Google მუშაობს ოპერატორებთან T-Mobile და Sprint, რომ გააფართოოს დაფარვის ზონა; მიმდინარე მომენტრისთვის ის ხელმისაწვდომია 4G ქსელებში უმთავრეს მეგაპოლისებში და 3G ქსელებში ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე. ტექნოლოგია ითვალისწინებს მიერთებას ყელაზე სწრაფ ხელმისაწვდომ Wi-Fi ქსელებთან ან T-Mobile-ისა და Sprint-ის ანძებს. Google ამბობს, რომ თქვენ ვერ იგრძნობთ გადასვლას Wi-Fi და მობილურ ქსელებს შორის გადასვლისას და ზარი ამ შემთხვევაში არ გაწყდება. https://www.youtube.com/watch?v=xfFHnBQ6nQg
  5. Captcha-ს დასასრული მოახლოვდა და სავარაუდოდ ეს ამბავი ძალიან ცოტას ეწყინება. Captcha არის საიტებზე გავრცელებული ფორმა, რომელიც ნაწილობრივ მკაფიო სიტყვების და სახლის ნომრების ჩაწერით გამოწმებს ხარ თუ არა ადამიანი. როგორც Google -მა გასულ კვირას გამოაცხადა, ეს სისტემა ჩანაცვლდება ერთი კლიკით, და პირველად დაინერგება იმ საიტებზე, რომლებიც იყენებენ reCAPTCHA სერვისს. კომპანია ახლა ავითარებს ახალ API-ის, რომელიც ჩაანაცვლებს დამახინჯებულ ტექსტს ახალი სისტემით, სადაც მომხმარებელს შეეძლება მარტივად მონიშნოს ყუთი – „I’m not a robot” – მე არ ვარ რობოტი. ამჟამად საიტებს აქვთ შესაძლებლობა დატოვონ ძველი სერვისი ან შეცვალონ ის ახალი API-ის საშუალებით. შესაძლოა, რომ ეს ცვლილება მომხმარებლამდე არ მოაღწიოს საკმარისად სწრაფად, მაგრამ დიდი შანსია, რომ უმეტესობა საიტებისა, რომლებიც აქტიურად ვითარდებიან ძალიან მალე დააყენებენ ამ ბოლო განახლებას. რატომ ცვლის მიდგომას Google ? საქმე იმაშია, რომ ძველი სტილის CAPTCHA სულაც არ იყო კარგი რობოტების შეჩერებაში, უფრო მეტიც, დღევანდელი ტექნოლოგიებით ბოტებს შეუძლიათ CAPTCHA 98.8 პროცენტი სისწორით გადაწყვიტონ. ეს ყველაფერი მათ გამოუსადეგარს ქმნის. reCAPTCHA დაიბადა იმ იდეით, რაც CAPTCHA-ს უნდა შეესრულებინა ა) დაადასტუროს, რომ ვიღაც არის ადამიანი და მეორე ბ) დაეხმაროს წიგნების სკანირებაში. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში Google-მ დაიწყო reCAPTCHA-ს გამოყენება ქუჩის ხედიდან სახლის რიცხვების გადაწერაზე. გამომდინარე იქედან, რომ უკანასკნელი განახლებები ჯერ დამუშავების პროცესშია და უახლესი ვერსია ჯერ არ გაშვებულა, ამიტომ ჯერ გაურკვეველია როგორი გავლენა ექნება მას. ძალიან ცოტა შანსია, რომ ის ბევრმა მომხმარებელმა იხილოს, რადგან Google სულ უფრო ნაკლებ სიტყვებს გადაიტანს ამოსაცნობად, ხოლო კლასიკური reCAPTCHA მხოლოდ მაშინ გამოჩნდება, როცა Google-ს ალგორითმები არ იქნებიან დარწმუნებული, რომ თქვენ მართლაც ადამიანი ხართ. რა შესაძლებლობა აქვს ახალ API -ის? ახალი API უფრო მოსახერხებელი CAPTCHA-ს ვერსიაა. როგორც Google აცხადებს მობილური ტელეფონის მომხმარებლებმა შეიძლება მალე იხილონ სურათის კლასიფიცირების თავსატეხი, სადაც მომხმარებლებმა მოწოდებული სურათის მსგავს სურათზე უნდა დააკლიკონ. ეს კი მათ დაეხმარებათ კომპიუტერის მჭვრეტელობით პროექტებში, რაც მათ უფრო მეტად უნდა აინტერესებდეთ, ვიდრე ეს საწყისი/ძირითადი OCR-ია. შეგიძლიათ თავად შეამოწმოთ ახალი reCAPTCHA შემდეგ საიტებზე: Snapchat, WordPress და Humble Bundle. IDEAHUB LENOVO
  6. მოკლედ ბევრი რომ არ ვიბოდიალო ყვეალას გინახავთ Google დანამატები პატარა დაილები რომლებსაც ბრაუზერში ცვლილებები შეაქვთ. მოკლედ გავაკეთე დანამატი გუგლის სთორზეც ავტვირთე მაგრამ მჭირდება ახლა გზა თუ როგორ დავაყენო საიტზე ავტო გადმოწერის ფუნქცია. ანუ როდესაც ქრომით შემოვლენ საიტზე ავტომატურად რომ გადმოწეროს ეგ დანამატი . მაგალითი აი ასე რომ იყოს რა . გუგლის სისტემაში არის გაკვეთილი ტექსტური სახით Inline Installation ქვია მაგრამ რაღაც არ გამოდის და ვინმემ თუ იცით და დამემხარებით მადლობელი დაგრჩებით .
