Jump to content
Sign in to follow this  
GHOST_FATHER

როგორ ავირჩიოთ მობილური ტელეფონი

Recommended Posts

 

786f9eaea3df.jpg

მობილური ტელეფონი, კომუნიკატორი თუ სმარტფონი

 

მობილური ტელეფონის შერჩევისას თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, კონკრეტულად როგორი ტიპის მოწყობილობა გინდათ. არსებობს მობილურები, რომლებიც ორიენტირებული არიან: ფოტოს გადაღებაზე, ინტერნეტის მოხმარებაზე, მუსიკის მოსმენაზე, დიზაინზე და სხვა  ფუნქციებზეან მობილურები, რომელებიც ასრულებენ  კომპიუტერის  ფუნქციებს, ამ ტიპის მოწყობილობებიდან გამოარჩევენ კომუნიკატორებს და სმარტფონებს.

კომუნიკატორებსა და სმარტფონებს შორის, არსებითად, დიდი განსხვავება არაა და ამ ტიპის მოწყობილობების შედარება დიდ აზრთასხვაობას იწვევს. კომუნიკატორების შემთხვევაში მულტიმედიური შესაძლებლობები (ფოტო, ვიდეო, მუსიკა და .) შედარებით შეზღუდულია. სმარტფონი, შეიძლება ითქვას, რომ არის მობილური ტელეფონი პლიუს პერსონალური კომპიუტერი, ხოლო კომუნიკატორი -პერსონალური კომპიუტერი პლიუს GSM/SPRS მოდული, მობილური კავშირის და ინტერნეტ მოხმარებისთვის.

   სმარტფონის მუშაობა ეფუძნება ოპერაციულ სისტემას Windows Mobile, Symbian, Maemo, Android, iOS, BlackbBery OS რისი საშუალებითაც შესაძლებელია მასში ჩაიტვირთოს მრავალი ტიპის აპლიკაცია მაგ: Skype, Oficce, Brawser-ები და სხვა სამომხმარებლო პროგრამები, რაც ზრდის სმარტფონის ფუნქციონირებას. ამ ტიპის მოწყობილობების სწრაფმოქმედება დამოკიდებულია მძლავრ პროცესორზე და ასევე ოპერატიულ მეხსიერებაზე.

   კომუნიკატორი - არის ჯიბის კომპიუტერი, დიდი ეკრანით, ხშირად სენსორულით  და  QWERTY- კლავიატურით. პრაქტიკულია თამაშებისთვის, ელექტრონული წიგნების საკითხავად, ფილმების საყურებლად, სხვადასხვა დოკუმენტებთან, ასევე საოფისე პროგრამებთან  და ელექტრონულ ფოსტასთან სამუშაოდ.

    ასე რომ, თუ თქვენ გინდათ მოწყობილობა, რომლითაც გააგზავნით SMS, MMS, მოუსმენთ მუსიკას, გადაიღებთ ფოტოს - აირჩიეთ მობილური ტელეფონი. ხოლო თუ თქვენ გინდათ მოწყობილობა, რომლითაც შეასრულებთ ყველა ამ ფუნციას, პლიუს გექნება ოპერაციული სისტემა, რომლითაც უფრო გაზრდით  ფუნქციონირებას და  ეს იქნება უფრო მძლავრი მოწყობილობა, მაშინ აირჩიეთ - სმარტფონი და თუ თქვენ გჭირდებათ მოწყობილობა, რომელიც შეასრულებს ჯიბის კომპიუტერის ფუნქციას - კომუნიკატორი.

 

 

 

 

 

ვიზუალური მხარეები

 

როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი ტელეფონი ? - ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებულიზოგს კლასიკური ფორმები და შთამბეჭდავი ზომები მოსწონს, ზოგს კი ურჩევნია ტელეფონი  ჯინსის ჯიბით ატაროს და მომხიბლავი მოძრაობით გახსნას ტელეფონის ხუფი. პრაქტიკულად ყველა მწარმოებლები  მობილურებს განსხვავებული ფორმა - ფაქტორებით უშვებს. ყველა მათგანს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე.

