Jump to content

Recommended Posts

3fb59d5bc8dc.jpg

მსოფლიოში პირველი მაუსი დუგლას ენგელბარტმა 1964 წელს გამოიგონა. იგი შედგებოდა ორი პატარა ბორბლისაგან, რომლებიც ერთმანეთი პერპენდიკულარულად იყვნენ განლაგებულნი, ერთი დიდი წითელი ღილაკისაგან, მას ქონდა კვადრატის ფორმა და რაც მთავარია იყო ხის

Share this post


Link to post
Share on other sites
c07a7a6420b7.jpgმსოფლიოს პირველი ციფრული კამერა 1975 წლის დეკემბერში, სტივ სასონმა შექმნა. კამერის ამ სტილმა, მოგვიანებით რევოლიცია მოახდინა ფოტოგრაფიის სამყაროში. თუმცა მისი თავდაპირველი შესაძლებლობები ბევრად ჩამოუვარდებოდა ახლანდელ ციფრულ კამერებს. ამ კამერით გადაღებული სურათების ხარისხი დღევანდელი ენით რომ ვთქვათ 0.01 მეგაპიქსელი ანუ 100×100 გახლდათ. გადაღებული სურათები მაგნიტოფონის კასეტის ლენტაზე ინახებოდა. თითო სურათის შენახვას 23 წამი ჭირდებოდა, ხოლო იმისათვის, რომ ამ კამერით გადაღებული სურათები დაგეთვალიერებინათ საჭირო იყო სპეციალური კომპიუტერი, რომელიც სურათზეა მოცემული

Share this post


Link to post
Share on other sites

50183c63c2a9.jpg

Microsoft-მა ის 2001 წლის 25 ოქტომბერს გამოუშვა windows XP

Share this post


Link to post
Share on other sites

steve_jobs.jpg

2011 წლის 5 ოქტომბერს, კორპორაცია apple-მა მსოფლიოს აუწყა, რომ გარდაიცვალა სტივ ჯობსი – კაცი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა. ალბათ არ მოიძებნება ადამიანი, რომელმაც არ იცის, თუ ვინ იყო იგი.

სტივენ პოლ ჯობსი 1955 წლის 24 თებერვალს დაიბადა სან ფრანცისკოში. მისი ბიოლოგიური მშობლები სირიელი ემიგრანტი აბდულფატაჰ ჯონ ჯანდალი და ამერიკელი ჯოან სიმპსონი იყვნენ. სამწუხაროდ, სტივს არ გაუმართლა და იგი გააშვილეს. ახალმა მშობლებმა პოლ და კლარა ჯობსებმა სტივს გვარი და ახალი ოჯახი აჩუქეს. ჯობსმა არ ისურვა ბიოლოგიურ მამასთან დაკავშირება და ყოველნაირად გაურბოდა მასთან შეხვედრას. ჯანდალმა საჯარო განცხადება კი მხოლოდ 2011 წელს გააკეთა, როცა საზოგადოებამ სტივ ჯობსის apple-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ შეიტყო.