  7. Google-მა მომხმარებლებს ახალი პროდუქტების სრული სპექტრი წარუდგინა. ამ პროდუქტებში შედის მობილური ოპერაციული სისტემა Android Lollipop 5.0, Nexus 6 სმარტფონი და Nexus 9 ტაბლეტი. Nexus 6-ის მწარმოებელი გახლავთ Motorola, Nexus 9-ის კი HTC და ორივე მოწყობილობა Android L-ზე იმუშავებს. ხსენებულის გარდა, კომპანიამ ასევე მის ისტორიაში არსებული პირველი მოწყობილობა წარმოადგინა, რომელიც Android TV-ს მართვის საშუალებას მოგცემთ Android 5.0 Lollipop ახალი ოპერაციული სისტემა უნიფიცირებისკენ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია და Google-ის მოწყობილობების სამომხმარებლო ინტერფეისის გაერთიანება დაეკისრა, რათა ერთი მოწყობილობიდან მეორე მოწყობილობაზე გადასვლა მომხმარებლისთვის შეუმჩნეველ და კომფორტულ პროცესად გადაიქცეს. აღნიშნულის გარდა, ახალმა ოპერაციულმა სისტემამ უზრუნველყო შეტყობინებებზე მომხმარებელთა კონტროლის გაზრდა და მათი კონკრეტულ მდგომარეობაში ლიმიტირების შესაძლებლობა. Android Lollipop ასევე Battery-saving ელემენტის შემნახველ ფუნქციას წარმოგიდგენთ, რომელიც მოწყობილობის სიცოცხლისუნარიანობას დამატებით 90 წუთამდე ზრდის. გაუმჯობესდა ოპერაციული სისტემის უსაფრთხოება, დაემატა Smart Lock ფუნქცია, Factor Reset Protection და სხვა. Nexus 6 . Motorola-ს მიერ წარმოებული Nexus 6 Android L ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე პირველი სმარტფონი გახლავთ. იგი აღჭურვილია 6 დიუმიანი Quad HD (2560×1440) რეზოლუციის მქონე ეკრანით, 13 მეგაპიქსელიანი ოპტიკური გამოსახულების სტაბილიზაციის მქონე კამერითა და 3220mAh მოცულობის ელემენტით, რომელსაც დამატებით სწრაფი დამუხტვის ფუნქცია აქვს მინიჭებული. სმარტფონი ხელმისაწვდომია მუქ ლურჯ ან თეთრ ფერებში და მისი წინასწარი შეკვეთა ოქტომბრის ბოლომდე დაიწყება. Nexus 9 Nexus 9 ტაბლეტის მწარმოებელი გახლავთ HTC. მოწყობილობა აღჭრვილია 8.9 დიუმიანი Gorilla Glass 3 IPS LCD ეკრანით, 64-ბიტიანი Tegra K1 პროცესორით, Kepler SX1 გრაფიკული პროცესორით, 2GB RAM ოპერატიული და 16 ან 32GB შიდა მეხსიერებით. ხელმისაწვდომია როგორც Wi-Fi, ასევე LTE მოდელი. Nexus 9 17 ოქტომბრიდან გახდება ხელმისაწვდომი. წყარო: mashable.com
  8. LENOVO

    Google Input Tools

    ამას წინათ დამჭირდა რუსული ტექსტის აკრეფა ვორდში (14 ფურცელი). როგორც ვიცი უმეტესობას ( მათ შორის მეც) უჭირს კლავიატურაზე რუსული ასოებით ბეჭდვა. ხოდა ბევრი ქექვის შედეგად მივაგენი გუგლის ერთ-ერთ აპლიკაციას: Google Input Tools, რომლითაც ზემოთ ხსენებული პრობლემა აღარ შეგაწუხებთ და ადვილად შეძლებთ ნებისმიერ ენაზე წერას. ტექსტის აკრეფის მოქმედება ასეთია: მაგალითად: კარგად ვიცით ინგლისური ან ქართული ასოებით ბეჭდვა, მაგრამ არ ვიცი რუსულად სწრაფად ბეჭდვა. მინდა