Jump to content
IT-პროგრამირების ფორუმი
Sign in to follow this  
GHOST_FATHER

ანტივირუსული პროგრამების შედარება და საინტერესო რჩევები

Recommended Posts

ანტივირუსული პროგრამების შედარება და საინტერესო რჩევები !

 

კომპიუტერის საშუალებით ჩვენი ცხოვრება უფრო გამარტივდა, სამყარო უფრო პატარა გახდა და რაც მთავარია ადამიანის შრომა-საქმიანობა გაცილებით გაუმჯობესდა. ჩვენ ყოველდღიურად უამრავ ვებგვერდებს ვათვალიერებთ, ვიწერთ სხვადასხვა საიტებიდან საყვარელ ფილმებს, მუსიკებს, თამაშებს, სურათებს და ასე შემდეგ, რაც მთავარია ვურთიერთობთ სხვა მომხმარებლებთან. თავისთავად დღის წესრიგში დგება საკითხი, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი პირადი ინფორმაცია, რათა სხვებმა არ გამოიყენონ ისინი ბოროტად და არ გაამჟღავნონ ის, რასაც ჩვენ საიდუმლოდ ვინახავთ ჩვენს პერსონალურ კომპიუტერებში. კომპიუტერული ვირუსი - ჩვეულებრივი პროგრამაა, რომლის საშუალებით შესაძლებელია ზიანი მივაყენოთ სხვის პირად ინფორმაციას, რაც საქართველოს კანონმდებლობით (ისევე, როგორც სხვა ქვეყნების კანონმდებლობებით) სამართალდარღვევად ითვლება და ითვალისწინებს პატიმრობას.

პირველ რიგში ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ სხვის კომპიუტერში არასანქცირებული შეღწევა, იგივეა რაც ადამიანის საკუთარ ცხოვრებაში ჩარევა, რადგანაც არავინ არ ვიცით, ვინ რა დოკომენტაციას ინახავს. ასევე ადვილი შესაძლებელია სახელმწიფო პირების, სამართალდამცავი სტრუქტურების და მსგავის პერსონების კომპიუტერიდან მოპარულმა ინფორმაციამ ზიანი მიაყენოს უამრავ თანამოქალაქეს და თვით სახელმწიფოს. ჩვენ ალბათ თავისთავად სახელმწიფოს უსაფრთხოებასთან ერთად გვაღელვებს ჩვენი პირადი უსაფრთხოების საკითხი. თუკი თქვენ თვლით, რომ თქვენს კომპიუტერს ვიღაც *კიბერ-ხულიგანმა* შეიძლება მიაყენოს საფრთხე, მაშინ გირჩევთ მოუფრთხილდეთ საკუთარ ინფორმაციას და გამოიყენოთ სხვადასხვა დამცავი მექანიზმები და ანტივირუსული პროგრამები. ანტივირუსი - ჩვეულებრივი პროგრამაა, რომელიც ყოველდღიურად აახლებს თავის ბაზებს ინტერნეტიდან, რაც გამორიცხავს თქვენს კომპიუტერში ვირუსული პროგრამის არსებობას (თუმცა აბსოლიტური დაცულობის შეგრძნება მაინც არ უნდა გვქონდეთ)

ყველა ცნობილი ვირუსული პროგრამა ხვდება ანტივირუსების ბაზაში, ხოლო თუკი თქვენს კომპიუტერში შეიჭრა ისეთი ვირუსი, რომელიც ჯერ არაა ამოცნობილი წამყვანი ანტივირუსული კომპანიების მიერ, იგი უახლოეს მომავალში მაინც გაიშიფრება და დაემატება ანტივირუსის ბაზას. შედეგად თქვენი ანტივირუსული პროგრამა თავის ძველ ბაზას განაახლებს და ახალ ვირუსულ პროგრამასაც ამოიცნობს. თქვენ ასევე შეგიძლიათ პირადად გაუგზავნოთ ანტივირუსულ კომპანიებს ისეთი საეჭვო პროგრამები, რომელთა ამოცნობასაც ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ ანტივირუსები. ამით თქვენ უდიდეს სამსახურს გაუწევთ სხვა მომხმარებლებსაც, რომლებიც ზრუნავენ თავიანთი კომპიუტერის დაცვაზე. დღეისათვის კომპიუტერების უსაფრთხოებას *თვალს ადევნებენ* ცნობილი ანტივირუსული პროგრამები: avast, kaspersky, eset nod 32, avira, avg, panda, norton antivirus, dr.web და სხვა.

