Jump to content
Sign in to follow this  
GHOST_FATHER

კომპიუტერული ქსელები

Recommended Posts

კომპიუტერული ქსელები

 

კომპიუტერული ქსელი ეწოდება როდესაც რამდენიმე კომპიუტერი ორი ან მეტუ კომპიუტერი დაკავშირებულია ერთმანეთთან და შეუძლიათ ინფორმაციის გაცვლა. არსებობს კომპიუტერული ქსელების ორი სახე ლოკალური და გლობალულრი. ლოკალური ეწოდება ქსელს რომელიც მოთავსებულია ერთ შენობაში ერთ ტერუტორიაზე და ემსახურება გარკვეულ დაწესებულებაშას. გლობალური ქსელი წარმოადგენს ლოკალური ქსელების გაერთიანებას და საშვალებას აძლევს ლოკალურ ქსელებს გაცვალონ ინფორმაცია ერთმანეთში. თვითონ ქსელი შეიძლება იყოს: მიმდევრობითი, წრიული, პარალელური, ვერტიკალური და ვარსკვლავური. დღეს დღეობით გამოიყენება ვარსკვლავური შეერთებ. წინა ჩამოთვილილთაგან ვარსკლავურის გარდა მოძველებული ხერხებია რომლებსაც სერიოზული პრობლრმრბი აქვთ. ვარსკვალური შეერთება

 

53285299171715444587.gif

გამოიყურება ასე

 

მოწყობილობები რომლებიც გამოიყენება ქსელურ შეერთებაში

ქსელურ მოწყობილობებს მიეკუთვნებიან (არ ჩამოვთვლი ქსელურ დექტებს, სათანამგზავრო თებშებს და ჰაი ლეველის მოწყობილობეს. ეს რაც უნდა ვიცოდეთ და რაზეც გვაქვს შეხება) :

 

 

 00798071879835910506.png

მოდემი

 

26875228444941047702.jpg

როუტერუ(მარშუტიზატირუ) >

 

34827135855821105699.jpg

სვიჩი/ჰაბ (კომუტატორი) 

 

მოდემი: მისი დანიშნულებაა მიიღოს ინფორმაცია და გადასცეს კომპიუტერს ან პირიქით, მოდემი ღებულობს და გასცემ ინფორმაციას პაკეტების სახით. გარდა იმისა რომ მოდემი ღებულობს და გადასცემს ინფორმაციას ის აძლიერებს სიგნალს. ყველაზე პატარა არის ოთხ გამომყვანიანი მოდემი. მოდემი ძირითადად გამოიყენება ისეთ ქსელებთან დასაკავშირებლად რომლებიც სიგნალს აწვდიან ანალოგიური სახით.(თუმცა მოდემებს აღარ იყენებენ და შეიძლება ახლო მომავალში აღარ იქნას გამოყენებული)

როუტერი: მისი დანიშნულებაა მიღებული სიგნალი გაანაწილოს ქსელის კომპიუტერებს შორის. როუტერი(მარშუტიზატორი) ახდენს ქსელში ჩართული თვითეული კომპიუტერის იდენთიფიკაციას(ანუ პირადი აიპის მინიჭებას).

სვიჩი/ჰაბი: ეს არის სიგნალის გამაძლიერებელი მოწყობილობა და გამოიყენება კომპანიებში. მაგალითისთვის ერთ კომპანის აქვს ერთი სერვერი და მას თვითეულს სართილზე აქვს 4 კომპიუტერი. ის იყიდის ჰაბს და თვითეულ სართულზე დააყენებს რომ თავიდან აირიდოს სადენებში დაბრკოლებები. არსებობს 8 12 24 გამომყვანიანი სვიჩები.

ქსელები

ინტერნეტში არსებოს დახურული ქსელი რომელსაც ინტერნატი ეწოდება და იქ ჩვეულებრივ იუზერებისთვის შესვლა შეუძლებელია. ეს ქსელი არის სახემწიფოთა სამაუწყებლო კავშირი.