დავწერო სიტყვა програмирования. მე პირადად ბევრი დრო დამჭირდება ამ ერთი სიტყვის დასაწერადაც კი. ახლა კი როცა გვექნება ეს აპლიკაცია, როცა გადავიყვანთ ენას (შრიფტს) რუსულზე ავტომატურად მოხდება აპლიკაცისს გააქტიურება და რულად აკრეფა მოხდება ინგლისურის ვარიანთიათ. აი განვიხილოთ ზემოთ ნახსენები სიტყვა: როგორც ვეხავთ ენა ინგლისურზეა: გადავიყვანოთ რუსულზე: და აი როცა გადავიყვანთ როგორც ხედავთ გვერდით გამოჩნდა აპლიკაციის ლოგოც: და როცა დავიწყებთ ბეჭდვას, ავკრეფთ სიყვას ინგლისური ასოებით და ქვევით მოგვცემს რუსულ ვარიანტს: მემგონი გამოსადეგი იქნება ყველასათვის! ამ აპლიკაციის გადმოწერა შეიძლება აქედან: http://www.google.com/inputtools/windows/ BY LENOVO
  9. 1. როგორ ვიპოვოთ ზუსტი ფრაზა, ან სიტყვის ფორმა ოპერატორ „“-ს მეშვეობით. ჩასვით სიტყვა ან ფრაზა ბრჭყალებში და გუგლი მოძებნის იმ ვებ-გვერდებს, სადაც ზუსტად ეს ფრაზაა. მაგალითად: „მე გწერთ“ 2. როგორ ვიპოვოთ ციტატა, რომელშიც სიტყვაა გამოტოვებული. დაგავიწყდათ სიტყვა ციტატაში? ჩასვით მთელი ციტატა ბრჭალებში, გამოტოვებული სიტყვის ნაცვლად კი ვარსკვლავი * დაწერეთ. ციტატა დავიწყებულ სიტყვასთან ერთად მოიძებნება. მაგალითი: „იყო არაბეთს * მეფე“ 3. როგორი ვიპოვოთ სასურველი სიტყვა. უბრალოდ ჩამოთვალეთ ყველა სიტყვა ვერტიკალურად, მათ შორის კი სლეში ჩასვით |. მაგალითი: ანანასი | მწყერი | შამპანური 4. როგორ ვიპოვოთ სიტყვა, რომელიმე წინადადებაში გამოიყენეთ ოპერატორი სიტყვით „ ამპერსანდი“ - &. თუკი სიტყვებს ამპერსანდით შეაერთებთ, გუგლი მოძებნის დოკუმენტებს, სადაც ეს სიტყვები ერთ წინადადაებაში გვხვდება. მაგალითი: ილიას ძეგლი & აკაკის 5. როგორ ვიპოვოთ დოკუმენტი, რომელიც კონკრეტულ სიტყვას შეიცავს. სასურველ სიტყვას წინ პლუსი დაურთეთ და არ გაყოთ იგი space-ით. ძებნაში დაურთეთ რამდენიმე აუცილებელი სიტყვა. მაგალითად: ალი და ნინო + ბულვარი 6. როგორ გამოვრიცხოთ სიტყვა ძებნიდან სიტყვას წინ მინუსი დაურთეთ. შეგიძლიათ რამდენიმე სიტყვაც გამორიცხოთ მაგალითი: მუმი ტროლი მულტფილმი -როკი - ლაგუტენკო 7. როგორ ვეძებოთ გარკვეულ საიტზე ამისთვის გამოიყენეთ ოპერატორი site. ამ სიტყვის მერე აუცილებლად დაურთეთ ორწერტილი. მაგალითი: საქართველოს კონსტიტუცია site: consultant(წერტილი)ge 8. როგორ მოვძებნოთ გარკვეული ტიპის დოკუმენტები გამოიყენეთ ოპერატორი mime. შეიყვანეთ ძებნაში mime, ორწერტილი და შემდეგ იმ ტიპის დოკუმენტი, რომელსაც ეძებთ. მაგალითად, pdf ან doc. მაგალითად: განცხადება mime: pdf 9. როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია გარკვეულ ენაზე ოპერატორ lang-ის მეშვეობით. lang- ის მერე დასვით ორწერტილი და დაწერეთ რა ენაზე ეძებთ დოკუმენტებს. მაგალითად ვეფხისტყაოსანი lang:ru წყარო: Geonews.ge