დიაგრამაზე ნაჩვენებია ანტივირუსული პროგრამების ეფექტურობა!

post-1-0-17104600-1357144589_thumb.gifpost-1-0-30403200-1357144599_thumb.gif

ანტივირუსებს (ძირითადად ინტერნეტ სეკურიტ ვერსიებს) მოჰყვებათ საკუთარი ფაირვოლებიც. ფაირვოლი - რაც ქართულად ცეცხლოვან კედელს ნიშნავს - დამცავი მექანიზმია, რომელიც იცავს პორტებს. პორტი არის ვირტუალური კარი, სადაც შედის და საიდანაც გაედინება ინფორმაცია. მაგალითისათვის მეოთხმოცე პორტს იკავებენ ვებ-სერვერები, ოცდამეხუთეს საფოსტო სერვერები და ადვილია ალბათობა იმისა, რომ ამ პორტებში შემოვიდეს არასასურველი ინფორმაცია - ვირუსი, რომელიც შემდგომ დაიწყებს თავის *შავბნელ მოღვაწეობას* ჩვენს კომპიუტერში. თავისთავად მძლავრი ფაირვოლის არსებობის შემთხვევაში პორტები მაქსიმალურად იფილტრება და მათში არასასურველი, არასანქცირებული შეღწევა შეუძლებელი ხდება. აქედან გამომდინარე ალბათ თქვენც ნათლად ხვდებით, რომ სჯობს მეტი გადაივიხადოთ, შევიძინოთ ფაირვოლიანი ანტივირუსი (ინტერნეტ-სეკურიტი) და თავი ვიგრძნოთ უფრო დაცულად.

ჩვენთან საქართველოში, მომხმარებელთა უმეტესობა, თითქმის სრული სეგმენტი, თავს არიდებს ანტივირუსული პროგრამების ყიდვას და სხვადასხვა საიტებიდან გადმოწერილი კრეკებით და სალიცენზიო კოდებით ახერხებს ანტივირუსისათვის ლიცენზიის ვადის გახანგრძლივებას, ან ცვლის ანტივირუსის ბაზის გასაახლებელი სერვერების მისამართებს, რათა ნამდვილმა სერვერმა არ აღმოაჩინოს, რომ ანტივირუსული პროგრამა მოპარულია. თავისთავად უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი ქმედებების შემდეგ ანტივირუსის ეფექტურად მუშაობის საკითხი ეჭვქვეშ დგება. თუკი თქვენ ნამდვილად გსურთ თავი იგრძნოდ დაცულად, მაშინ აუცილებელია ოფიციალურად იყიდოთ ანტივირუსული პროგრამა, ამის შემდეგ მის ეფექტურობაში ნამდვილად დარწმუნდებით. რაც შეეხება უფასო ანტივირუსებს: შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ტიპის ანტივირუსული პროგრამები ძალიან სუსტები არიან ვირუსებთან საბრძოლველად, თუმცაღა თუკი თქვენ ხშირად არ *დაძვრებით* საეჭვო რეპუტაციის მქონე საიტებზე, მაშინ უფასო ანტივირუსის დაყენება ძალზედ წაადგება თქვენს პერსონალურ კომპიუტერს, თან არც ფულს გადაიხდით და არც ლიცენზიის ნომრების მოძებნა დაგჭირდებათ ინტერნეტში, რომლებთაც თითქმის ყოველდღიურად ბლოკავენ ანტივირუსული კომპანიები