არჩევენ ლოკალური ქსელის ორ ტიპს პირველი ეს არის კლიენტ სერველური და მეორე ერთ რანგიანი(ერთნაირ უფლებიანი). ქსელთან მიერთებულია პერიფერიული მოწყობილობა რომელსაც იყენებს ქსელში გაერთიანებული ყველა კომპიუტერი. კომპიუტერებს რომლებივ არიან გაერთიანებული კლიენტ სერველურ ქსელში და იმართებიან სერვერით კლიენტი ეწოდებათ. ერთრანგიან ქსელში ყველა კომპიუტერს ერთნაირი უფლენენი აქვს და შეუძლიათ შეასრულონ როგორც სევერის ისე კლიენტის ფინქვიები.

ნებისმიერ ლოკალურ ქსელს უნდა ჰქონდეს გარკვეული პარამეტრები რომლებიც განსაზღვრავენ: შეერთებას, ნიბაცენთა მოძრაობას, გამდარობას და ა.შ. არსებობს ხუთი პარამეტრი რომელიც ინდა შეესაბამებიდეს ფიზუკური მახასიათებლების და სტანდარტების კრებულს რომელიც მიღებულია საერთაშპრისო გაერთიანებების მიერ. ამ კრებულს ეწოდება Ethernet. Ethernet ითვალისწინებს ლოკალური ქსელის ხუთ პარამეტრს: 1)ტოპოლოგია-რომელიც განსაზღვრავს ქსელში მყოფი კომპიუტერების შეერთების წეს. 2)პროტოკოლი-რომელიც განსაზღვრავს მონავემთა მოძრაობის წეს. 3)ნეთვორქ ჰარვარდი-რომელივ განსაზღვრავს თუ რომელი მოწყობილობები შედიან ქსელში 4)მონაცემთა გამტარი-განსაზღვარს როგორი კავშირია კომპიუტერებს შორის რომელი კაბელი გამოიყენება და ა.შ.

Ethernet გააჩნია სამი ძირითადი სიჩქარე: სტანდარტული 10მბ შამში, სწრაფი Ethernet 100მბ წამში და გბ Ethernet 1000მბ წანში.

პროტოკოლი განსაზღვრავს : მონაცემთა მოძრაობის სიჩქარეს, შეერთების მეთოდებს, კაბელებისა და მოწყობილობების ტიპებს, ოპერავიულ სისტემას და შესაბამის დრაივერევს.

გამრარი არე: განსაზღვრავს როგორ და რით ხდება სიგნალების გადაცემა მაში გათვალისწინებულია საკაბელო ტიპი თუ ეს არის საკაბელო შეერთება ან მიმღები და გადამცემთა მოწყობილობები, მახასიათებლები, რადიო ტალღები და ლაზერული სხივებით მომუშავე ინტერნეტი.