  10. https://www.youtube.com/watch?v=wtLJPvx7-ys Google-ის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ივნეთი, რომელიც ყველა დეველოპერმა და ტექნოლოგიის მოყვარულმა უნდა ნახოს
  11. Tornike Shavidze

    Node.js

    მოკლე აღწერა: Node.js არის პროგრამული პლატფორმა, რომელიც გამოიყენება განსაკუთრებით სერვერის მხარეს. Node.js იყენებს ჯავასკრიპტს სკრიპტინგის ენად და აღწევს მაღალ ტევადობას non-blocking I/O-ის დახმარებით. Node.js შეიცავს ბიბლიოთეკებს HTTP სერვერის შესაქმნელად, მისი დახმარებით შესაძლებელია: შექმნა ვებ სერვერი, სხვა გარე პროგრამების გარეშე, როგორებიცაა: Apache, ან Lighttpd. ასევე დეველოპერს აძლევს მეტ საშუალებას შექმნილი სერვერის სამართავად და დასაკონფიგურირებლად. მცირე ისტორია: Node.js არის შექმნილი Ryan Dahl-ის მიერ, 2009 წლის დასაწყისში. რომელიც შემდეგ განვითარებული და დასპონსორებულია კომპანია Joyent-ის მიერ. როდესაც V8 engine იქნა გამოშვებული გუგლის მიერ, Dahl-მა დაიწყო ჯავასკრიპტის განხილვა . . . Node.js არის Google's V8 JavaScript engine-ის კომპილირებული პაკეტი, რომლის ბირთვის ბიბლიოთეკაც, ასევე დაწერილი იქნა Javascript-ზე. HTTP სერვერის შექმნა და "Hello World"-ის გამოტანა ეკრანზე: var http = require('http'); http.createServer(function (request, response) { response.writeHead(200, {'Content-Type': 'text/plain'}); response.end('Hello Worldn'); }).listen(8000); console.log('Server running at http://localhost:8000/'); წყარო: http://developer9621-geo.blogspot.gr/2014/01/node.html
  12. Google-ს მილიარდები იმისთვის, რომ ინტერნეტზე წვდომა დედამიწის უკლებლივ ყველა მაცხოვრებელს ქონდეს. Google ინტერნეტ კომუნიკაციის კიდევ უფრო გაფართოებისთის ემზადება. კომპანიის მორიგი პროექტის მიხედვით, Google-ს 180-ზე მეტი თანამგზავრი ინტერნეტს მთელ პლანეტაზე გაავრცელებს. გამოცემა "The Wall Street Journal" წერს, რომ ამერიკული ინტერნეტ კომპანია აპირებს მილიარდები დახარჯოს თანამგზავრების გაშვებაზე, რომლებიც ინტერნეტს მთელ პლანეტაზე გახდის ხელმისაწვდომს. თანამგზავრები გაცილებით დაბალ ორბიტებზე იტრიალებენ, ვიდრე ჩვეულებრივი სატელიტები. მათი ზუსტი ღირებულება დამოკიდებული იქნება მათ სიმძლავრესა და ტექნოლოგიაზე. ამ ეტაპზე პროექტის დასრულებული ვარიანტი ჯერ მზად არ არის, თუმცა თანამგზავრების პირველ პროტოტიპებს უკვე უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ. უკვე ცნობილია, რომ ამ პროექტზე კომპანიის დანახარჯები 1-3 მილიარდ დოლარამდე მიაღწევს. პროექტის კურატორი იქნება გრეგ უაილერი, რომელმაც თანამგზავრული სტარტაპის "O3b Networks" დაარსებით გაითქვა სახელი, ამჟამად კი Google -ში მუშაობს. შეგახსენებთ, რომ ეს არის პირველი ყველაზე მასშტაბური ამერიკული ინტერნეტ ხელმისაწვდომობის პროექტი, რომელიც დედამიწის აბსოლუტურად ყველა მაცხოვრებელზეა გათვლილი. თუმცა Google-ს სახელზეა ასევე "Project Loon", რაც ინტერნეტის პლანეტაზე გავრცელებას საჰაერო ბურთების მეშვეობით ითვალისწინებს. ასევე Google-მ იყიდა მფრინავი რობოტების მწარმოებელი კომპანია "Titan Aerospace". წყარო:Business & Technology
