Jump to content
Sign in to follow this  
SHaDe

Install/Using MySQL

Recommended Posts

                           MySQL :: The world's most popular open source database
                                       
  ალბათ ყველას გაგიგიათ მის შესახებ. ახსნას არ დავიწყებ თუ რისთვისაა შექმნილი.ამ თემაში შევეცდები აგიხსნათ მისი დაყენებისა და მოხმარების პროცესი Linux-ზე კერძოდ ubuntu 10.04 ( იგივე ნაირად ხდება დაყენება/გამოყენება ubuntu-ს სხვადასხვა ვერსიებზე )
 
  თავს აღარ შეგაწყენთ და გადავიდეთ საქმეზე :)
 
1) MySQL-ის დაყენება ubuntu-ზე

   მისი დაყენება შეგიძლიად Terminal-იდან შემდეგი ბრძანებით ::
   

  sudo apt-get install mysql-server 

 

    დაყენების პროცესში გამოჩნდება შემდეგი სახის შეტყობინება რომელში შეიყვანთ სასურველი პაროლს რომელიც დაედება MySQL-->root -უსერისათვის.(პაროლის ჩაწერისა და enter-ზე დაწოლის შემდეგ გამოვა ისევ პანჯარა სადაც გაიმეორებთ პაროლს )
  

1)
   5f5ebd6c8cb3.png

2)

   d26305e1c82c.png

   ამ შემთხვევაში როდესაც დააყენებთ MySQL-ს მისი სერვერი ავტომატურად ჩაიტვირთება 

2) MySQL-ში შესვლა

   ისევ ვიყენებთ  Terminal-ს ახლა უკვე შემდეგი ბრძანებით შევდივართ ::
 

sudo mysql -u root -p  // sudo - აუცილებელი არ არის შეიძლება მის გარეშეც შესვლა. -u -მის მერე იწერება მომხმარებლის სახელი ჩვენს შემთხვევაში root. -p - ემსახურება პაროლის შეყვანას. enter-ზე დაწოლის შემდეგ შეიყვანთ პაროლს და შეხვალთ  MySQL-ში.

  
   აქვე დავძენ რამოდენიმე საჩირო ინფორმაციას
  2.1)  თუ ავტორიზაციის შემდგომ გამოგიტანათ შემდეგი სახის შეტყობინება ::
     

ERROR 2002 (HY000): Can't connect to local MySQL server through socket '/var/run/mysqld/mysqld.sock' (2) -- ეს ნიშნავს რომ  MySQL სერვერი არ არის გაშვებული ხოლო მისი გაშვებისთვის არსებობს რამოდენიმე საშუალება
    
    1) sudo service mysql status -- გვიჩვენებს რა მდგომარეობაშია სერვერი
       sudo service mysql stop   -- გამორთავს
       sudo service mysql start  -- ჩართავს
       sudo service mysql restart -- დაარესტარტებს
   
    2) sudo /etc/init.d/mysql start -- ესეც ჩართვის ერთ-ერთი მეთოდია. როგორც ვიცი არსებობს კიდევ სხვა მეთოდებიც მაგრამ ვფიქრობ საკმარისია დასაწყისისთვის

  
  2.2) თუ პაროლი დაგავიწყდათ არსებობს მისი აღდგენის გზა --> ისევ და ისევ მივმართოდ  Terminal-ს შემდეგი ბრძანებით ::
 

  sudo dpkg-reconfigure mysql-server-5.1 -- ამოგიგდებთ ისევ იმავე შეტყობინებას რაც  MySQL-ის დაყენებისას იყო და თავიდან დაადებთ პაროლს :)

 

3) Database-ს შექმნა და მასთან მუშაობა
 

  აქვე დავძენ : ვმუშაობთ Terminal-ში ავტორიზაცია გვაქვს უკვე გავლილი .

 

მოდით ვნახოთ რა Database-ები გვაქვს შემდეგი ბრძანებით ::
show databases; -- ყველა ბრძანების დასასრულს იწერება წერტილ-მძიმე " ; " ( როგორც c++ -ში :D და ასევე სხვა ენებშიც :) )
    
     გვექნება დაახლეობით შემდეგი სახის ჩამონათვალი ::

 

     ახლა შევქმნათ Database სახელად scritps და ვნახოთ Database-ები ::
  

   mysql> create database scripts; create database < database-ს სახელი>;
Query OK, 1 row affected (0.00 sec)

mysql> show databases;
+--------------------+
| Database           |
+--------------------+
| information_schema |
| mysql                  |
| scripts                 |
+--------------------+
3 rows in set (0.00 sec)

     როგორც ვხედავთ დაემატა. ახლა ავირჩიოთ ჩვენი database და ვნახოთ რა გვაქვს შიგნით ::
    
     use <შექმნილი database-ს სახელი>;
 
   mysql> use scripts;
   Database changed
 
   // შეცვლილია უკვე ვიმყოფებით scripts-ში.
  
