Jump to content
GHOST_FATHER

ამოვხსნათ ამოცანები მათემატიკაში

Recommended Posts

მექუდემ არაფერი, გამყიდველმა იზარალა 15 მანეთი

აქ იცი რა ხდება ,უბრალოდ მექუდეს არ უზარალია ,აბა სად ჩანს მექუდე ? ხოლო გამყიდველმა კი იზარალა

დავუშვათ რომ :

1=5

2=24

3=124

4=4210

ამ ლოგიკით რას უდრის 5?

ამის პასუხი არც მე ვიცი და მაინტერესებს )

Share this post


Link to post
Share on other sites

აქ იცი რა ხდება ,უბრალოდ მექუდეს არ უზარალია ,აბა სად ჩანს მექუდე ? ხოლო გამყიდველმა კი იზარალა 

არა გასაგებია, უბრალოდ გამყიდველი მექუდესთან გავაიგივე.

მაგრამ გამყიდველმა რანაირად იზარალა 15 მანეთი ? O.o

 

თუ მეზობელს მისცა 25 მანეთი + ქუდი და ხურდაც იზარალა, მაშინ = 50 არ გამოდის ?

 

 

 

დავუშვათ რომ : 

1=5 

2=24 

3=124 

4=4210 

ამ ლოგიკით რას უდრის 5? 

 

ამის პასუხი არც მე ვიცი და მაინტერესებს ) 

1 :P

Share this post


Link to post
Share on other sites

უი მართალი ხარ :D ბოდიში ,შემეშალა  :crazy:  მეორე ამოცანას გაუგე რამე ?

Share this post


Link to post
Share on other sites
უი მართალი ხარ :D ბოდიში ,შემეშალა  :crazy:  მეორე ამოცანას გაუგე რამე ?

მეორე ამოცანის პასუხიც დავწერე. ერთია რადგან

თუ 1=5 მაშინ 5=1

კაი ხნის წინ ვნახე მსგავსი რამ და დამამახსოვრდა. :D

  • Upvote 1

Share this post


Link to post
Share on other sites

612edf63d730.gif

რამდნეი სამკუთხედია

ნელნა დავყრი ამოცანებს :)

96561b82e52e.png(დაწერეთ პროგრამა,X-ს სხვადასხვა მნიშვნელობებისთვის, შექმენით windows form application-ში)

1b65937cfdd7.jpg რას უდრის?

Share this post


Link to post
Share on other sites
612edf63d730.gif

რამდნეი სამკუთხედია

ნელნა დავყრი ამოცანებს :)

 

52 ?

და ამაზე პასუხს არ დაგვიწერ ? : http://scripts.ge/index.php?app=forums&module=post&section=post&do=reply_post&f=35&t=531&qpid=1470

Share this post


Link to post
Share on other sites

ჯერ მოთელვა: ;)

გასული საუკუნის 70 -იან წლებში თბილისში მოღვაწეობდა ერთი გამოჩენილი ადვოკატი. იშვიათი იყო შემთხვევა, რომ მას სასამართლოში წაეგო აღებული საქმე.

ერთხელაც ის გამოვიდა ერთ საინტერესო საქმეზე და მოიგო კიდეც.

გაგაცნობთ საქმის არსს.

თბილისში ერთი მოხუცებული ქალი სახლს აქირავებდა და მცირე შემოსავლით თავს ირჩენდა.

ერთ დღეს მასთან მივიდა სამი ახალგაზრდა: ვეფხია, მინდია და თემური და იქირავეს ოთახი. ამ ოთახში ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ და სახლის პატრონს თავი ძლიერ შეაყვარეს, რადგან ქირას მუდამ დროზე იხდიდნენ, არ ხმაურობდნენ, არ სვამდნენ, არანაირად არ აწუხებდნენ არც დიასახლისს და არც მეზობლებს. თუკი დიასახლისს რაიმე დასჭირდებოდა, ისინი მზად იყვნენ მისთვის ხელი გაემართათ.

ერთ დღეს ეს ახალგაზრდები დიასახლისთან მივიდნენ და გააგებინეს, რომ რამდენიმე თვით ქალაქიდან მიდიოდნენ და თანაც სთხოვეს, რომ მათი ოთახი დიასახლისს არ გაექირავებინა, და სამი თვის თანხა წინასწარ დაუტოვეს.

