Jump to content
samuraisxmali

მარტივი ანდროიდ აპლიკაცია - ნაწილი 1

Recommended Posts

ამ პროექტის გაკეთებით არაერთ საინტერესო რამეს ისწავლით პროცესში. ხოლო თუ რას ისწავლით კონკრეტულად ამას ბოლოს ვიტყვი biggrin.gif

 

ეს მარტივი აპლიკაცია ღილაკზე დაჭერისას სხვადასხვა, შემთხვევით შერჩეულ საინტერესო ფაქტს გამოგვიტანს ეკრანზე და პარალელურად შეცვლის უკანა ფონის ფერსაც. დასრულებულ აპლიკაციას ექნება ასეთი სახე (უსათაურო-ს გავლენაა, ბევრი არ იცინოთ):

 

 

5f3ae8fc56d1.png

 

 

 

 

მოკლე მიმოხილვა დამწყებებისთვის

 

გახსენით ანდროიდ სტუდიო და შექმენით ახალი პროექტი: File > New > New Project.

1)      აირჩიეთ სახელი: მე ავირჩევ Fun App-ს და Next.

2)      Target Android Devices-ში აირჩიეთ API 19: Android 4.4 (KitKat) და Next.

3)      Activity-ში Empty Activity აირჩიეთ და Next.

4)      Activity-ს სახელი შეცვალეთ fun_app-თი და მიაჭირეთ Finish-ს.

 

ჩაირთვება ჩვენი ახალი პროექტი.

 

სანამ ძირითადზე გადავიდოდეთ, ავხსნათ მარტივი რაღაცეები. თვალსაჩინოებისთვის აქ დავდებ სურათს:

 

01f6e95135d8.png

 

ეკრანზე გამოჩენილი ტელეფონის ვიზუალი გენერირდება activity_fun_app.xml ფაილიდან, რომელიც მოთავსებულია app > res > layout დირექტორიაში.

 

როგორც ხედავთ, მარცხნივ არის პროექტის ფანჯარა, მის გვერდით ხელსაწყოების ფანჯარა.

მარჯვენა მხარეს ზევით არის კომპონენტების ფანჯარა: აქ ჩანს ყველა ის კომპონენტი, რომელიც გამოყენებული გვაქვს.

მარჯვნივ ქვემოთ არის თვისებების ფანჯარა. თვისებები შეგვიძლია შევცვალოთ ამ ფანჯრიდან, რა დროსაც activity_fun_app.xml  ფაილში ავტომატურად ჩაიწერება შესაბამისი მნიშვნელობები; ან გადავიდეთ Text ტაბზე (ახლა ვართ Design ტაბზე) და ხელით ჩავწეროთ სასურველი მნიშვნელობები.

თვალსაჩინოებისთვის, მოდით გადადით Text ტაბზე, შემდეგ დაბრუნდით უკან და უკანა ფონის მნიშვნელობა (background) შეცვალეთ #51b46d-ით, რაც უკანა ფონს აქცევს მწვანედ. შემდეგ გადადით ისევ Text ტაბში და ნახავთ რომ RelativeLayout-ში android:background იქნება ჩვენი შეყვანილი მნიშვნელობა.

Fun App რომ აწერია ლურჯ ფონზე, მაგას ქვია ექშენ ბარი (Action bar). ეგ გამოიყენება მენიუებისთვის, მაგრამ ჩვენ არაფერში გვჭირდება ასე რომ მოვშალოთ. ამისთვის, ტელეფონის ზემოთ რომ აწერია AppTheme, მაგას მიაჭირეთ და გამოსულ ფანჯარაში აირჩიეთ Appcompat.Light.NoActionbar.

ვნახავთ რომ ექშენ ბარი გაქრება, მაგრამ თუ აპლიკაციას გაუშვებთ ის ისევ ჩანს. საქმე იმაშია, რომ თემა იცვლება styles.xml ფაილიდან, რომელიც მოთავსებულია app > res > values ფოლდერში. გავხსნათ ეს ფაილი და >> style name="AppTheme" parent-ში შევცვალოთ DarkActionBar და ჩავწეროთ NoActionBar. ეს ხაზი მთლაინობაში უნდა იყოს ასეთი: <style name="AppTheme" parent="Theme.AppCompat.Light.NoActionBar">.

 

 

აპლიკაციის გაშვება ხდება მწვანე სამკუთხედით, რომელზეც მაუსს თუ გააჩერებთ Run App დაეწერება. მოკლედ, ახლა აპლიკაციას თუ გავუშვებთ ვნახავთ, რომ ექშენ ბარი გამქრალია.

 

კომპონენტები ლაგდება ლეიაუთზე (layout - ქართულად არ ვიცი რას ეძახიან). ის რამდენიმენაირია სხვადასხვა საჭიროებიდან გამომდინარე. ჩვენ ვიყენებთ RelativeLayout-ს. ამ წუთას, მასზე მხოლოდ ერთი კომპონენტია - TextView - რომელშიც არის ტექსტი - Hello World! ჩვენ ეს არაფერში გვჭირდება, ასე რომ მონიშნეთ ხელსაწყო ტელეფონის ეკრანზე და Delete-ს დააჭირეთ.

 

 

მეორე ნაწილი

 

 



ვისაც აპლიკაციის ნახვა უნდა და გასაკეთებლად დრო არ აქვს, ავტვირთე მთლიანი პროექტი და ესაა ლინკი. გადმოწერეთ და გადახედეთ.

 

PDF ფაილი, ვისაც მთლიანად უნდა ტუტორიალი: https://mega.nz/#!HBVEgb7K!SZHvulB0e3qoCULZ55eQAnOQFPaMw3WEi59qVH5z7g8

  • Upvote 1

Share this post


Link to post
Share on other sites
39 minutes ago, m3sk4lit0 said:

Android Studio-ს იყენებ ხო ?

კი ანდროიდ სტუდიოს ბოლო ვერსიას.

Share this post


Link to post
Share on other sites
Just now, samuraisxmali said:

კი ანდროიდ სტუდიოს ბოლო ვერსიას.

რამი რამდენი გაქ?

ანდროიდ სტუდიო მეც მომწონს მარა კომპიუტერს სახეს ახევს :D

გაუმარჯოს ეკლიფსს

Share this post


Link to post
Share on other sites
1 minute ago, furon said:

რამი რამდენი გაქ?

ანდროიდ სტუდიო მეც მომწონს მარა კომპიუტერს სახეს ახევს :D

გაუმარჯოს ეკლიფსს

1 გეგაბაიტს არ სცდება ხოლმე, ისე 8 გეგაბაიტი მაქვს და genymotion-ს ვიყენებ ვირტუალის სახით.

Share this post


Link to post
Share on other sites

ყოჩაღ კარგი პოსტია 

იქნებ რამე დავალებები ან ამოცანები დაგედო მგონი არსად არ დევს წესიერი ამოცანები;

 

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now

×