დაუშვებელია ორი ან ორზე მეტი ანტივირუსული პროგრამის ერთდროულად მუშაობა, ისინი აუცილებლად ხელს შეუშლიან ერთმანეთ, შედეგად თქვენი კომპიუტერის დაცულობა შემცირდება და ვირუსულ პროგრამებსაც უფრო მეტი შანსი ექნებათ თქვენს კომპიუტერში შემოღწევისა. ვირუსული პროგრამა საშიშროებას წარმოადგენს თქვენი კომპიუტერის გამართულად მუშაობისათვის. თანამედროვე ვირუსების უმრავლესობის მიზანი სწორედ კომპიუტერში დაინსტალირებული სისტემის განადგურებაა, ვირუსული ფაილი ებმება სისტემურ ფაილებს, შლის მათ და თანდათან გამოჰყავს მწყობრიდან თქვენი ოპერაციული სისტემა. შედეგად, ერთ მშვენიერ დღეს თქვენი კომპიუტერი შეწყვეტს სტაბილურ რეჟიმში მუშაობას. ვირუსული პროგრამა ნებისმიერ ფაილს შეიძლება მიებას, სურათს, ვიდეოს, აუდიოფაილს და სხვა, თუმცღა უმეტესობა შემთხვევაში საინსტალაციო exe გაფართოების ფაილები წარმოადგენენ უმთავრეს საშიშროებას. ჩემი რჩევა იქნება პროგრამებისა თუ თამაშების საინსტალაციო ფაილები გადმოიწეროთ მათი მწარმოებლის ოფიციალური ვებგვერდებიდან და მათ *დასაკრეკად* არ გამოიყენოთ საეჭვო რეპუტაციის მქონე *კრეკები და კეიგენები* რაღათქმაუნდა თუკი გაღელვებთ თქვენი კომპიუტერის დაცულობა, ხოლო თუკი თქვენთვის ეს ყოველივე მთავარი პრიორიტეტი არ გახლავთ, მაშინ გამოიყენეთ სხვადასხვა *კეიგენები* შესაძლოა ისინი საერთოდაც კი არ წარმოადგენდნენ საფრთხეს თქვენი სისტემისათვის.

რაც შეეხება ანტივირუსული პროგრამების შედარებას: მათი ეფექტურობა ზემოთ წარმოდგენილ დიაგრამაზეც ნათლადაა ასახული. თქვენი ნებაა ენდობით თუ არა ამ მონაცემებს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ტესტირება ჩაატარეს წამყვანმა სპეციალისტებმა. მათ აიღეს ერთი და იგივე მონაცემების მქონე კომპიუტერები, ერთი და იგივე ფაილური სისტემით, მასში განგებ ჩატვირთეს ვირუსული პროგრამები და სათითაოდ დატესტეს ისინი ყველა იმ ანტივირუსზე, რომლებიც ზემოთხსენებულ დიაგრამაზეა წარმოდგენილი. ანტივირუსი კასპერსკი ამ გამოკვლევების მიხედვით ერთ-ერთ საიმედო ანტივირუსად ითვლება, თუმცაღა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ ანტივირუსს ძალზედ დიდი რესურსების მქონე კომპიუტერი სჭირდება და შედარებით მცირე რესურსიანი კომპიუტერებისათვის იგი არაა გათვალისწინებული, რადგანაც მსგავსი ტიპის კომპიუტერების სწრაფქმედობას იგი ძალზედ ამცირებს და სისტემა იწყებს შენელებულ ფუნქციონირებას. ანტივირუსი ავასტი ალბათ საუკეთესო ვარიანტია დაბალი მონაცემების მქონე კომპიუტერებისათვის და არამარტო მათთვის, იგი საერთოდ არ ტვირთავს კომპიუტერს, იტვირთება სისტემის ჩართვისთანავე, რაც დამატებით საიმედოობას უზრუნველყოფს. თუმცაღა არის საეჭვო ფაილები, რომლის ამოცნობაც ავასტს არ შეუძლია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ანტივირუსებს შესწევთ ძალა ამოიცნონ ყველა საეჭვო ფაილი, მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა ანტივირუსი სასარგებლოა, მხოლოდ, მთავარია ვინ ზის კომპიუტერთან.

წყარო: ანტივირუსული პროგრამების შედარება და საინტერესო რჩევები !

  • Upvote 3

Share this post


Link to post
Share on other sites

kasperskis gadmosaweri linki dadet raa, versad vishove musha versia dayeneba rominda setub araq

Share this post


Link to post
Share on other sites

kaspersky გასააქტიურებელი ქეი დადეთ თუიცით ვინმემ.

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now

Sign in to follow this  

×