წასვლის დღეს სამივენი მივიდნენ მასთან და უთხრეს:

- პატივცემულო დიასახლისო, ჩვენ გვაქვს ერთი ძვირფასი ოქროს ყელსაბამი, თვალმარგალიტით მოოჭვილი. ის ოცდახუთი ათასი მანეთი ღირს. ეს ყელსაბამი გვეკუთვნის სამივეს და ვინაიდან სხვადასხვა ქალაქებში მივდივართ, არ გვინდა, რომ ის რომელიმე ჩვენგანმა წაიღოს. ვინ იცის გზაში რა შეგვემთხვევა. გთხოვთ ეს ყელსაბამი დაიტოვოთ შესანახად, ჩვენ კი მოგვეცი ხელწერილი. როცა დავბრუნდებით, ჩვენ ხელწერილს უკან მოგიტანთ, თქვენ კი ყელსაბამი უკან დაგვიბრუნეთო.

ვინაიდან ამ ყმაწვილებს იცნობდა, როგორც უპატიოსნეს ადამიანებს და ენდობოდა მათ, დიასახლისი დათანხმდა, დაიტოვა ყელსაბამი და მისცა ხელწერილი, რომელიც ასე იყო შედგენილი: „ მე, ამა და ამ პირმა, ვეფხია, მინდია და თემურისაგან შესანახად ჩავიბარე 25.000 მანეთად ღირებული ყელსაბამი. მე ვალდებული ვარ დავუბრუნო ეს ყელსაბამი მათ მაშინ, როდესაც სამივე მათგანი ერთდროულად მოვლენ და წარმოადგენენ ამ საბუთს. შეიძლება ასეც მოხდეს, რომ მოვიდნენ ორნი - მესამე პირის გარდაცვალების საბუთით, ან გაიცემა ერთ მათგანზე იმ შემთხვევაში, თუ ის დანარჩენი ორის გარდაცვალების მოწმობას მოიტანს“.

ყმაწვილებმა წაიღეს ხელწერილი, ყელსაბამი კი მოხუცს დაუტოვეს.

გავიდა ორი თვე. ჩამოვიდა ვეფხია და მეგობრები მოიკითხა. როდესაც გაიგო, რომ ჯერ არცერთი არ დაბრუნებულიყო, დაბინავდა და დაელოდა მათ.

ერთი კვირის შემდეგ მინდიაც მოადგა სახლს. როდესაც გაიგო, რომ ვეფხია უკვე ჩამოსულიყო, მასთან შევიდა ოთახში.

რამდენიმე ხნის შემდეგ ორივე მეგობარი მივიდა დიასახლისთან და სთხოვეს: ყელსაბამი მოგვეცით, ვინაიდან ჩვენი მესამე მეგობარი თემური მძიმედ გახდა ავად და ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში დავაწვინეთ; ჩვენ კი ჩამოვედით აქ, რათა ყელსაბამი გავყიდოთ და მისი წილით ავადმყოფ მეგობარსაც მოვუაროთო.

დიასახლისმა მოაგონა მათ ხელწერილი. ყმაწვილებმაც წარუდგინეს მის მიერ დაწერილი ხელწერილი. მიუხედავად ამისა, ქალმა დილამდე დრო ითხოვა და მეზობლების რჩევით გადაამოწმა, ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა თემური საავადმყოფოში. იქედან დასტური მოვიდა: „ვიმყოფები უკანასკნელ მდგომარეობაში. გემუდარებით გაეცით ყელსაბამი. თემური“.

მაშინ, მოხუცმა დაისწრო მოწმეები და ვეფხიასა და მინდიას გადასცა ყელსაბამი. ხელწერილი კი ჩამოართვა.

ვეფხია და მინდია იმ დღესვე წავიდნენ თბილისიდან.

გავიდა რამდენიმე დღე და ჩამოვიდა თემური. ის დიდი პატივისცემით მიესალმა დიასახლისს და იკითხა, ხომ არ ჩამოსულან ვეფხია და მინდიაო.

ამ სიტყვებზე დიასახლისს ელდა ეცა და აღელვებული შეეკითხა თემურის:

- თქვენ ახლა საიდან მობრძანდებით?

- მე? აჭარიდან.

- კი, მაგრამ, თქვენ ქუთაისში არ ყოფილხართ ავად და კლინიკურ საავადმყოფოში არ წოლილხარ?