  13. გამარჯობა, კეთილი იყოს ჩემი მოსვლა ამ ფორუმში. ეს ჩემი დაწერილი სტატიაა რომელიც არავინ არაფრად ჩააგდო ფეისბუქზე და მივხვდი რომ არაფრის ღირსები არ არიან. სოციალური ქსელები – საუკეთესო საშუალებაა მეგობრებთან, ნაცნობებთან ურთიერთობის, ახალი ამბების მოძიებისა და გართობისათვის. ბოლო დროს ხშირად მხვდება ვირუსული ბმულები რომლითაც უამრავი მომხმარებელი „ავადდება“, მომდის გაურკვეველი წამოშობის შეტყობინებები მეგობრების ექაუნთებიდან, ეს კი იმის მანიშნებელია რომ მათი გვერდები დავირუსებული და „გატეხილია“, გატეხილი გვერდები კი სხვა (არაინფორმირებულ) მეგობრებსაც აზარალებს (ავირუსებს). პოსტის მიზანი ჩემი მეგობრების, მათი მეგობრების და ნაცნობების ინფორმირებაა შესაძლო საფრთხეებზე და მათი თავიდან არიდების მარტივ გზებზე, ამიტომ რამოდენიმე რჩევა ინტერნეტ – უსაფრთხოების საკითხებში დაგეხმარებათ გაატაროთ თავისუფალი დრო სოციალურ ქსელებში უსაფრთხოდ. კიბერდამნაშავეები იყენებენ სხვადასხვა სქემებს რათა მოაგროვონ ინფორმაცია „მსხვერპლის“ შესახებ, მათ ამაში დიდ დახმარებას უწევს სოციალური ქსელები როგორიცაა google + ВКонтакте, Facebook და სხვა. შეამოწმეთ ყველა კონტაქტი პირველ რიგში დარწმუნდით, რომ ადამიანი ვისთანაც საუბრობთ ნამდვილად ის არის: ჰკითხეთ ისეთი რამ რაც კიბერდამნაშავეს არ ეცოდინება, გადაამოწმეთ მისი სურათები, მეგობრები, პოსტები კედელზე და მათი დამატების თარიღები , ხშირად არის შემთხვევა როდესაც არეგისტრირებენ გვერდებს და თავს ასაღებენ თქვენს მეგობრად რათა მიიღონ უფრო მეტი ინფორმაცია, რაც დაეხმარებათ თავისი მიზნების მიღწევაში. დაიცავით თქვენი საბანკო ინფორმაცია არასოდეს არავის არ მიაწოდოთ თქვენი საბანკო ინფორმაციის ნებისმიერი წვრილმანიც კი! ან ის რაც თქვენს პირად ფინანსებს უკავშირდება გავიმეორებ არასოდეს არავის !!! არ დაიმატოთ მეგობრებში უცხო ადამიანი თუ გიგზავნიან მეგობრობის თხოვნას, მაგრამ თქვენ მათ არ იცნობთ არ დაიმატოთ ისინი, უარყავით მოთხოვნა! დაიცავით თქვენი პაროლები პაროლის დამატებითი დაცვა შესაძლოა გახდეს ისეთი რთული ეტაპი, რომელსაც ვერასოდეს გადალახავს კიბერდამნაშავე, ამიტომ: პაროლი უნდა შედგებოდეს ასოების კომბინაციით (დიდი და პატარა ასოებით) და ციფრების ჩარევით. მაგალითად (PccKHfZ4p3w4uP7J5A) ასეთი პაროლის ქონის შემთხვევაში შანსი იმისა რომ თქვენი პროფილი პირდაპირი გზით გატყდება არის 0%. შეცვალეთ პაროლი ხშირად! არასოდეს