Jump to content
Sign in to follow this  
GHOST_FATHER

Windows–ის ბოლო ვერსია იქნება

Recommended Posts

38891219922905722909.jpg

 

Microsoft: Windows 10, Windows–ის ბოლო ვერსია იქნება  კორპორაცია Microsoft–ის Windows 10 ამ ოპერაციული სისტემის ბოლო ვერსია იქნება. Microsoft–ის ახალი პროექტების ხელმძღვანელმა ჯერი ნიქსონმა განაცხადა, რომ Windows 10–ის გამოსვლის შემდეგ, რომელსაც ზაფხულისთვის ელოდებიან, ოპერაციული სისტემა განახლდება მუდმივად, მაგრამ ახალი ვერსია აღარ გამოვა. კორპორაციის განცხადებითWindows 10 სისტემის ბოლო დამოუკიდებელი ვერსია იქნება. კომპანიას ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ რას დაარქმევს ახალ სისტემას, რომელიც Windows–ს შეცვლის. სტივ კლეინჰანსმა, კომპანია Gartner–ის ვიცე–პრეზიდენტმა, გაგვაფრთხილა, რომმე–11 ვერსია არ იქნება. მისი სიტყვებით, წარსულში კორპორაცია Microsoft–მა შეგნებულად არ დაარქვა ახალ სისტემას Windows 9 და მის მაგივრად შემოგვთავაზა სახელი Windows 10, იმისათვის, რომ ხაზი გაესვა წარსული ტრადიციისათვის, როცა ერთი ვერსია ცვლიდა მეორეს. ეს ტრადიცია კლეინჰანსის სიტყვებით ბევრ პრობლემას უქმნიდა როგორც კორპორაციას, ისე _ კლიენტებს. „ყოველ სამ წელიწადში Microsoft ქმნიდა მორიგ „დიდ სისტემას“, რის შედეგადაც ჩნდებოდა პროდუქტი, რომელიც მსოფლიოს სამი წლის წინ სურდა და ვერ მიიღო“, – ამბობს კლეინჰანსი. კორპორაციას უხდებოდა კოლოსალური თანხებისა და ძალისხმევის დახარჯვა, რათა დაერწმუნებინა მომხმარებელი იმაში, რომ იგი ახალი სისტემის გარეშე ვერ გაძლებდა და რომ ახალი უკეთესი იყო. ისეთ სიტუაციაზე გადასვლა, როცა Windows გახდება მუდმივად განახლებადი ბოლოს მოუღებს ამ ციკლს და საშუალებას მისცემს Microsoft–ს, მთელი ყურადღება გადაიტანოს ახალი სისტემის შექმნაზე. შემოსავლის დიდი ნაწილი, რომელიც Windows–ს მოაქვს კორპორაციისათვის დაკავშირებულია ახალი კომპიუტერების გაყიდვასთან და ამიტომ ამ კუთხით Microsoft არ დაზარალდება. „მთლიანობაში ეს პოზიტიური ნაბიჯია, მაგრამ იგი გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული“, – ამბობს კლეინჰანსი. მისი სიტყვებით რჩება კითხვები, თუ როგორ შეინარჩუნონ კორპორატიული კლიენტები და როგორი ორგანიზება გაუკეთონ მუდმივად განვითარებადი სისტემის განახლებას. მთლიანობაში უნდა ვივარაუდოთ, რომ სისტემის განახლების ტემპები გაიზრდება.

 

წყარო:http://alioni.info/

Share this post


Link to post
Share on other sites
Guest
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
გამოეხმაურეთ

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Sign in to follow this  

×