- მე ქუთაისში საერთოდ არც შევჩერებულვარ. მე ბათუმში ვიყავი.

- თქვენ ჩემთვის დეპეშა არ გამოგიგზავნიათ?

- არც მიფიქრია . . . უკაცრავად, შემთხვევით ყელსაბამს ხომ არაფერი მოსვლია? რაღაც ისე აბნეულად მელაპარაკებით, რომ . . .

- რა მოუვიდოდა, მე ყელსაბამი შენს ამხანაგებს მივეცი, ჩემი გაცემული ხელწერილიც დამიბრუნეს, თქვენი პასუხიც მოვიდა დეპეშით . . . დავისწარი მოწმეები და იმათი თანდასწრებით გავეცი ყელსაბამი.

- უკაცრავად, მაგრამ თქვენი ხელწერილი მე მაქვს. თქვენ რომ მიიღეთ, ის ალბათ ყალბია. აბა, მაჩვენეთ.

დიასახლისმა გამოიტანა ხელწერილი და ის მართლაც ყალბი აღმოჩნდა

თემურიმ დიასახლისს სასამართლოში უჩივლა. ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ ხელწერილი, რომელიც დიასახლისს გადასცეს ყალბი აღმოჩნდა, ხოლო თემურის წარმოდგენილი - ნამდვილი.

პირველ ინსტანციაში დიასახლისმა საქმე წააგო, მაგრამ კასაციით გადაიტანა შემდეგ ინსტანციაში.

როგორც პირველ ინსტანციაში, ისე მეორეში, ყველა გრძნობდა, რომ ქალი მართალი იყო, მაგრამ ვერ ახერხებდნენ მის გამართლებას, რადგან მის მიერ გაცემული ხელწერილი თემურის ჰქონდა, ის ხელწერილი კი, რომელიც დიასახლისს გადასცეს, ყალბი იყო.

ყველა მიხვდა, რომ ქალი აფერისტებს ჩაუვარდათ ხელში, მაგრამ ვერაფერს ახერხებდნენ.

მაშინ მოხუცს ურჩიეს მიემართა იმ გამოჩენილი ადვოკატისათვის, რომელზეც თხრობის დასაწყისში მოგახსენეთ.

ადვოკატმა მოკიდა ხელი ამ საქმეს. მან სასამართლოს მიმართა რამდენიმე სიტყვით . . . და ქალი გაამართლეს.

რა თქვა ადვოკატმა ასეთი?

<=============================================================>

ადვოკატი წარსდგა სასამართლოს წინაშე და განაცხადა: „ყელსაბამი ჩვენ გვაქვს. თანახმად ხელწერილისა, ქვრივი ვალდებულია მისცეს ყელსაბამი სამივე ყმაწვილს, როდესაც ისინი ყელსაბამს ერთად მოითხოვენ. მობრძანდნენ და მიიღონ ყელსაბამი“! ყმაწვილები, რასაკვირველია, ვერ გამოცხადდებოდნენ, ვინაიდან რომ გამოჩენილიყვნენ, მათ შეიპყრობდნენ ყალთაბანდობისთვის.

ძველი საბერძნეთის ცრუსიბრძნის სოფისტური სკოლის მიმდევარმა პროთაგორმა განსასწავლად მიიბარა მოსწავლე კვანტლი. პროთაგორს მისთვის უნდა ესწავლებინა ადვოკატობის ყველა ხერხი.

მასწავლებელი და ღარიბი მოსწავლე შეთანხმდნენ, რომ მოსწავლეს მაშინ უნდა გადაეხადა მასწავლებლისთვის გასამრჯელო, როგორც კი გამოირკვეოდა, რომ იგი წარმატებით დაეუფლა ადვოკატის ხელოვნებას, ე. ი. როგორც კი სასამართლოში პირველ საქმეს მოიგებდა.

პროთაგორმა უკვე დაასრულა სწავლების მთელი კურსი და ელოდებოდა, როდის მიიღებდა მოსწავლისაგან გასამრჯელოს, მაგრამ მოსწავლე სრულიად არ ჩქარობდა გამოსულიყო სასამართლოში ვინმეს დასაცავად.

მასწავლებელი დიდხანს ელოდა და როცა შეატყო, გასამრჯელოს მიღების იმედი აღარ იყო, უჩივლა კვანტლს სასამართლოში.