 

კლასიკური ანუ მონობლოკის ფორმა - მართკუთხა მობილური ტელეფონი, რომელსაც საჩვენებელ პანელზე აქვს განთავსებული ეკრანიც და კლავიატურაც. უმეტესად ეს საშუალო ზომის აპარატებია, რომლებსაც აქვთ საშუალო ზომის ეკრანი. გამონაკლისებია ის მოდელები, რომლებშიც გამოიყენება მხოლოდ QWERTY კლავიატურა, ეს ნიშნავს, რომ მთლიან საჩვენებელ პანელზე განთავსებულია მხოლოდ ეკრანი და ორი-სამი "ცხელი"კლავიში. ასეთი ტელეფონის მინუსად შეიძლება მივიჩნიოთ, შემთხვევით გამოძახების კლავიშზე ხელის დაჭერა, იმ შემთხვევაში როცა აპარატი  ვიწრო ჯიბეში დევს.

დასაკეცი ტიპის ტელეფონები ძალიან პოპულარულია ქალებში. ჩვეულებრივ, ეს არის  ლამაზი, საშუალო დონის მოდელები, რომლებიც იკეცებაეკრანი და კორპუსი ერთმანეთზეა დადებული. იმისათვის რომ უპასუხოთ ზარს ან, უბრალოდ, გახსნათ ტელეფონი უნდა აწიოთ ზედა ხუფი. ძირითადი ეკრანი და კლავიატურა დამალულია აპარატის ორნახევარს შორის. დასაკეცი ტელეფონების ზედა  მხარის ქვეშ არის განთავსებული ეკრანი, რომელიც დაკეცილ მდგომარეობაში ეხება კლავიატურას, რომელიც თავის მხრივ განთავსებულია ქვედა ნახევარზე. ზოგიერთ მოდელებში მობილური აპარატების საჩვენებელ ნაწილზე განთავსებულია პატარა დამატებითი ეკრანი, რომელზეც შესაძლებელია დავინახოთ ვინ გვირეკავს, დრო და შემოსული sms რაოდენობა. ასეთი ტიპის  ეკრანი მთლიანად დაცულია გარეგანი ზემოქმედებისგან.

 

სლაიდერი - სლაიდერი გვხდება როგორც მამაკაცის ისე ქალის მოდელებში. ამ ტელეფონების მოდელები არის პირველი და მეორე ფორმის კომბინირებული ვარიანტი. სლაიდერის ეკრანიისევე როგორც კლასიკის   განთავსებულია ზედა მხარის საჩვენებელ პანელზე, ხოლო კლავიატურა ქვედა მხარეს, ისევე როგორც გასახსნელ მობილურსასეთი აპარატები არ არის  ულტრა თხელი, მაგრამ მწარმოებლებს შეუძლიათ გამოიყენონ დიდი ეკრანი და მსხვილი ან QWERTY კლავიატურის კლავიშები. სლაიდერის მრავალსახეობაა გვერდითა სლაიდერი. გარეგნულად ეს აპარატი ისე გამოიყურება როგორც  სლაიდერი, განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ  გვერდითი სლიადერი ჩვეულებრივი სლაიდერისგან გასხვავებით გვერდით იშლება და არა ზემოთ.

 

 

 

 

 

მობილური ტელეფონის კამერა

 

მობილურ ტელეფონში ერთ - ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს კამერა, რომელიც შეიძლება ჰქონდეს როგორც დაბალფასიან ასევე მაღალფასიან მოდელებს. მათ შორის, რა თქმა უნდა, დიდი განსხვავებაა. არსებობენ მობილურები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ფოტოს გადაღებაზე, რომელთაც კამერაფონებსაც უწოდებენ, მათ აქვთ მძლავრი კამერა მაგ: 5, 8, 12 მეგაპიქსელი, განათება, ღიმილის დეტექტორი, პანორამა და  გადაღების სხვადასხვა რეჟიმი. დაბალფასიან მოდელებში გამოიყენება 0,3_დან 2 მპ_მდე რეზოლუციის კამერები.

