Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'samsung'.



More search options

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • ფორუმი
    • ფორუმი
    • ზოგადი დისკუსიები
    • ტუტორიალი/Tutorial
    • მათემატიკა
    • ბიბლიოთეკა
    • კრიპტოგრაფია
    • კიბერ უსაფრთხოება
    • ელექტროინჟინერია
  • პროგრამები
    • დიზანის & 3D მოდელირება
    • პროგრამები/ software
    • დაცვა
  • Visual Studio
    • Visual Studio
    • C#
    • C და C++
    • ASP.NET/WPF/MVC
    • WCF
    • Quick Basic / Visual Basic
  • Web Development
    • HTML & CSS
    • Bootstrap
    • PHP & MySQL
    • Javascript
    • AngularJS
    • სხვადასხვა
    • SEO
    • ძრავების მიმოხილვა
  • Development
    • JAVA
    • Perl
    • Python
    • ბაზები
    • Other
    • Game Developer
    • მობილურის დეველოპერი
  • IT-Support
    • Unix/Linux
    • MS Windows
    • Apple /MAC
    • Android
    • Network
    • კომპიუტერის არქიტექტურა
  • ყიდვა-გაყიდვა/შეკვეთები
    • ყიდვა-გაყიდვა
    • შეკვეთები

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


AIM


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Jabber


Skype


ლოკაცია


ინტერესები

Found 5 results

  1. Samsung Galaxy S6 Edge-ი ეს არის Samsung-ის მიერ მომხმარებლისთვის ბაზარზე წარდგენილი ახალი სმარტფონი, რომლის მთავარი განმასხვავებელი თვისება მისი დახრილი კიდეებია. ეს არის მშვენიერი, თუმცა ძვირადღირებული სმარტფონი. დადებითი მხარე: Samsung Galaxy S6 Edge-ს მიმზიდველია და მაღალი კლასის დიზაინი აქვს. იგი სწრაფია, გააჩნია მძლავრი ინტერფეისი და ასევე კარგი კამერა. S6 Edge არის ინოვაციური დიზაინის მქონე ტელეფონია, რომელსაც ეკრანის ორივე კიდე მომრგვალებული აქვს. უარყოფითი მხარე: ცუდი მხარე რასაც ყველა ეგრევე გამოავლენს არის რათმქუნდა ფასი. ეს ტელეფონი რიგითი მომხმარებლისთვის ძვირია. არადამაკმაყოფილებელია ელემენტის გამძლეობა. არ აქვს microSD ბარათის ჩასადები და ელემნეტიც არ ეცვლება. მანქანებთან პარალელს თუ გავავლებთ შეიძლება ითქვას რომ Samsung Galaxy S6 Edge არის Ferary და Galaxy S6 არის BMW. ეს არის პირველი სმარტფონი რომელსაც ორივე კიდე მომრგვალებული აქვს, რაც ხაზს უსვამს მის ინოვაციურ დიზაინს. ეს არ არის მხოლოდ პირველი მომრგვალებული ტელეფონი, მას აგრეთვე დღეისთვის არსებულ სმარტფონებში საუკეთესო ეკრანი აქვს. მიუხედავას იმისა, რომ S6-ს და S6 Edge-ს თითქმის ერთნაირი პარამეტრები აქვს, Edge-ს მაინც სრუალიად განსხვავებული შეგრძნება აქვს. მაღალი კლასის დიზაინის ტენელოფს მაღალი ფასიც მოყვება. აშშ-ში S6 Edge $100-ით ძვირი ღირს ვიდრე S6. საქართველოში Samsung Galaxy S6 Edge უკვე დევს სამსუნგის ბრენდ მაღაზიაში, მაგრამ ეს მხოლოდ საჩვენებლად და გასატესტად არის ჩამოტანილი. Galaxy S6 Galaxy S6 Edge ზომა (ინჩებში) 5.6 x 2.8 x 0.27 5.6 x 2.8 x 0.28 ზომა (მილიმეტრებში) 143.4 x 70.5 x 6.8 142.1 x 70.1 x 7.0 