Jump to content

Recommended Posts

კომპილატორი — კომპიუტერული პროგრამა, რომელიც კითხულობს პროგრამას დაწერილს რომელიმე პროგრამირების ენაში ანუ წყარო ენაში და თარგმნის მას იდენტიურ პროგრამაში განსხვავებულ პროგრამირების ენაზე ანუ მიზნის ენაზე. კომპილატორის მნიშვნელოვანი თვისება არის წყარო ენაში შეცდომების პოვნა და შეძლებისდაგვარად მათი გამოსწორება ან მითითება. განმმარტებელი კითხულობს პროგრამას დაწერილს რომელიმე პროგრამირების ენაში და სხვა პროგრამირების ენაზე თარგმნის მაგივრად თვითონ ასრულებს წყარო ენაში მითითებულ ბრძანებებს. მაგალითად ჯავაში ენის დამამუშავებელი იყენებს ორივე სისტემას. თავიდან ჯავაზე დაწერილი პროგრამა კომპილირდება შუამავალ პროგრამაში ანუ ბაიტკოდში და შემდგომ ჯავა ვირტუალური მანქანის განმმარტებელი ასრულებს ბაიტკოდში მითიტებულ ბრძანებებს. იმის გამო რომ პროგრამების უმეტესობა მოთავსებულია ერთზე მეტ ფაილში, კომპილატორს, მიზნის მისაღწევად, შეიძლება სხვა პროგამების გამოყენება დასჭირდეს. ერთ-ერთი ასეთი პროგრამა არის პრეპროცესორი, რომლის დანიშნულებაა შეაგროვოს სხვადასხვა ფაილებზე გაფანტული პროგრამა და გააფართოვოს მაკროები წყარო ენის გამოსახულებებში. ლინკერი გადაწყვეტილებებს იღებს გარე მეხსიერების მისამართების დანიშვნაზე სადაც ერთ ფაილში მოთავსებული გამოსახულება უთითებს სხვა ფაილში მათავსებულ პროგამის კოდს. ლოუდერს გადაყავს გასაშვები ობიექტის ფაილები მეხსიერებაში პროგრამის გასაშვებად.

Compiler.thumb.jpg.09f06d04c3c84594187da

კომპილატორის სტრუქტურა

სტანდარტული კომპილატორი შედგება ორი ნაწილისგან: ანალიზი და სინთეზი. ანალიზი შლის წყარო ენას რამდენიმე ნაწილად და ადგენს ამ პროგრამის გრამატიკულ სტრუქტურას. ეს სტრუქტურა შემდგომ შუამავალი კოდის სახეს იღებს და სინტეზის ფაზაში განაგრძობს გადამუშავებას. ანალიზის დროს ხდება პროგრამის სინტატიკური და სემანტიკური შეცდომების დადგენა. გროვდება სხვადასხვა ინფორმაცია პროგრამის შესახებ და ხდება მათი შენახვა მონაცემთა სტრუქტურაში რომელსაც სიმბოლოების ცხრილი ეწოდება. სინთეზის ფაზა შუალედური კოდის და სიმბოლოების ცხრილის გამოყენებით ქმნის სამიზნე პროგრამას. ანალიზის ნაწილს ხშირად წინა ნაწყვეტს უწოდებენ, სინთეზის ნაწილს კი უკანა ნაწყვეტს.

 

Edited by GHOST_FATHER
  • Upvote 2

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
Sign in to follow this  

×