 

დაბალი რეზოლუციის კამერით გადაღებულ  ფოტოს ძირითადად გამოიყენებთ MMS შეტყობინების გადასაგზავნად, ასევე იმისთვის რომ, მიამაგროთ კონტაქტს, დაათვალიეროთ მობილურ ტელეფონში ან დააყენოთ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში. ამ რეზოლუციით გადაღებული ფოტო ამოსაბეჭდილი სახით არც ისე ხარისხიანია. ამისთვის საჭიროა უფრო მაღალი რეზოლუციის კამერები. ასევე მნიშვნელოვანია გადაღების რეჟიმების სწორი შერჩევა. რაც შეეხება ვიდეოს- ვიდეოს ხარისხიც დამოკიდებულია გადაღების რეზოლუციაზე. მაღალ ხარისხად ითვლება HD ვიდეო. შერჩევისას, აუცილებელად, უნდა მიაქციოთ ყურადება განათებას, ღამის გადაღებისთვის.

 

მულტიმედია

 

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია მუსიკის ხარისხი და ჟღერადობა მაშინ ტელეფონის არჩევისას ყურადღება უნდა გაამახვილოთ  მულტიმედიაზეტელეფონზე, რომელიც ამავე დროს ხარისხიანი მედიაფლეერია. თითქმის ყველა ტელეფონს და სმარტფონს აქვს მპ3 ფუნქცია. პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციეთ ტელეფონის შიდა მეხსიერებას და დამატებით მეხსიერების ბარათს, რაზეც დამოკიდებული იქნება თუ რამდენ მუსიკას შეინახავთ თქვენს მობილურშიყურსასმენს კარგი ვარიანტია 3,5მმ_იანი აუდიო პორტი, სადაც შეგიძლიათ შეართოდ მაღალი ხარისხის ყურსასმენები და ასევე უფრო დიდი სიმძლავრის დინამიკებიც კი, ეს იგივეა პორტია, რაც პერსონალურ კომპიუტერს აქვს. აგრეთვე მნიშვნელოვანია თუ რომელი ფორმატის წაკითხვა (დაკვრა) შეუძლია მობილურს, მაგალითად MP3/WMA/WAV/AAC და ..

 

 

 

Sony Ericson-ის ზოგიერთ მობილურს აქვს ფუქცია გაჩვენოთ სიმღერის დასახელება, შემსრულებელი და ალბომის სახელიც კი TrackID ფუნქციით. ასევე მნიშვნელოვანია FM მიმღებიყურადღება მიაქციეთ რამდენი რადიო-ტალღის დაჭერა შეუძლია ტელეფონს და აქვს თუ არა რადიოდან მუსიკის გადმოწერის ფუნქცია.

Bluetooth  თქვენი ტელეფონის კიდევ ერთი დამატებითი ფუნქციაა. ის შესაძლებლობას ქმნის მოუსმინოთ სიმღერებს, Bluetooth გარნიტურაში.

 

ინტერნეტი

 

თუ თქვენ გიწევთ, ელექტრონულ ფოსტასთან მუშაობა, Skype-ით ან სხვა მესენჯერებით სარგებლობთ, გიყვართ ინტერნეტ გვედების დათვალიერებაყურადღება უნდა მიაქციოთ ინტერნეტის მიღების რა სტანდარტი გააჩნია თქვენ მობილურს და რა თქმა უნდა იმასაც, თუ რამდენათ პრაქტიკული იქნება ინტერნეტში მუშაობა თქვენი მობილური ტელეფონით. ყველა სმარტფონზე და კომუნიკატორზე შესაძლებელია Skype დაყენება. არსებობს ტექნოლოგია VoIP, რომელიც შესაძლებელს ხდის Skype ან სხვა მესენჯერით განვახორციელოთ ზარი, ინტერნეთ ზარები მნიშვნელოვნად შეამცირებს თქვენს დანახარჯებს. Skype_ დაყენება შესაძლებელია, ჩვეულებრივ Java ტელეფონებზეც.