მონაცემთა გადაცემა

მონაცემთა გადაცემა ერთი კომპიუტერიდან მეორეში ხდება პაკეტების სახით და ამპაკეტებს კადრები ეწოდება. იმფორმაცია რომელიც გადაიცემა ერთი კომპიუტერიდან მეორეში რაც არი უნდა დიდი იყოს იშლება პატარ პატარა ელემენტებად და ეს ელემენტები ცალ ცალკე გადაეცემა. გარდა იმისა რომ ამ პაკეტებს მიაქვთ ინფორმაცია მათ უკეთდებად თავსართი და ბოლოსართი, რომელიშიც იწერება დანიშნულების ადგილი მისამართი და გადაცემის დამთავრების კოდი. მონაცემების გადაგზავნა ხდება მიღებული საერთაშორისო ტექნიკური სტანდატის OSI და რომელიც გათვალისწინებულია პაკეტის ფორმირების და გადაცემის 7 დონე. თვითეულ დონეზე გათვალისშინებულია შესაბამისი პროტოკილით ჩამოყალიბებული წესები. 1)სამომხმარებლო დონე-ამ დონეზე მონაცემები მზადდება გასაგზავნად, განისაზღვრება როგორი როგორი სახის მონაცემია და რომელი პროტოკოლი უნდა გამოვიყენოთ მასთან სამუშაოდ და ამ დონეზე ყველაზე ხშირად გვხვდება შემდეგი პროტოკოლები: piper ტექსტის გამგზავნი პროტოლოლი,http ფაილების გამგზავნი პროტოკოლი,ftp გადაცემის პროტოკოლი და ელექტრონული ფოსტის გადამცემი პროტოკოლები smtp,pop3,lmap,leap. 2)მეორე დონე არის წაემომადგენლობითი სამომხმარებლო დონე, განაზოგადებს მონაცემებს, რომ ისინი გასაგები იყოს ნებისმიერი ოპერაციული სისტემისათვის. 3)სესიის დონე- სესიის დონეზე ხდება კავშირის კექმნა და შეწყვეტა. აქვე შეირჩევა გადაცემის სახე ერთმხრივი იქნება თუ ორ მხრივი. 4)სანტრანსპორტო დონე-სატრანსპორტო დონეზე ხდება პაკეტების გაგზავნა რიგრიგობით ამ დონის პროტოკოლენია:TSP, UDP. TSP-პროტოკოლი ითვალისწინებს მონაცემების დანიშნულების ადგილამდე მიტანის კონტროლს. 5)ქსელური დონე-ამდონეზე ხდება მონაცემთა დაყოფა კადრებად, შეირჩევა მარშუტი თავიდან ბოლომდე და ამ დონეზე მოქმედებს ip, ipx პროტოკოლები რომლებიც ახდენენ მონაცემების დამისამართებას. 6)არსული დონე-ამდონეზე ყალიბდება პაკეტი რომელსაც უკეთდება თავსართი და ბოლოსართი. თავსართში წერია კონკრეტული აპარატის მისამართი mac და შეცდომების კორექტირების კოდი crc ხოლო ბოლო სართში მითითებულია პაკეტის დასრულების კოდი 7) და ბოლო დონე:კაბელების, კონექტორების და კონცეტრატორების პარამეტრები.

ქსელური აპარატურა

კსელში მონაცემების მოძრაობას უზრუნველყოფს ქსელური აპარატურა რომელითაც ახჭურვილია თავად კომპიუტერი მისი შემაერთებელი არე. ერთერთი მთავარი

მოწყობულობა არის ქსელის ადაფრერი. ეს არის pci ნაბეჭდი პლატა 

 

09385536602876833388.jpg

ყველა ქსელის ადაფტერი უნიკალურია მისი უნიკალურობა მისი უნიკალურობა გამოიხატება მის ნომერში mac ეს მინამართი წარმოადგენს თექვსმეტობითი ბიტიან გამოსახულების რიცხვს. თანამედროვე კომპიუტერებში გამოიყენება რვაობითი სისტემა. ქსელის კარტას აქვს შესაერთებელი პორტები რომლებსაც უერთდება კაბელი არსებობს 3 სახის პორტი

 

1)bnc BNჩ პორტი შესაერთებლად გამოიყენება ჩვეულებრივი სატელევიზიო კაბლის ეკრანიზირებული კაბელი რომელსაც შეუძლია მონაცემთა გადატება 10 მბ ჭამში, მას აქვს დაბალი შიჩქარე და თითქმის არ გამოიყენება და თუგამოიყენება მხოლოდ სალტური ტოპოლოგიის დროს.

 

93019275359640041560.gif

 

2)DB 15 კონექტორზე შესაერთენლად გამოიყენება სპეციალური კაბელი და შესაბამისი ინტერფეისი, ამიტომ შეზღუდული გამოყენება აქვს.67689048943934532059.jpg

3) RGB 45 თანამედროვე ლოკალურ ქსელებში ძირითადად გამოიყება RGB 45 კაბელი, ეგრედ წოდებული ხვეული წყვილი tp(კაბელი). არსებობს ამ კაბელის ორი სტანდარტი არა ეკრაეკრანირებული utp და ეკრანირებული stp რომელიც მთლიანად ლითონის ბადეშია ჩასმული 90170308213733426139.jpg

54187196808760243183.jpg არა ეკრანირებული კაბელები ორი ტიპისაა utp3,utp5. utp3-ს შეუძლია გაატაროს მონაცემები 10მბ წამში სიჩქარით. თუ გამოვიყენებთ utp5 მაშინ შეგვიძლია უფრო მაღალი სიჩქარეები მივიყოთ 100-1000მბ სიჩქარე წამში.