     ვნახოთ არის თუ არა რაიმე table ჩვენს მიერ შექმნილ database-ში ::

mysql> show tables;
   Empty set (0.00 sec)
 
   // როგორც ხედავთ არ გვაქვს table-ები.
  
     მოდით შევქმნათ  table სახელად users თავისი column-ებით ( ID, username, password, email) ::
    

 

mysql> create table users(ID int(10) unsigned auto_increment primary key not null, username varchar(20) not null, password  varchar(30) not null, email varchar(50) not null);
Query OK, 0 rows affected (0.09 sec)

 

     მოდით განვმარტოთ :: 


create table <სასურველი სახელი>( მისი შემადგენელი column-ები თავისი ტიპებითურთ);
     create table users -- ვქმნით Table-ს სახელად users და მისი შემადგენელი column-ებია ::


                           ID int(10) unsigned auto_increment primary key not null -- შეიქმნება column ID იქნება int ტიპის . unsigned -- იქნება დადებითი. auto_increment -- ავტომატურად გაიზრდება. primary key - ქართულად არ ვიცი როგორ ვთქვა თქვენთვის გასაგებ ენაზე ამიტომ ინგლისურად დავწერ -- The PRIMARY KEY constraint uniquely identifies each record in a database table. not null -- არ უნდა იყვეs ნულის ტოლი (ცარიელი);     username,passwors,email -- ვუთითებთ ტიპს და ასევე not null-ს :)

                          
      მოდით ვნახოთ რა გავაკეთეთ :: 
     
      გამოვიტანოთ users-ის column-ები ::  


mysql> describe users;  // describe სასურველი table-ს სახელი 
+----------+------------------+------+-----+---------+----------------+
| Field     | Type                | Null | Key | Default | Extra          |
+----------+------------------+------+-----+---------+----------------+
| ID          | int(10) unsigned | NO   | PRI | NULL    | auto_increment |
| username | varchar(20)      | NO   |     | NULL    |               |
| password  | varchar(30)      | NO   |     | NULL    |               |
| email          | varchar(50)      | NO   |     | NULL    |               |
+----------+------------------+------+-----+---------+----------------+
4 rows in set (0.00 sec)

     
      როგორც ვხედავთ შევქმენIთ სასურველი table თავისი column-ებითურთ :)
     
      ახლა მოდით ინფორმაცია შევიტანოთ მასში ::
     
      ჯერ ვნახოთ არის თუ არა მასში რაიმე სახის ინფორმაცია ::   


mysql> select * from users;
      Empty set (0.00 sec)           

 

      როგორც ვხედავთ არავითარი ინფორმაცია არ წერია. ახლა შეგვიძლია ჩავწეროთ ::  


mysql> insert into users(username,password,email) // აქ ვაწვებით enter-ს რადგან შედარებით ადვილად შევიტანოთ ინფორმაცია და ერთ ხაზზე არ გაიწელოს :)
 -> value('scripts.ge', 'scripts.ge', 'scripts@scripts.ge');

  Query OK, 1 row affected (0.00 sec)

     
      გარჩევა ::
      

insert into users(username,password,email) -- შეიტანს ინფორმაციას users-ში კერძოდ - username-ის, password-ისა და email-ის გრაფებში. რადგან ჩვენ ID-ს მივანიჭედ auto_increment მისი დაწერა აუცილებელი არ არის და ავტომატურად მიუთითებს მომხმარებლის რიგს.
         value('scripts.ge', 'scripts.ge', 'scripts@scripts.ge'); -- value( აქ მოთავსებული ყოველი მონაცემი რომელიც იქნება 'ამათ' -შორის მიენიჭება თანმიმდევრობით აი მაგალითად  პირველი 'scripts.ge' მიენიჭება username-ს მეორე 'scripts.ge' მიენიჭება passwords ისინი უკვე როგორც შეამჩნიეთ გამოყოფილნი არიან მძიმით ' , ' ასევე ხდება მესამე შემთხვევაშI 'scripts@scripts.ge' მიენიჭება email-ს და ბოლოს დაიხურება ბრჩხილი და დაიწერება წერტილმძიმე) ;  :)      

   
      როგორც ვხედავთ ჩაიწერა ინფორმაცია ახლა მოდით ვნახოთ იგი :: 
   

  mysql> select * from users;
+----+------------+------------+--------------------+
| ID | username   | password   | email              |
+----+------------+------------+--------------------+
|  1 | scripts.ge | scripts.ge | scripts@scripts.ge |
+----+------------+------------+--------------------+
1 row in set (0.00 sec)

 

      როგორც ხედავთ წარმატებით შევინახეთ მომხმარებლის მონაცემები :)

 

 

     
  ვფიქრობ საკმარისი ინფორმაციაა დასაწყისთვისთვის თუ დაგაინტერესდებათ შეგიძლიათ დაიწყოთ მისი შესავლა. :)

  • Upvote 2

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
Sign in to follow this  

×