 

რაც შეეხება ბრაუზერებს, მობილური ტელეფონისთვის არსებობს WAP საიტები. ეს არის სპეციალურად მობილურისთვის დაწერილი საიტები, აქვთ მცირე ზომა და გათვლილია მობილურის ეკრანისთვის, ამასთან ერთად, თუ ბრაუზერს  HTML_ის მხარდაჭერა აქვსმობილურებს შეუძლიათ ჩვეულებრივი WEB საიტების დათვალიერებაც.

 

 

 

არსებობს მობილურ ტელეფონში ინტერნეტის მიღების რამდენიმე სტანდარტი. მათ შორის განსხვავება სიჩქარეშია, ერთ-ერთი მეორე თაობის სტანდარტი GPRS_ია, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 115 კბ/წმ_ია. არსებობს უფრო სწრაფი სტანდარტებიც მაგ:  EDGE სტანდარტით შესაძლებელია 296 კბ/წმ_მდე ინტერნეტის მიღება.

 

 

 

მესამე თაობის დანერგვამ ინტერნეტის მიღების სიჩქარე მნიშვნელოვნად გაზარდა, არსებობს მესამე თაობის რამდენიმე სტანდარტი: UMTS, HSUPA,WCDMA,HSDPA ამათგან თანამედროვე მესამე თაობის ტელეფონებში, ყველაზე გავრცელებულია HSDPA, რომლის მაქსიმალური თეორიული სიჩქარე 14,4 მბ/წმ_ია, რაც დაახლოებით 100 ჯერ უფრო სწრაფია  ვიდრე მეორე თაობის ტექნოლოგიები.

 

 

 

თანამედროვე ტელეფონებში ასევე მნიშვნელოვანია Wi-Fi ტექნოლოგია, ამ ტექნოლოგიის საფუძველზე, რადიოტალღების მეშვეობით  ხდება მობილურ ტელეფონში ინტერნეტის მიღება. Wi-Fi_ის  სტანდარტებს შორის ყველაზე გავრცელებული b/g/n, Wi-Fi_ია, რომლის   მაქსიმალური სიჩქარე 600 მბ/წმ_ია.

 

 

 

 

 

მობილური ტელეფონის მეხსიერება

 

თუ თქვენ მობილურ ტელეფონში ინახავთ, მუსიკებს, ვიდეოებს, ფოტოებს და სხვა ტიპის ინფორმაციას, ყურადღება უნდა მიაქციოთ, შიდა მეხსიერებას და ასევე აქვს თუ არა მეხსიერების ბარათის ჩასადები ბუდე თქვენს მობილურს.

 

 

 

დაბალფასიან მოდელებს, რომელსაც აქვთ, მხოლოდ ძირითადი ფუნციების მხარდაჭრა, მობილური კავშირი, SMS და ინტერნეტი არ ჭირდებათ დიდი მოცულობის მეხსიერება.

 

 

 

სმარტფონებში და კომუნიკატორებში შიდა მეხსიერების გარდა გვხვდება RAM - ოპერატიული და ROM მეხსიერება, ROM მეხსიერებაზე სისტემისთვის საჭირო და აუცილებელი  მონაცემები ინახება, იგი  ხელს უწყობს სისტემის ჩატვირთვას და მუშაობას. ოპერატიულ მეხსიერებაზე კი დამოკიდებული რამდენად სწრაფად და შეფერხების გარეშე იმუშავებს მოწყობილობა.

 

 

 

შიდა მეხსიერება ტელეფონში შეიძლება იყოს, რამოდენიმე მეგაბაიტიდან  32 გიგაბაიტიც კი, რაც შეეხება მეხსიერების ბარათის ბუდეს, ტელეფონს აქვს მეხსიერების ბარათის წაკითხვის მაქსიმალური ძღვარი და მეხსიერების ბარათის შეძენისას უნდა გავითვალისწინოთ თუ რამდენის წაიკითხვა შეუძლია ჩვენ მობილურს, რათა მუშაობაში პრობლემები არ შეექმნას.