პროთაგორი ასე ფიქრობდა: „თუ მოვიგებ საქმეს და სასამართლო მომისჯის გასამრჯელოს ანაზღაურებას, ხომ კარგი, ხოლო თუ წავაგე, ე. ი. საქმე მოსწავლემ მოიგო, თანახმად მასთან დადებული პირობისა, მე მისგან გასამრჯელო უდაოდ მეკუთვნის“.

კვანტლი სხვაგვარად ფიქრობდა (ეტყობა მასწავლებლის შრომას ფუჭად არ ჩაუვლია). მას მასწავლებლის საქმე უიმედოდ მიაჩნდა. ის გულში ასე მსჯელობდა: „თუ საქმეს მოვიგებ, სასამართლოს დადგენილების საფუძველზე არაფერს გადავიხდი; ხოლო თუ წავაგებ, მაშინ, თანახმად პირობისა, არაფერს მივცემ“.

დადგა საქმის გარჩევის დღე. სასამართლოში წარდგნენ მასწავლებელი და მოსწავლე. ერთიც ასაბუთებს საქმეს თავის სასარგებლოდ და მეორეც.

ძალიან დიდ გასაჭირში ჩავარდა მოსამართლე: ის ხედავდა, რომ პროთაგორს შრომა და ენერგია დაუხარჯავს, უსწავლებია მოპასუხისათვის და გასამრჯელოს აღების საშუალება კი არა აქვს.

მოსამართლემ მაინც გამონახა გამოსავალი, რომელიც სრულიად არ ეწინააღმდეგებოდა მასწავლებელ - მოსწავლეს შორის დადებულ პირობას და ამავე დროს საშუალებას აძლევდა მასწავლებელს მიეღო გასამრჯელო.

როგორი იყო მოსამართლის განაჩენი?

Share this post


Link to post
Share on other sites

პროცესს მოიგებდა კვანტლი და იძულებული გახდებოდა გადაეხადა მასწავლებლისთვის გასამრჯელო 

Share this post


Link to post
Share on other sites
რაქვია ციფრს რომელსაც 39 ნოლი აქვს :)

არამგონია ვინმემ ზეპირად იცოდეს, დაილოცოს ვიკიპედია :D

 

 

612edf63d730.gif

რამდნეი სამკუთხედია

ნელნა დავყრი ამოცანებს :)

ბარემ დაწერე ამაზე პასუხი რა.

Share this post


Link to post
Share on other sites
არამგონია ვინმემ ზეპირად იცოდეს, დაილოცოს ვიკიპედია :D

 

 

ბარემ დაწერე ამაზე პასუხი რა.

კაი გიკრანახებ "ადიკალონს" გავს სიტყვა მაგრად

52 ია :)

Share this post


Link to post
Share on other sites
კაი გიკრანახებ "ადიკალონს" გავს სიტყვა მაგრად

52 ია :)

აჰა გამომიცნია სამკუთხედებზე...

და რიცხვს რაც შეეხება, ალბათ "ადიკალონ"ლიონი ჰქვია :D

პ.ს.

http://en.wikipedia.org/wiki/Names_of_large_numbers

აქ წერია და სირცხვილია მაგას ხომ არ დავწერ :D

Share this post


Link to post
Share on other sites
აჰა გამომიცნია სამკუთხედებზე...

და რიცხვს რაც შეეხება, ალბათ "ადიკალონ"ლიონი ჰქვია :D

პ.ს.

http://en.wikipedia.org/wiki/Names_of_large_numbers

აქ წერია და სირცხვილია მაგას ხომ არ დავწერ :D

ცენტილიონი არის უდიდედსი რიცხვი მაგრამ მე 

შეგეკითხეთ უდიდეს რიცხვს რა  ქვია რომელიც 39 ნოლი აქვს

Share this post


Link to post
Share on other sites

გამყიდველი ყიდის ქუდს. 1 ღირს 10 მანეთი. მოდის მყიდველი, გადაწყვეტს ყიდვას, მაგრამ მხოლოდ 25 მანეთიანი ბანკნოტი აქვს. გამყიდველი გააგზავნის ვიღაც ბიჭს მეზობელთან დასახურდავებლად. ბიჭი მოუტანს 10, 10 და 5 მანეთიან ბანკნოტებს. გამყიდველი აძლევს ქუდს და ხურდას მყიდველს. ცოტა ხანში მოდის მეზობელი და გამყიდველს აჩვენებს რომ ის 25 მანეთიანი ყალბი იყო და სთხოვს უკან დაუბრუნოს თავისი ფული. გამყიდველი უბრუნებს მას ფულს. რამდენი იზარალა მექუდემ?