კალიფორნიაში სკოლაში სწავლის პერიოდში იგი ხშირად სტუმრობდა Hewlett-Packard-ს, სადაც იგი ზაფხულის პერიოდში მუშაობდა სტივ ვოზნიაკთან ერთად. მოგვიანებით ისინი მსოფლიოს გააოცებენ. 1972 წელს ჯობსი სწავლას იწყებს რიდის კოლეჯში, პორტლენდში. ამ პერიოდში მას მძიმე პირობებში უწევდა ცხოვრება. როგორც თავად იხსენებდა, მას ეძინა იატაკზე და თავს კოკა კოლას ბოთლების ჩაბარებით ირჩენდა. 1974 წელს სტივი ბრუნდება კალიფორნიაში და იწყებს მუშაობას იმ დროისთვის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპიუტერული თამაშების მწარმოებელ კომპანია Atari-ში ტექნიკოსად. თუმცა მისი დაუდეგარი ბუნება აიძულებს მას იმოგზაუროს ინდოეთში თავის კოლეჯის მეგობარ დენ კოტკისთან ერთად, საიდანაც იგი ბუდისტურ ტანისამოსში გამოწყობილი და ახალი რელიგიური განცდებით ბრუნდება. ფსიქოდელიური ექსპერიმენტები LSD-ს თანხლებით ჯობსის მომავალი აზროვნების და სამყაროს ხედვის ჩამოყალიბებაში აქტიურ როლს ასრულებდა. მოგზაურობიდან დაბრუნებული სტივი კვლავ Atari-ში აგრძელებს მუშაობას, სადაც სთავაზობენ $100-ს თითოეულ პლატაზე ჩიპების ოდენობის შემცირებაში. ამ სფეროში მას ნაკლები ინტერესი გააჩნდა და დახმარებისთვის ვოზნიაკს მიმართა, რომელმაც 50%-ით შეძლო ჩიპების რაოდენობის შემცირება. სამწუხაროდ, კომპანიამ ისინი მოატყუა და კუთვნილი $5000-ის ნაცვლად 700 დოლარი გადაუხადა.

საბედნიეროდ, მეგობრები ამ ფაქტმა წელში ვერ გატეხა და 1976 წელს სტივ ჯობსმა, სტივ ვოზნიაკმა და რონალდ ვეინმა დაარსეს კომპანია apple. მალე მათ გადაიბირეს მაიკ სკოტი National Semiconductor-დან და სცადეს ჯონ სკულის თავიანთ რიგებში მოქცევა. სტივ ჯობსმა მას ამ სიტყვებით მიმართა: „გსურთ, მთელი ცხოვრება ტკბილი წყალი გაყიდოთ, თუ ჩემთან ერთად წამოხვიდეთ და მსოფლიოს შეცვლა სცადოთ?“ 1984 წლის 24 იანვარს, მუდამ ემოციურმა ჯობსმა პუბლიკას წარუდგინა მაკინტოში – პირველი მასობრივი კომპიუტერი გრაფიკული იუზერ ინტერფეისით. ეს იყო დაუვიწყარი სცენა, რომელიც ენდი ჰერცფელდმა pandemonium-ად მონათლა. ამიერიდან სწორედ ჯობსი იქნება apple-ის ყველა წარმატებული პროექტის საზოგადოების სამსჯავროზე გამომტანი. მისი ქარიზმატული ბუნება ხომ მაგნიტივით იზიდავდა ხალხს და კომპანიის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საიდუმლოც სწორედ ეს იყო. 1985 წელს სკულიმ მოახერხა და ჯობსი ჩამოაცილა apple-ს. ეს იყო უდიდესი შეცდომა, რომელიც კომპანიას ცუდად წაადგა. თავად სტივმა კი მოგვიანებით ამაზე განაცხადა: „როდესაც უკან ვიხედები, ვხვდები, რომ Apple-იდან ჩემი გათავისუფლება ჩემი ცხოვრების საუკეთესო მოვლენა იყო. მე გავთავისუფლდი წარმატებული ადამიანის ტვირთისგან და კვლავ შევიძინე ახალბედას სიმსუბუქე და ნაკლები ნდობა ყველაფრისადმი. ამან გამათავისუფლა და ჩემთვის ყველაზე შემოქმედებითი პერიოდი დაიწყო“

apple-დან წამოსვლის შემდეგ 1985 წელს სტივ ჯობსი 7 მილიონი დოლარით და დიდი შემართებით აარსებს კომპანია NeXT Computer-ს თუმცა ერთ წელიწადში მას ხელთ არცერთი ცენტი და არანაირი იდეა არ აქვს. ჩასაძირად განწირულ ახალ მოთამაშეს ინვესტორი როს პეროტი მოევლინა მხსნელად და ჯობსიც გამოცოცხლდა. მალე იგი ქმნის NeXT workstation-ს რომელიც უსაშველოდ ძვირი და ამასთან ტექნოლოგიურად დახვეწილია. ობიექტზე ორიენტირებულ სოფტ დეველოპერებს ახალი სისტემები ფართო შესაძლებლობებს ანიჭებდა. თუმცა NeXT Computers ცნობილი გახდა იმით, რომ CERN-ში მსოფლიოში პირველად იგი გამოიყენეს ვებ სერვერად.