 

 

 

მობილურ ტელეფონებში ძირითადად გამოიყენება microSD  და microSDHC იგივე T-Flash ტიპის მეხსიერების ბარათები. ეს უკანასკნელი გამოირჩევა უფრო მაღალი სისწრაფით და ინფორმაციის უფრო მეტი ტევადობით. Sony Ericsson_ის გარკვეულ მოდელებში გამოიყენება, Memory Stick Micro (M2), რომელიც ფორმით განსხვავებულია microSD_გან.

 

 

 

 

 

მობილური ტელეფონის ეკრანი

 

დღეს მობილური ტელეფონი არა არის მხოლოდ აპარატი, რომლითაც მარტო დარეკვაა შესაძლებელი. ჩვენ შეგვიძლია ვისარგებლოთ მუსიკით, ინტერნეტით, ელექტრონული წიგნებით, რუკებით, თამაშებით და უფრო მეტი კომუნიკაციის საშუალებებით, ასევე არსებობს ათასობის სამუშაო და გასართობი პროგრამები. თუ თქვენთვის საინტერესოა ესეთი თვისებების მქონე მობილური ტელეფონები, ეს ყველაფერი დამოკიდებულია მის ზომაზე და მახასიათებლებზე, ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია  - ეკრანი.

 

 

 

მობილურ ტელეფონებში ძირითადად გამოიყენება TFT, OLED, STN, Amoled ტიპის ეკრანები. ძირითადი ეკრანის მახასიათებლებია: რეზოლუცია, ფერების რაოდენობა, ზომა. ეკრანის ზომა არის  დიაგონალის სიგრძე, იზომება დიუმებში 1 დიუმი = 2.54 სანტიმეტრს. რეზოლუცია არის ფერადი წერტილების/პიქსელების განლაგება ეკრანზე, ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად, ამ პატარა პიქსელებისგან იქმნება ეკრანზე გამოსახულება, რაც უფრო მეტია წერტილების რაოდენობა მით უფრო კარგია ეკრანის გარჩევადობა, რაც შეეხება ფერებს, ეკრანზე ფერების რაოდენობა შეიძლება იყოს 65K, 256K, 16M, ანუ 65 000, 256 000, 16 000 000.

 

 

 

ზოგიერთ ბიუჯეტურ მოდელებში გვხვდება, მონოქრომული ანუ შავ - თეთრი ტიპის ეკრანები, ამ ტიპის ეკრანებს აქვთ დაბალი რეზოლუცია საშუალოდ 96х68 პიქსელიძირითადი უპირატესობა კი ის აქვთ, რომ აქვთ დაბალი ენერგომოხმარება.

 

 

 

თანამედროვე მობილურებში, ფართოდაა გავრცელებულია სენსორული ეკრანები, რომელიც გამოირჩევა დიდი ზომებით და კარგი ფერებით, განსხვავებილია მოხმარების პრინციპიც, სენსორულ ეკრანებზე მოქმედება ხდება  ჩხირით (სტილუსით) ან თითის ზემოქმედებით, არის ეკრანები რომელიც მარტო თითის მოქმედებაზე მუშაობს, რომელთაც  Multi-touch ეკრანები ქვიათ. სენსორული ეკრანები კარგია თამაშებისთვის, ელექტრონული წიგნებისთვის, საოფისე პროგრამებისთვის და ..

 

 

 

 

 

 

დამატებითი ფუნქციები

 

გარდა ზემოთხსენებული ფუნქციებისა მობილურ ტელეფონებს აქვთ ძალიან ბევრი შესაძლებლობებითითქმის ყველა ტელეფონს აქვს კალკულატორიმავიძარათამაშებიბევრ მოდელს აქვს რადიოასევე FM - გადამცემი, Bluetooth და სხვა ბევრი კომუნიკაციის საშუალებებიასევე GPS, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია განსაზღვროთ თქვენი ადგილმდებარეობა.

 

 

 

GPS მიმღები - არის ტელეფონის ფუნცია დაუკავშირდეს თანამგზავრს და მიიღოს ინფორმაცია ზუსტ ადგილმდებარეობაზეასევე მდებარეობა ზღვის დონიდანმოძრაობის სიჩქარე და .. GPS_ის დახმარებით ასევე შესაძლებელია გადაღებულ ფოტოზე და ვიდეოზეც დავიტანოთ კორდინატებიამ ფუნქციას Geo-tagging  ქვია.