ქსელური კარტის შემდეგ ერთერთი მთაცარი მოწყობილობაა კონცეტრატორი იგივე hab რომელსაც გააჩნია რამდენიმე rgb 45 შესაერთებელი. ამ შესაერთებლებს უერთდება utb კაბელი ხოლო კაბელის მეორე ბოლო მიერთებულია ქსელის კარტასთან. hab-ის საშვალებით ხდება მონაცემთა გადაცემა მიღება ყველა იმ კომპიურეტზე რომელიც hab არის მიერთებული. ცხადია რომ hab-ში ყველა კაბელი დაკავშირებულია ერთმანეთთან და ვარსკვლავური შეერთების დროს hab-ში წარმოიქმნება ლოგიკური ვარსკვლავი სადაც ყველა კომპიუტერი ერთმანეთს უკავშირდება. ანასთაბავე hab უზრუნველყობს კომპიუტერიდან შემოსული სიგნალის გაძლიერებას.hab-ის ერთერთი ისტი წერტილი ის გახლავთ რომ ვერ კითხულობ პაკეტის თავსართს და ინფორმაციას ქსელში ყველა კომპიუტერს უგზავნის. hab არის 6 12 18 24 პორტებიანი. utb სიგნალს გადასცემს ასმეტრზე მაგრამ სასურველია ყოველ 80 მეტრში სვიჩის/ჰაბის გამოყენებაა სიგნალის გასაძლიერებლად. დიდმანძილზე მონაცემების გადასაცემად გამოიყენება ოფტიკურ ბოჩკოვანი კაბელები. უფრო ხშირად გამოიყენება როუტერები რადგან მათ შეუძლიათ მისამართის წაკითხვა და ქსელების ქვექსელებად დაყოფა.

IP

IP მისამართისთვის გამოიყენება 32ბიტი მისამართის გამოსახულება 32 ბიტი დაყოფილია ოთხ ჯგუფად და თვითეული იყენებს 8ბიტს. ქსელის დასანომრად გამოყოფილ უჯრედებს net id ეწპდება ხოლო კომპიუტერებისთვის გამოყოფილ უჯრედებს host id

 

09971075622973085389.png

 

წყარო:hacking.ge

ავტ: gio__gio

  • Upvote 1

Share this post


Link to post
Share on other sites
როუტერი: მისი დანიშნულებაა მიღებული სიგნალი გაანაწილოს ქსელის კომპიუტერებს შორის. როუტერი(მარშუტიზატორი) ახდენს ქსელში ჩართული თვითეული კომპიუტერის იდენთიფიკაციას(ანუ პირადი აიპის მინიჭებას).

კარგი სტატიებია დამწყებთათვის ვინც ქსელებს ეუფლება +1,მაგრამ მგონი ტექნიკური ხარვეზია...

ეს იმ შემთხვევაში ანიჭებს უნიკალურ აიპი მისამართებს მესამე დონის მოწყობილობა,როდესაც ჩართულია DHCP ან სტატიკურად აქვს გაწერილი იგივე ფუნქციას აიპი მისამართების ლიმიტი...

 

მონაცემთა გადაცემა.

 

კარგი სტატიაა მაგრამ მოდით ცოტა დრო მაქვს და ვეცდები უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ეს პროცესი...(იმედია ტექნიკური ხარვეზებისთვის არ მიწყენთ,თუ რამე შემეშალა შემისწორეთ იღონდ ცინიზმი არ გვინდა როგორც სხვა დანარჩენ ფორუმებზე...)

 

თანამედროვე ქსელებში რაც განაპირობა ელვისებური სისწრაფით კომპიუტერიზაციის განვითარების პროცესმა,დაიხვეწა სტანდარტებიც და ფაქტიურად ყოველდღე რაღაც ახალი იქმნება,ვითარდება.დღეს დღეობით ქსელებში გამოიყენება ერთ ერთი ასეთი სტანდარტი Ethernet რომელიც მოიცავს გადაცემის შვიდ დონეს..