1986-ში ჯობსმა ლუკასფილმსისგან შეიძინა Graphics Group, რომელიც მოგვიანებით Pixar-ად იწოდება. ანიმაციური სტუდიის ანგარიშზე კი წლების განმავლობაში არაერთი სუპერ პოპულარული ფილმი დაგროვდა: Toy Story, Toy Story 2, Monsters Inc., Finding Nemo, WALL-E და სხვ. პარალელურად ჯობსი დისნეის სტუდიის ერთ-ერთ უმსხვილეს აქციონერად იქცა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა შეიძინა Pixar.

დაბრუნება. 1996 წელს apple-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აპირებდა NeXT-ის შეძენას 429 მილიონ დოლარად. წლის ბოლოსთვის გარიგება უკვე ძალაში იყო შესული. ეს ავტომატურად ჯობსის დაბრუნებას ნიშნავდა. ძნელია წარმოვიდგონოთ, თუ რას განიცდიდა იგი ამ დროს. საკუთარ ფესვებთან დაბრუნება მას შემდეგ, რაც იქიდან განდევნეს, ყველაზე ძლიერი პიროვნებებისთვისაც კი ამაღელვებელი იქნებოდა. მალე ოპერაციული სისტემების ბაზარს ახალი მოთამაშე შეემატა Mac OS X-ის სახით, ხოლო რიგითმა მომხმარებლებმა მიიღეს iMac. მელომანებისთვის ნამდვილი შოკი გახლდათ iPod – რევოლუციური მოწყობილობა მუსიკალური ფლეერების სამყაროში. 2007 წლის 29 ივნისს კი დაიწყო iPhone-ის ერა, რომელმაც წალეკა მთელი მსოფლიო და მილიონობით მომხმარებელი დღემდე სულმოუთქმელად ელოდება მისი ყოველი ახალი მოდელის გამოსვლას. პლანშეტების სეგმენტი დღეს უკვე წარმოუდგენელია iPad-ის გარეშე. ეს ყველაფერი სტივ ჯობსის დამსახურებაა.

2011 წელს აგვისტოში სტივ ჯობსი ოფიციალურად გადადგა apple-ის CEO-ს თანამდებობიდან. მიზეზების ძიება ბევრს არც დაუწყია. ყველაფერი ისედაც ნათელი იყო: ჯობსი თავისი საოცარი ცხოვრების უკანასკნელ თვეებს ითვლიდა. ექიმებმა მას ჯერ კიდევ 2004 წელს დაუსვეს პანკრეასის კიბოს დიაგნოზი. უმძიმესი დაავადების მიუხედავად, რომელმაც ფიზიკურად გაანახევრა იგი, სტივი განაგრძობდა ინოვაციური მოწყობილობების შექმნას და როცა მიხვდა, რომ დადგა ჟამი კომპანიიდან წასვლისა, ყოველგვარი ხმაურის გარეშე დატოვა პოსტი. თუმცა იგი სიცოცხლის ბოლომდე განაგრძობდა იდეების გენერატორის როლის შესრულებას.

2011 წლის 5 ოქტომბერს სტივ ჯობსი მშვიდად გარდაიცვალა. სამწუხარო ამბის შესახებ მსოფლიომ apple-ის ვებ გვერდის მეშვეობით შეიტყო. შავ-თეთრი პორტრეტი და სამგლოვიარო ტექსტი კაცობრიობას აუწყებდა, რომ ცოცხალი აღარ იყო ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე და უბრალოდ გენიალური ადამიანი სტივ ჯობსი.

  • Upvote 1

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
Sign in to follow this  

×