 

 

 

FM Transmater - მობილური ტელეფონის ფუნქციარითიც შეგვიძლია მობილური ტელეფონის და რადიო მოწყობილობის დაკავშირებარომელიმე თავისუფალ სიხშირეზე და მობილურში არსებული მუსიკები გაჟღერდეს რადიოს დინამიკებშიმოქმედების რადიუსი არის 10 მეტრს.

 

 

 

თამაშები - თითქმის ყველა ტელეფონზე შესაძლებელია რომ დაყენდეს თამაშებითუ აქვს  JAVA_ მხარდაჭერა.  JAVA  არის პროგრამირების ენარომლითაც იწერება  სხვადახვა თამაშებიპროგრამები და აპლიკაციებიმისი ძირითადი უპირატესობა ისაა რომ Java_ში დაწერილი პროგრამების და აპლიკაციების ჩაწერა და გაშვება შესაძლებელია ნებისმიერ ტელეფონზე რომელსაც  Java _ მხარდაჭერა აქვს.

 

 

 

 

 

 

 

რატომ აქვს ტელეფონს ოპერაციული სისტემა?

 

 

 

,,ჭკვიანისმართფონების და კომუნიკატორების ორიგინალური და მოსახერხებელი ფუნქციებიის რომ ამ ტიპის მოწყობილობები შესაძლებელია გამოვიყენოთ როგორც პერსონალური ან ჯიბის კომპიუტერიშესაძლებელია სხვადასხვა მობილური ოპერაციული სისტემის საშუალებით.

 

 

 

ოპერაციული სისტემა სმარტფონებში და კომუნიკატორებში ზრდის პროგრამულ უზრუნველყოფასმისი საშვალებით შესაძლებელია სხვადასხვა  - საოფისემულტიმედიურიინტერნეტ და სხვა ტიპის პროგრამების დაყენება მოწყობილობაშიმობილური ოპერაციული სისტემებისთვის არსებობს ათასობით და ზოგჯერ ასიათასობით აპლიკაციარაც ზრდის მოწყობილობის ფუნქციონირებას.

 

 

 

ძირითადად ხუთი მობილური ოპერაციული სისტემაარომელიც მიბმულია სხვადასხვა ბრენდის მოწყობილობებზე, Apple iPhone_ში იყენებს iOS (iPhone OS) ოპერაციულ სისტემას, Nokia ტრადიციულად Symbian_, Blackberry თავისივე Blackberry OS_ხოლო Windows Mobile და Android კი შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვა ბრენდის მოწყობილობებში.

 

 

 

 

 

Symbian: გამჭვირვალობა და სტაბილურობა

 

თუ თქვენ გინდათ მოწყობილობასთან ხმოვან რეჟიმში მუშაობაასევე გამოიყენოთ როგორც სრულფასოვანი კომპიუტერიდააყენოთ უამრავი პროგრამაკარგი არჩევანია Symbian_ის  ოპერაციული სისტემასისტემა არის საკმაოდ მარტივი და სტაბილურიაქვს სხვა პლიუსებიცროგორიცაა ხანგძლივი ლოდინის და საუბრის მაქსიმალური დროსისტემის მარტივი განახლება და სხვა.

 

 

 

 ოპერაციული სისტემის არჩევა - ეს ნაწილობრივ თქვენი არჩევანიაყველაზე ცნობილ მწარმოებლების მოწყობილობებში გაშვებულია Symbian OS, უპირველეს ყოვლისა Nokia_ ტელეფონებში. Symbian OS გამოირჩევა მოქნილი და მარტივი ინტერფეისითეჭვგარეშეამისი უპირატესობა არის ის ფაქტიცრომ Symbian პირველმა შეიმუშავა მობილური მოწყობილობებისთვისმარტივად აღსაქმელი შესაძლებლობებინათელი ფუნქციები და მოსახერხებელი პარამეტრები.  Symbian_ის სისტემა ყველაზე გავრცელებული მობილური ოპერაციული სისტემაარომელსაც Nokia_ გარდა Sony Ericsson, Samsung და სხვა ცნობილი მწარმოებლებიც იყენებენრაც მის ფუნქციონალურობას უსვამს ხაზს.