 

OSI-Layer-Functions.jpg

მოდით განვიხილოთ თვითოეული დონე.

 

Application.

 

ეს დონე არის ზედა დონე რომელიც განაპირობებს software protokol-ს როგორიცაა HTML(Web Application) POP3 SMTP და სხვა.

 

Presentation.

 

ამ დროს ხდება აპლიკაციის მომზადება გადასაცემად.

 

Sessions.

 

ამ დროს ხსნის სესიას მოშორებულ end device-თან რომელმაც უნდა უპასუხოს რომ მზად არის მისაღებად.ამ სამ ფენაას აერთიანებს Application layer და მათზე ბევრს არ ვისაუბრებ.

 

Transport.

 

ამ დროს ერთვება Ethernet სტანდარტის პროტოკოლი TCP/UDP.

TCP პროტოკოლი ეს არის კავშირზე ორიენტირებული პროტოკოლი რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა მიღება/გადაცემას უსაფრთხოდ.TCP  პროტოკოლი მუშაობს შემდეგი პრინციპით

ის ანაწევრებს პაკეტებად ინფორმაციას რომლის მინიმალური მოცულობა არის 64 ბიტი და მაქსიმალური 1518.(თუ რატომ ამასაც ვიტყვით.) და გზავნის მიმღებთან გარკვეულ რაოდენობას 

შემდეგ ელოდება მიმღები როდის დაუბრუნებს პასუხს,რომ მზად არის კიდევ მიიღოს სხვა დანარჩენი,თუ მოხდა ისე რომ გზაში დაიკარგა გარკვეული პაკეტების რაოდენობა მიმღები ატყობინებს ამის შესახებ და TCP ახლიდან  გზავნის იმ პაკეტთა ჯგუფს რომლის ნაწილიც დამახინჯებულად მივიდა დანიშნულების ადგილზე.64 ბიტი იმიტომ არის მინიმალური მოცულობა რომ პაკეტის დასაწყისში იწერება სპეციალური ინფორმაცია რითაც განსაზღვრავს იმ პირობით მანძილს პაკეტებმა მიაღწია თუ არა დანიშნულების ადგილზე.თუ 64 ბიტზე ნაკლებია გადასაცემი ინფორმაცია მაშინ იგი სპეციალურად ცარიელი ბიტებით ავსებს რათა გაიგოს გაიარა თუ არა პაკეტმა ის პირობითი გზა დანიშნულების ადგილამდე.თუ გადასაცემი ინფორმაცია აღემატება 1500-ს მაშინ იგი ანაწევრებს მას როგორც ვთქვით.(ბოლო 18 ბიტიც სპეციალურად ამ პროტოკოლისაა და არ მოიცავს გადასაცემ ინფორმაციას.).

UDP ეს კი პირიქით მონაცემებს გზავნის და არ ელოდება პასუხს არც იმაზე წუხს მივიდა თუ არა პაკეტები დანიშნულების ადგილზე,ეს პროტოკოლი ძირითადად გამოიყენება მესენჯერებში და ლაივ გადაცემის დროს თუნდაც მობილური ტელეფონი იყენებს ამ სტანდარტს,მისი ცუდი მხარე არის ის რომ მონაცემები დაუცველია და არა კონტროლირებადი

 

Network.

 

ეს დონე აერთიანებს მარშრუტიზატორებს და მესამე დონის სვიჩებს რომლებიც უზრუნველყოფენ და ხედავენ IP დამისამართებას.როდესაც გადამცემი მიმღებთან აგზავნის რაღაც ინფორმაციას ჰედერში იწერება მიმღების IP,გამგზავნის IP,გადასაცემი ინფორმაცია და სხვა.ეს ყველაფერი ჩავთვალოთ რომ არის მესამე დონე(ასე მოიხსენებენ როდესაც IP-ზე საუბრობენ,რადგან ზედა სამი ფაქტიურად ერთიანდება ერთ Application ფენაში.)ეს ყველაფერი იფუთება და ეშვება უფრო ქვევით

 

Data Link

 

დონეზე.