საღოლ კაი რაღაცეებს აძრობ 50ია

პროცესს მოიგებდა კვანტლი და იძულებული გახდებოდა გადაეხადა მასწავლებლისთვის გასამრჯელო

არამგონია ესეთი მარტივი იყოს.... ძააან დამაინტრიგა

ცენტილიონი არის უდიდედსი რიცხვი მაგრამ მე

შეგეკითხეთ უდიდეს რიცხვს რა ქვია რომელიც 39 ნოლი აქვს

Duodecillion

Share this post


Link to post
Share on other sites

ძალიან კარგია xecho აქტიურობა რომ გინდა მაგრამ .....

 

ზედიზედ ნუ პოსტავ რა კაცურად !!!!  :nono: :nono:

 

გაითვალისწინე. გამოიყენე შესწორება.

Share this post


Link to post
Share on other sites

ეს ამომიხსენით რა.. ABC სამკუთხედის BE ბისექტრისა და AD მედიანა ურთიერთპერპენდიკულა- რულია. იპოვეთ ამ სამკუთხედის გვერდები, თუ ცნობილია, რომ BE = AD = 4

Share this post


Link to post
Share on other sites

1) დედამიწის რომელ ნაწილში ქრის ქარი სულ სამხრეთისკენ?

2) კაფეში კაცმა თავის ჩაიში ბუზი იპოვა და მიმტანს ჩაის შეცვლა სთხოვა. მიმტანმაც გაიტანა ფინჯანი და ცოტა ხანში დაბრუნდა ახალი ფინჯნით, კაცმა გასინჯა თუ არა ჩაი წამოიყვირა:
- ისევ ის ჩაი რაღატო  მომიტანე? :@
როგორ მიხვდა ამას??

3) თუ მამალმა დადო ყავისფერი და თეთრი კვერცხები,რა ფერის წიწილა გამოიჩეკება?

Share this post


Link to post
Share on other sites

1) არა (მარა ამას ისე ვიძახი :D ლოგიკა ვერ ვუპოვე მაგ კითვას )
2)ეგდო ისევ ბუზი (ახლა არ თქვა სწორი პასუხი არაა ჯერ მცარობა დაამტკიცე და ემრე თქვი)
3)მამალი არ დებს კვერცხს

Share this post


Link to post
Share on other sites

1) არასწორია, კარგად მოძებნე და მიაგნებ ლოგიკას,,
2) სხვა ვარიანტი გვითხარით... ვთქვათ ბუზი რომ ვერ ენახა როგორ მიხვდებოდა??
3) გილოცააავ ამდენი ცდის შემდეგ პირველი სწორი პასუხია :D

Share this post


Link to post
Share on other sites

1) დედამიწის რომელ ნაწილში ქრის ქარი სულ სამხრეთისკენ?

2) კაფეში კაცმა თავის ჩაიში ბუზი იპოვა და მიმტანს ჩაის შეცვლა სთხოვა. მიმტანმაც გაიტანა ფინჯანი და ცოტა ხანში დაბრუნდა ახალი ფინჯნით, კაცმა გასინჯა თუ არა ჩაი წამოიყვირა:

- ისევ ის ჩაი რაღატო  მომიტანე? :@

როგორ მიხვდა ამას??

3) თუ მამალმა დადო ყავისფერი და თეთრი კვერცხები,რა ფერის წიწილა გამოიჩეკება?

2-შაქარიანი იყო

1-ჩრდილოეთიდან

Share this post


Link to post
Share on other sites

დედამიწის გარშემოწერილობაა (Surface Area) 5.1*10^8 km^2.

 

გამოითვალეთ დედამიწის რადიუსი, ეკვატორი და მოცულობა.

 

ვიცი, რომ დედამიწა იდეალური სფერო არაა, მარა მოდით ამ ამოცანაში ჩავთვალოთ, რომ სფეროა. 

Share this post


Link to post
Share on other sites

Rezo Megrelidze
4pr2=5.1*10^8 km^2.
r=sqrt(5.1*10^8 km^2./4p)
მგონი სწორია

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now

×