წონა (უნციებში) 4.9 4.6 წონა (გრამებში) 138 132 Samsung Galaxy S6 Edge-ს აქვს ოდნავ ძლიერი ელემენტი, განსაკუთრებით ღამის რეჟიმში ეკრანის მუშაობისას. S6 Edge-ს 2,600mAh ელემენტი აქვს, ხოლო S6-ს 2,550mAh. უხეში გათვლით S6 Edge-ის ელემენტი 13 საათს ძლებს, როდესაც S6 12,4 საათს. ორივე ტელეფონის შეძენა შესაძლებელი ოქროს, შავ და თეთრ ფერებში. შეფასება: ელემენტის გამძლეობა 4 ფუნქციები 4.5 დიზაინი 5 კამერა 4 პერფორმანსი 4.5 დასკვნა: Samsung Galaxy S6 Edge-ი ეს არის Samsung-ის მიერ მომხმარებლისთვის ბაზარზე წარდგენილი ახალი სმარტფონი, რომლის მთავარი განმასხვავებელი თვისება მისი დახრილი კიდეებია. ეს არის მშვენიერი, თუმცა ძვირადღირებული სმარტფონი.
  2. ქსელში წყალგაუმტარი კორპუსის მქონე Galaxy S6 Activ-იც გაეშვება. ინტერნეტ სივრცეში ყოველდღიურად უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც ახალი Samsung Galaxy S6-ის გაუმჯობესებულ მონაცემებს ეხება. ამჯერად, ცნობილი გახდა კამერის შესახებ, რომელსაც სამხრეთ კორეული ფლაგმანი ახალი სმარტფონისთვის გამოიყენებს. გაზეთ ETNews-ის ინფორმაციით, სეულმა, სპეციალურად გალაქსი S6-სთვის ახალი, 20 მეგაპიქსელიანი სენსორი შექმნა. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, წინა კამერის მანაცემები 5 მეგაპიქსელამდე გაიზრდება, რაც ე.წ. ”სელფის” გადაღებას კიდევ უფრო ხარისხიანს გახდის. არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ახალი Samsung Galaxy S6-ის ანონსი 2 მარტს, გამოფენა MWC 2015-ის ფარგლებში იგეგმება, ხოლო ახალი მოწყობილობების გაყიდვა იმავე თვეში, პრეზენტაციიდან რამდენიმე დღეში დაიწყება. წყაროების მიხედვით, Galaxy S6-ის ბაზარზე გამოსვლიდან რამდენიმე ხანში, ქსელში წყალგაუმტარი კორპუსის მქონე Galaxy S6 Activ-იც გაეშვება. წყარო:bpn.ge
  3. როგორც ვიცით, კომპანია Samsung-ს ძალიან რთული პერიოდი დაუდგა: აზიის ბაზარზე მისი სმარტფონების გაყიდვების რიცხვი ძალიან შემცირდა, რისი მიზეზიც ჩინური კომპანია Xiaomi არის. ასევე ა.შ.შ.-ში შეიძლება მისი სმარტფონების გაყიდვაც აიკრძალოს (ან თითოეულ გაყიდულ სმარტფონზე ჯარიმა დაეწესოს). ამიტომ იგი სხვადასხვანაირად ცდილობს, რომ გაზარდოთ თავისი გაყიდვები და მოიზიდოს მომხმარებელი. ამის შესანიშნავი მაგალითია მისი ახალი კამპანია, რომლის ფარგლებშიდაც იგი მომხმარებელს, რომელიც იყიდის მის უკანასკნელ ფლაგმანებს Note 4-ს ან Note Edge-ს მიიღებს შესანიშნავ საჩუქრებს. ესენია: Audible – 3 თვიანი უფასო გამოწერა Audible-ზე The Wall Street Journal – 6 თვიანი უფასო გამოწერა The Wall Street Journal-ზე Kindle for Samsung – 1 უფასო ელ. წიგნი Samsung Book Deals-ის საშუალებით NYTimes – Breaking News – უფასო 12 კვირიანი გამოწერა NYTimes – Breaking News-ზე Bloomberg Businessweek+ – 1 წლიანი უფასო გამოწერა Bloomberg Businessweek+-ზე OnLive – უფასო 3 თვიანი გამოწერა OnLive-ზე 100% Games – 3,250 უფასო კრისტალი Dungeon Hunter 4-ის თამაშში Diddeo – ყველა ფუნქციის გახსნა Diddeo-ში