Jump to content
m3sk4lit0

ავუსრულოთ Jubsika_ს ოცნება

Recommended Posts

ესეიგი, როგორც პატივცემულმა ჯუბსსიკამ  თქვა, მას სურვილი აქვს ააწყოს მოწყობილობა რომელსაც ექნება ნათურა და რომელიც USB პორტით შეუერთდება კომპიუტერს, შემდეგ დაწეროს პროგრამა რომელსაც ექნება ორი ღილაკი, ამ ორი ღილაკიდან ერთი ნათურას აანთებს, ხოლო მეორე გამორთავს. ამ პრობლემის ხარისხიანი გადაწყვეტა იქნებოდა სქემის აწყობა მიკროკონტროლერზე, მაგრამ ვინაიდან მიკროკონტროლერთან ჯერ შეხება არ მქონია, მოვიფიქრე ალტერნატიული გზა ამ პრობლემის, და ჩვენ ამას გავაკეთებთ ანალოგიური სქემით, ხოლო შემდეგ დავწერთ მის სამართავ პროგრამას. მაშ ასე, დავიწყოთ...
 
სქემა:
46b82597cfc6.jpg
სურათზე ხედავთ აუდიო სიგნალის 5 შუქდიოდიანი ინდიკატორის სქემს მიკროსქემაზე AN6884 რომელიც ერთერთ თემაში უკვე გამოვიყენე, მაგრამ ამ სქემაზე მიკროსქემის 1, 2, 3, 4 და 6 პინები რთავს ერთადერთ დიოდს, რომელიც წითელი ფერითაა აღნიშნული.სქემაზე R2 არის1-10კ.ომი. სქემას კვება უნდა მივაწოდოთ USB პორტიდან. ამისთვის გამოგვადგება ძველი USB კაბელი, რომელსაც გადავჭრით სასურველ სიგრძეზე და დაინახავღ ოთხი სხვადასხვა ფერის სადენს(შეიძლება ყველა ერთი ფერის იყოს) შემდეგ შევუერთებთ კომპიუტერს და ტესტერის საშუალებით შევარჩევთ ორ ისეთ სადენს, რომ მათ შორის ძაბვა იყოს 5 ვოლტი, ამ სადენებს მივუერთებთ ჩვენს მიერ აწყობილ სქემას. კიდევ დაგვჭირდება 3.5mm Jack კაბელი, ეს არის კაბელი რომელიც უერთდება კომპიუტერის აუდიო გამოსასვლელებს, და მისი შოვნა ადვილია (სახლში ყველას გექნებათ ერთი გაფუჭებული ყურსასმენი). კაბელში მოდის სტერეო სიგნალი და ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ მარცხენაც და მარჯვენა აუდიო სიგნალიც. მოკლედ, ეს კაბელიც მიუერთეთ სქემას.
b93350fed76e.jpg
e8edaa57a512.jpg
 
ეხლა დავწეროთ პროგრამა, რომელიც მას მართავს. გავხსნათ Microsoft Visual C# და შევქმნათ ახალი Windows Form Application. მასზე განათავსეთ ორო ღილაკი ისე როგორც სურათზეა ნაჩვენები. შემდეგ გადადით ToolBox_ში და ჯგუფზე General მაუსზე დააკლიკეთ მარჯვენა ღილაკს და ამოირჩიეთ Choose Items...
877a372ff75d.jpg
 
გახსნილ ფანჯარაში გადადით Com Components და ამოირჩიეთ Windows Media Player და დააჭირეთ Ok:
 
f28894a7ba9b.jpg
 
ამის შემდეგ ToolBox_ის General ჯგუფში გაჩნდება Windows Medi Player და დაამატეთ ფორმაზე, შემდეგ გადადით მის Properties მენიუში და Visible დააყენეთ False_ზე. ეხლა ორჯერ დააკლიკეთ ჩართვის ღილაკს და შიგ ჩაწერეთ კოდი:
 
 

axWindowsMediaPlayer1.URL = @"C:21KHz.mp3";

 
შემდეგ ორჯერ დააკლიკეთ გამორთვის ღილაკს და შიგ ჩაწერეთ კოდი:
 
 

axWindowsMediaPlayer1.URL = @"";

 
ეხლა გადმოიწერეთ ფაილი 21KHz.mp3 და ჩააგდეთ C დისკზე.

პროგრამის ლინკი:

 
როგორ მუშაობს:
როგორც ზემოთ ვთქვი, მიკოსქემა აღიქვამს აუდიო სიგნალს მაქსიმალურ 22 კილო ჰერცამდე, ჩვენს მიერ დაწერილი პროგრამა ჩართავს აუდიო ფაილს რომლის იხშირეც არის 21 კილო ჰერცი და ადამიანის ყური ვერ ღიქვამს მას, მაგრამ მოწყობილობაში შესული ეს სიგნალი ღიქმება და მიკროსქემა დენს გაატარებს 1, 2, 3, 4 ან 6 პინიდან რომელიმეში და დიოდი აინთება. პროგრამის წითელი ღილაკი კი შეწყვეტს ფაილის გაშვებას და დიოდი ჩაქრება.
გისურვებთ წარმატებას!


 
შეგახსენებთ! თქვენს მიერ დაშვებულ შეცდომებზე პასუხს არავინ აგებს, ასე რომ თუ დარწმუნებული არ იქნებით თქვენი ქმედების სისწორეში უკეთესი იქნება თუ თვს შეიკავებთ ზედმეტი ექსპერიმენტებისგან!
 

By m3sk4lit0

  • Haha 1
  • Upvote 9

Share this post


Link to post
Share on other sites

ეს უკვე მომწოონს საღოლ მაგრა გიმუშავია მართლა მაგარი გამოგონებაა ამას მოფიქრება არ უნდა? :) ჩემგან 5+ შენ... მასე გააგრძელე

  ;)

Share this post


Link to post
Share on other sites

ჯუბსიკას უნდა ვაჩუქო თ ვერ გააკეთა თავისით  :D :D კიდევ ერთი იდეა მაქვს თუ როგორ დავხვეწო ეს, ანუ სიგნალი რადიო ტალღით რომ გადასცეს და ნათურა მაგალითად მეორე ოთახში აანთოს :)

  • Upvote 1

Share this post


Link to post
Share on other sites

ბიჯო ბიჯო აიი ეს უკვე მომწოონს :* გენაცვალე კაია მერე ერთი ეგ შენი ნამუშევარი წამოიღე რა უნიში და გავაანალიზოთ გოსტის ოთახში, ზუსტად გეტყვი რის გაკეთებას ვცდილობ... ხო კიდე თუ გაქვს კაბელები და ასე შემდეგ ყველაფერი წამოიღე რაც გამოგვადგება :* თუნდაც ხვალ

Share this post


Link to post
Share on other sites

მე ბევრი რამე მაქვს და თუ არ მექნება ვიშოვი.. PM მომწერე და შევთანხმდეთ როდის მოხვალ შენ გჰოსტის ოთახში.

Share this post


Link to post
Share on other sites

შეიძლება აქ არ უნდა ვწერდე მარა Ghost ლექტორია ? :)) ან რომელ უნიში სწავლობთ ? 

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now

×