 

ყველა კომპიუტერს აქვს თავისი ფიზიკური MAC მისამართი.დავუშვათ ჩვენ ვგზავნით წერილს კონკრეტულ პიროვნებასთან,ამ დროს ჩვენ წერილს ვდებთ კონვერტში ვფუთავთ და ვაწერთ მისამართს დავუშვათ წერეთლის 116,მაგრამ ამის გარდა კიდევ გვჭირდება ფიზიკური პირის სახელი და გვარი რომ სრულყოფილად მოხდეს ჩვენი წერილის მიმღებამდე მიტანა.ზუსტად ეს დონე განსაზღვრავს MAC მისამართს რომელიც უნიკალურია.მთელი ეს ინფორმაცია იფუთება დამატებით კონვერტში და ეშვება ქვედა დონეზე

 

Phisical

 

რაც განსაზღვრავს მედია საშუალებებს რითაც ეს ინფორმაცია უნდა გადაიცეს,ეს იქნება კაბელები Wireles-ტალღური თუ სატელიტური გადაცემა ყველაფერი ის საშუალება სადაც უკვე 0 და 1 ების კომბინაციით უნდა გაიაროს.

 

მადლობთ ყურადღებისთვის!(მგონი სწორ ადგილზე დავპოსტე...სტატიის კოპირების შემთხვევაში მიაწერეთ წყარო)

Share this post


Link to post
Share on other sites

 

 

სვიჩი/ჰაბი: ეს არის სიგნალის გამაძლიერებელი მოწყობილობა და გამოიყენება კომპანიებში. მაგალითისთვის ერთ კომპანის აქვს ერთი სერვერი და მას თვითეულს სართილზე აქვს 4 კომპიუტერი. ის იყიდის ჰაბს და თვითეულ სართულზე დააყენებს რომ თავიდან აირიდოს სადენებში დაბრკოლებები. არსებობს 8 12 24 გამომყვანიანი სვიჩები.

 

ეს რამდენადაც მე მესმის ქსელები არასწორი განმარტებაა სვიჩისაც და ჰაბისაც (სვიჩი მუშაობს OSI მოდელის 2 დონეზე და ჰაბი 1 დონეზე )   

სვიჩი ეს არის მოწყობილობა რომელიც განკუთვნილია კომპიუტერული ქსელების რამოდენიმე კვანძის გასაერთიანებლად, ერთი ან რამოდენიმე ქსელური სეგმენტის შიგნით. ჰაბი უკვე წარსულის ტექნოლოგია სვიჩმა ჩაანაცვლა. 

ჰაბში ეს კავშირი და გაერთიანება ხდებოდა ფიზიკურ დონეზე (ტუპად ქსელის კაბელის წვერების ფიზიკური დაკავშირებით) ანუ არანაირი პაკეტების დონეზე დამუშავება და განსაზღვრა თუ ვის ეკუთვნის ესა თუ ის პაკეტი არ აქვს, ტუპად ჰაბში მიმავალი პაკეტი ჰაბში ჩართულ ყველა კლიენტს მიეწოდებოდა (ანუ ვერ არკვევდა თუ ვის ეკუთვნოდა და ყველას უგზავნიდა ანუ broadcast აკეთებდა)  სვიჩი კიდე ჰაბისგან განსხვავებით უკვე პაკეტის შიგთავსის მიხედვით არკვევს თუ ვის ეკუთვნის ესა თუ ის  პაკეტი და მხოლოდ ვისაც ეკუთვნის იმას უგზავნის და დანარჩენებს აღარ აწუხებს. რის შედეგადაც უფრო ოპტიმიზირებულ და უსაფრთხო ქსელს ვღებულობთ.

სიგნალის გაძლიერება კიდე ერთ-ერთი ირიბი შემადგენელი ნაწილია ამათი და არა ძირითადი დანიშნულება.. თუ ჩაასწორებთ კარგი იქნება.

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
Sign in to follow this  

×