 

 

 

ტელეფონებშირომელშიც ჩატვირთულია Symbian OS, მოსახერხებელია დაამატოთ მახასიათებლები ან წაშალოთ პროგრამები, Symbian OS აქვს სპეციალური დაცვის სისტემებისერთიფიკატები,  ყოველი ვერსიისათვის იქმნება განსხვავებული პროგრამული უზრუნველყოფარაც მოწყობილობების და პროგრამული განსხვავებებიდან გამომდინარეობსვერსიებს შორის პროგრამებისთამაშების და სხვა აპლიკაციებიების თავსებადობა შეუძლებელია.

 

 

 

 

 

Windows Mobile: მოხერხებული და ნაცნობი პროგრამები

 

სმარტფონებირომელშიც Windows Mobile_ია ჩატვირთული საკმაოდ  პოპულარულიარისი მიზეზიც შეიძლება ის იყოსრომ ძალიან დიდი მსგავსებაა პერსონალური კომპიუტერის Windows_თანსისტემა არის მრავალფუნქციური და საკმაოდ მოსახერხებელიაგანსაკუთრებით საოფისე პროგრამებთან (Word, PowerPoint, Excel)  სამუშაოდ.

 

 

 

მობილური ოპერაციული სისტემა თავდაპირველად Microsoft_მა შექმნა კომუნიკატორების და ჯიბის კომპიურტერებისთვისპირველი ვერსია გათვლილი იყო ბიზნეს მომხმარებლისთვისშემდეგ თანდათანობით მოხდა მულტიმედიური ფუნქციებით გამდიდრება.   Windows Mobile_ აქვს საკმაოდ დიდი არჩევანი სანავიგაციო პროგრამებისამიტომ რეკომენდირებულია იმათთვის ვინც გამოიყენებს საკომუნიკაციო და სანავიგაციო საშუალებებად.

 

 

 

ეჭვგარეშე ღირსება Windows Mobile_ის - ავტომატური სინქრონიზაცია Windows_ის  ბაზაზე მომუშავე პერსონალურ კომპიუტერთანმათ შორის კონტაქტებისშეტყობინენებისჩანიშვნების სინქრონიზაცია Microsoft Outlook_თანმიუხედავად Windows Mobile_ის ვერსიისამომხმარებელი იღებს მოწყობილობასრომლის მართვა საკმაოდ პრაქტიკულიაეკრანის ჰორიზონტალური და ვერტიკალური მდგომარეობის დროსსისტემის მართვა პრაქტიკულია იმითაცრომ ძირითადი ფუნქციები შეგვიძლია გამოვიტანოთ კრანზე.

 

 

 

 

 

Android: პერსონალიზაცია და ონლაინ სერვისები

 

Android - არის ღია პლატფორმა შექმნილი Linux ბაზაზე,  შექმნილია კომპანია Android_ის მიერამჟმად არის Google_ საკუთრებაშიიგი სწრაფად გახდა პოპულარული იმ მომხმარებშივისაც იზიდავს უახლესი ტექნოლიგიური ინოვაციები და ექსპერიმენტები.

 

 

 

Android უზრუნველყოფს  Google_ მრავალ მომსახურებებს - ელექტრონულ ფოსტას  Gmail_, GoogleTalk, Google Maps_ის რუკებს და .ყველა ეს სერვისები ხელმისაწვდომია Gmail_ზე დარეგისტრირების შემდეგ.