არ გამოიყენოთ ერთიდაიგივე პაროლები სხვადასხვა სოციალურ ქსელსა თუ საიტებზე, რადგან ერთის გატეხვის შემთხვევაში ყველა მის ბედს გაიზიარებს. ვიდეო შესაძლოა გახდეს მახე! არასოდეს გადახვიდეთ ვიდეოზე რომლის პირველი კარდიც ძალზედ მიმზიდველად გამოიყურება, ვიდეოზე სადაც მოგთხოვენ ჯერ დალაიქებას და შემდეგ შემოგთავაზებენ ყურებას. (არ იგულისხმება უკვე სანდო ლინკები როგორიცაა: youtube.com myvideo.ge და ა.შ) მოცემულ შემთხვევაში შესაძლოა გარე საიტიდან მიიღონ ინფორმაცია თქვენი პროფილის და თქვენი მეგობრებიის შესახებ, რათა მათაც შესთავაზონ ვიდეო და ვირუსულად მოედოს თქვენს სანაცნობო წრეს. ახალი სმაილების დამატება, ლაიქების მომატება და ა.შ შემხვედრია პოსტები სადაც გვიხსნიან როგორ უნდა დავამატოთ ახალი სმაილები, სინამდვილეში კი ვირუსს გვამატებინებენ ჩვენივე ხელით, პოსტები საიდანაც გვთავაზობენ ლაიქების მომატებას ან რაღაც საინტერესოს რისი გაგებაც მომხმარებლების უმეტესობასაც სურს, მაგალითად გირჩევენ რომ ამ პროგრამის საშუალებით თქვენ გაიგებთ თქვენი მეგობრის პაროლს, რეალურად კი თქვენსას იგებენ იმავე პროგრამის დახმარებით. მოკლედ, არ გადახვიდეთ ასეთ ან ამდაგვარ ლინკებზე არავითარ შემთხვევაში. მომხმარებლის სახელი და პაროლი კიბერდამნაშავე ზოგჯერ მიმართავს მეთოდს რომ შემოგაპაროთ ლინკი სადაც თქვენ დაინახავთ რომ ლინკზე გადასვლის შემდეგ ფეისბუქიდან გამოხვედით და ახლიდან გიწევთ ავტორიზაცია, გამოუცდელი თვალი ვერ შეამჩნევს ბრაუზერის ლინკ ბარში არსებულ სრულიად განსხვავებულ ლინკს. თქვენ შეგყავთ პაროლი და ხვდებით ფეისბუქის თქვენს პროფილზე, მაგრამ თქვენი სახელი და პაროლი უკვე გაგზავნილია კიბერდამნაშავის ბაზაში. არასოდეს გაიაროთ ავტორიზაცია არასანდო საიტებზე (არ იგულისხმება უკვე სანდო ლინკები როგორიცაა: youtube.com myvideo.ge და ა.შ) დაიცავით თქვენი ტაბლეტი, სმარტფონი თუ კომპიუტერი სათანადოთ! დააყენეთ გამოცდილი და კარგი ანტივირუსული საშუალება, რადგან რის შანსი რომელიმე საიტიდან ვირუსი ავტომატურად გადმომისამართდეს თქვენს კომპიუტერში და შემდეგ მოიპოვოს და გაუგზავნოს ინფორმაცია პატრონს. კარგი ანტივირუსის ქონის შემთხვევაში და სწორად შერჩეული საიტების მონახულების სტატისტიკის შემთხვევაში ეს შანსიც ძალიან მცირდება უამრავი მაგალითის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ ეს უსასრულოა... თქვენ უნდა დაიმახსოვროთ მთავარი პრინციპები, რათა იყოთ უსაფრთხოთ! გისურვებთ წარმატებებს
  14. h4ck3r4

    Google Trends Traffic Magnet

    Google Trends Traffic Magnet ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=klngTURpBVk ოფიციალური საიტი : http://gtrendstrafficmagent.com/ გადმოსაწერი ლინკი : http://allshares.ge/download.php?id=BE76636F78 პაროლი არქივზე : Scripts.Ge
×