AmpliTube LE – ყველა ფუნქციის გახსნა უფასოდ AmpliTube LE-ში SketchBook for Galaxy –პრემიუმ ფუნქციები სამუდამოდ Parallels Access – უფასო 6 თვიანი გამოწერა Parallels Access-ზე ArtRage – ArtRage-ის უფასო გადმოწერა Dropbox – უფასო 50 GB მეხსიერება Dropbox-ზე 2 წლის განმავლობაში RealPlayer Cloud – 6 თვიანი პრემიუმ მომხმარებლის ფუნქციები RealPlayer Cloud-ზე Pocket – 6 თვიანი უფასო გამოწერა Pocket-ზე Hancom Office 2014 – უფასო გადმოწერა Hancom Office’s Office Editor-ზე სამუდამოდ Magisto – 3 თვე უფასოდ Magisto Premium CameraAce – 6 თვე უფასოდ პრემიუმ ფუნქციები CameraAce – Photo Slideshow-ში Perfect365 – 8 პრემიუმ ანიმაციის ეფექტი Perfect365-ზე PayPal –ესტუმრეთ www.paypal.com/samsung რათა მიიღოთ სპეციალური ფასდაკლებები და შემოთავაზებები ცნობილი ინტერნეტ მაღაზიებიდან. ამ ფუნქციით შეგეძლებათ დაზოფოთ $50 ან მეტი Life360 – 6 თვე უფასო Life360-ის უფასო სერვისი Workout Trainer – 6 თვიანი უფასო გამოწერა Workout Trainer Pro+-ზე TripAdvisor – ექსკლუზიური ფუნქციები მხოლოდ Samsung-ის მომხმარებლისთვის იმედია სამსუნგის ეს კამპანია გაამართლებს და მართლაც მოიზიდავს მომხმარებელს. წყარო:geotechnews.com
  4. Samsung-ს სურს ყველანაირი ჭორი მოსპოს იმის შესახებ, რომ Galaxy Note 4 ისე ადვილად გაიღუნება, როგორც iPhone 6 Plus. ამ ვიდეოში კი ისინი იმ ტესტირებებს გვიჩვენებენ, რისი გავლაც Galaxy Note 4-ს უწევს. თუ iPhone 6 Plus უკანა ჯიბეში ჩაიდებთ და სკამზე ისე დაჯდებით, სავარაუდოდ ის გაიღუნება. Samsung კი ამაზეც ტესტირებას აკეთებს და 100 კილოგრამიანი ადამიანის სიმულირებას ახდენს, რომელიც მობილურს 100-ზე მეტჯერ აჯდება. Note 4-ის სიმკვრივე ძლიერი მეტალის კორპუსისგან გამომდინარეობს https://www.youtube.com/watch?v=UrhCz6PnT78 ideaHub
  5. Samsung Galaxy Note 4-ის მახასიათებლების შესახებ ჭორებმა შესაძლო რაოდენობას გადააჭარბა! Samsung Galaxy Note 4-ის ოფიციალურ გამოსვლამდე ორ თვეზე მეტი დარჩა, ჭორები და გაჟონილი ინფორმაცია კი პიკს აღწევს. რამდენიმე დღის წინ მეოთხე თაობის ფაბლეტმა AnTuTu benchmarking Suite-ზე წარმადობის შემოწმება გაიარა, რამაც მისი მახასიათებლების ინტერნეტში გაჟონვა გამოიწვია. ტესტის მიხედვით წარმოდგენილია ორი ვარიანტი: quad-core Snapdragon 805 ჩიპი Adreno 420 გრაფიკული პროცესორით და octo-core Exynos 5433 ჩიპი ARM Mali-T760 გრაფიკული პროცესორით. გარდა ამისა, რეპორტის მიხედვით, სმარტფონი აღჭურვილია 5.7 დიუმიანი 2560×1440 QHD ეკრანით, რომელიც ტესტში არ გამოჩენილა. ინფორმაცია ასევე მოიცავს 3GB RAM ოპერატიულ და 32GB შიდა მეხსიერებას, 16 მეგაპიქსელიან უკანა და 3.6 მეგაპიქსელიან წინა კამერას და სხვა, თუმცა საუბარი არ არის მოწყობილობის ფორმაზე. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელთა უმეტესობა მომრგვალებული კუთხეების მქონე Note 4-ს ელის, რაც დრო გადის, მით უფრო უფერულდება ხსენებული მოდელის არსებობის თეორია. წყარო:Business & Technology
×