 

 

 

Widget_ები და დამატებითი დანართების შესაძლებელია მარტივად განთავსდეს მოწყობილობის ეკრანზეპროგრამების ინსტალაცია საკმაოდ მარტივია Android Market_ის დახმარებით, Android _თვის 100 000_ზე მეტი უფასო თუ ფასიანი პროგრამა არსებობსმიუხედავად ამისა  Android მწარმოებლები არ აპირებენ მიღწეულზე შეჩერებას და აგრძელებენ საკუთარი ოპერაციული სისტემის კომუნიკაციური პოტენციალის გაძლიერებასასე მაგალითად, Google Voice - დანართი ავსებს პრაქტიკულ და ინტერნეტ-სატელეფონო სრულყოფილ სისტემასხმოვანი და ტექსტური შეტყობინებების მიღებისა სხვადასხვა არხებზე და ასევე მათი გადამისამართება პირად (სტაციონარულნომერზე.  უზრუნველყოფილია მონაცემების სრული სინქრონიზაციასოციალურ ქსელებთანსურათების გაცვლა-გამოცვლის გათვალისწინებით.

 

 

 

 

 

iPhone OS: სტილი და პარამეტრების უბრალოება

 

თუ თქვენ ხართ Apple - ტექნოლოგიის მომხრეთქვენს განკარგულებაშია მოწყობილობა ოპერაციული სისტემით iPhone OS, Mac OS X - საფუძველზე შემუშავებული. iPhone OS _ის მობილური ვერსია ორიენტირებულია მხოლოდ თითით შეხებაზემულტისენსორული (MultiTouch) - ტექნოლოგიის მხარდაჭერით.

 

 

 

მოხმარებისთვის მარტივი ინტერფეისიმაშტაბირების და დათვალიერების ორიგინალური სისტემა,  რამოდენიმე წლის უკან iphone - მოწყობილობადიდი სენსორული ეკრანითყველასთვის გახდა რევოლუციური აღმოჩენამოახდინა პოპულარიზაცია მობილურ გასვლას ინტერნეტშიტრადიციულიუმრავლესობის აზრით iPhone_ის უპირატესობააორიგინალური და ბრწყინვალე ინტერფეისით მოწოდებული პროგრამული შიგთავსირომელიც ოპტიმიზირებულია საკუთარი Apple - მოწყობილობით. Apple - კომპიუტერების და ნოუთბუქების მფლობელებს პრობლემა არ შეექმნებათ iTunes - სინქრონიზაციისას ასევე Mac OS - ფუნქციებით.

 

 

 

მომხმარებლის სურვილების გათვალისწინებითმწარმოებელმა (დეველოპერებმაგააფართოვა სტანდარტული დანართის ფუნქციონალურობა. iPhone OS 2.0 - ვერსიიდან დაწყებულიყოველი მომხმარებელი შეძლებს შეირჩიოს ფასიანი თუ უფასო დამატებითი დანართიპოპულარული სერვისების iTunes და App Store_ის დახმარებითსრულიად ვირტუალური კლავიატურა შეიძლება განიხილოსროგორც ნაკლი ასევე როგორც უნიკალური თავისებურება მარტივი და ცნობადი სტილისსაკუთარი გემოვნებისა და ჩვეულების შესაფერისი.

 

 

 

 

 

BlackBerry OS: იდეალური ელფოსტისთვის.

 

BlackBerry არის ინტერნეტ სერვისებზე და ელექტრონული ფოსტაზე ორიენტირებული მოწყობილობებირომელთაც კანადური ფირმა  Research In Motion (RIM) აწარმოებს  1999  წლიდან.

 

 

 

BlackBerry  წარმოადგენს  პირად ციფრულ ასისტენტს.  რომელზეც მიმაგრებულია მისამართების წიგნიკალენდარი,  გასაკეთებელ სამუშაოთა ნუსხა და .. BlackBerry  ასევე შეიძლება გამოვიყენოთ როგორც პორტატული  მედია  ფლეერი მრავალი აუდიო და ვიდეო ფორმატების  მხარდაჭერითასევე აღჭურვილნი არიან ფოტო/ვიდეო კამერითმრავალი აპლიკაციებით,  GPS მიმღებით  BlackBerry maps_ის მხარდაჭერით,  მაგრამ BlackBerry _ის ყველაზე დიდ უპირატესობად ითვლება გააგზავნოს და მიიღოს  e-mail  სადაც მომსახურე  ოპერატორის  დაფარვის ზონა არსებობს  ან  Wi-Fi  კავშირი.

 

წყარო:ee.ge

  • Upvote 4

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
Sign in to follow this  

×