Jump to content
Sign in to follow this  
LENOVO

Google Captcha-ს მარტივი ღილაკით ანაცვლებს

Recommended Posts

fcce1c45e427.png

 

Captcha-ს  დასასრული მოახლოვდა და სავარაუდოდ ეს ამბავი  ძალიან ცოტას ეწყინება. Captcha არის  საიტებზე გავრცელებული ფორმა, რომელიც ნაწილობრივ მკაფიო სიტყვების და სახლის ნომრების ჩაწერით გამოწმებს  ხარ თუ არა ადამიანი.

როგორც Google -მა გასულ კვირას გამოაცხადა, ეს სისტემა ჩანაცვლდება ერთი კლიკით, და პირველად დაინერგება იმ საიტებზე, რომლებიც იყენებენ reCAPTCHA სერვისს.

კომპანია ახლა ავითარებს ახალ API-ის, რომელიც ჩაანაცვლებს დამახინჯებულ ტექსტს ახალი სისტემით, სადაც მომხმარებელს შეეძლება მარტივად მონიშნოს ყუთი –  „I’m not a robot” – მე არ ვარ რობოტი.

 

6dbee05ff059.gif

ამჟამად საიტებს აქვთ შესაძლებლობა დატოვონ ძველი სერვისი ან შეცვალონ ის ახალი API-ის საშუალებით. შესაძლოა, რომ ეს ცვლილება  მომხმარებლამდე არ მოაღწიოს საკმარისად სწრაფად, მაგრამ დიდი შანსია, რომ უმეტესობა საიტებისა, რომლებიც აქტიურად ვითარდებიან ძალიან მალე დააყენებენ ამ ბოლო განახლებას.

5dc49c79ef2b.png

 

რატომ ცვლის მიდგომას Google ?

საქმე იმაშია, რომ ძველი სტილის  CAPTCHA სულაც არ იყო კარგი რობოტების შეჩერებაში, უფრო მეტიც, დღევანდელი ტექნოლოგიებით ბოტებს შეუძლიათ CAPTCHA 98.8 პროცენტი სისწორით გადაწყვიტონ.

ეს ყველაფერი მათ გამოუსადეგარს ქმნის.  reCAPTCHA დაიბადა იმ იდეით, რაც CAPTCHA-ს უნდა შეესრულებინა ა) დაადასტუროს, რომ ვიღაც არის ადამიანი და მეორე ბ) დაეხმაროს წიგნების სკანირებაში. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში Google-მ დაიწყო reCAPTCHA-ს გამოყენება ქუჩის ხედიდან სახლის რიცხვების გადაწერაზე.

გამომდინარე იქედან, რომ უკანასკნელი განახლებები ჯერ დამუშავების პროცესშია და  უახლესი ვერსია ჯერ არ გაშვებულა, ამიტომ ჯერ გაურკვეველია როგორი გავლენა ექნება მას. ძალიან ცოტა შანსია, რომ ის ბევრმა მომხმარებელმა იხილოს, რადგან Google სულ უფრო ნაკლებ სიტყვებს გადაიტანს ამოსაცნობად, ხოლო კლასიკური reCAPTCHA მხოლოდ მაშინ გამოჩნდება, როცა Google-ს ალგორითმები არ იქნებიან დარწმუნებული, რომ თქვენ მართლაც ადამიანი ხართ.

790bcddde557.png რა შესაძლებლობა აქვს ახალ API -ის?

ახალი API უფრო მოსახერხებელი CAPTCHA-ს ვერსიაა. როგორც Google აცხადებს მობილური ტელეფონის მომხმარებლებმა შეიძლება მალე იხილონ სურათის კლასიფიცირების თავსატეხი, სადაც მომხმარებლებმა მოწოდებული სურათის მსგავს სურათზე უნდა დააკლიკონ. ეს კი მათ დაეხმარებათ კომპიუტერის მჭვრეტელობით პროექტებში, რაც მათ უფრო მეტად უნდა აინტერესებდეთ, ვიდრე ეს საწყისი/ძირითადი OCR-ია.

შეგიძლიათ თავად შეამოწმოთ ახალი reCAPTCHA შემდეგ საიტებზე: Snapchat, WordPress და Humble Bundle.

IDEAHUB

LENOVO

  • Upvote 1

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
Sign in to follow this  

×