Jump to content
Sign in to follow this  
SHaDe

Terminal-ის მორგება

Recommended Posts

                                                                       Terminal-ის მორგება

  სამუშაოს დაწყებისას კარგი იქნება თუ კომფორტულად ვიგრძნობთ თავს ამიტომ გასწავლით რამოდენიმე საჭირო საშუალებას რათა Terminal-ი გამოიყურებოდეს ისე როგორც თქვენ გინდათ.

 მოკლედ დავიწყოთ ::

 .bashrc -- არის "კონფ" ფაილი რომელიც აგებს პასუხს ტერმინალზე იგი მდებარეობს ჩვენი user-ის home-საქაღალდეში, ის დამალულია ამიტომ მისი დანახვისთვის უნდა გამოვრთოთ hidden-რეჟიმი ან ტერმინალიდან გავხსნათ იგი ::

 

nano ./bashrc

 მისი შიგთავსია დაახლოებით ასეთი ::

 # ~/.bashrc: executed by bash(1) for non-login shells.
 # see /usr/share/doc/bash/examples/startup-files (in the package bash-doc)
 # for examples
 ... etc
.

 მოკლედ ასე იწყება.

 პირველად რაც მომინდა იყო ფერების შეცვლა :: u/w/h/-სთვის და ასე შემდეგ ამისთვის ფაილში .bashrc ვამატებთ შემდეგ კოდს ::

 # Terminal colors

export  PS1="${debian_chroot:+($debian_chroot)}[033[01;**m]u[033[01;**m]@[033[01;**m]h[033[01;**m]w[033[**m]$ "

 
( *-ის ნაცვალდ ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი რიცხვი :) )

 რაც შეეხება ფერების დასმას გავაკეთე რამოდენიმე ჩამონათვალი და თუ სხვა ფერები დაგჩირდებათ მაშინ შეცვალეთ და დასვით საკუთარ ფერზე ::

[033[01;29m] -- ჩვეულებრივი ფერი
[033[01;30m] -- ნაცრისფერი
[033[01;31m] -- წითელი
[033[01;33m] -- ყვითელი
[033[01;34m] -- ლურჯი
[033[01;37m] -- თეთრი


 მგონი არ უნდა გაგიჭირდეთ ფერების შერჩევა და ასევე შეგიძლიათ შეცვალოთ w,h,u-ის მდებარეობა ნუ ამას აღარ გავყვები თქვენთვითონაც მიხვდებით :)

 

 მაგალითად, როდესაც ვუშვებდი ბრძანებას : "ls -al" არ მომწონდა ის ფერები რომლებიც ავტომატურად ენიჯებოდა. ამიტომ ახლა აგიხსნით თუ როგორ უნდა შევცვალოთ მათი ფერები. ამისათვის ჩვენს Home საქაღალდეში უნდა შევქმნათ ".dircolors" ტექსტური ფაილი და შიგნით ჩავწეროთ ასეთი კოდი :

# აქ არის ფერები რომლებიც დაგეხმარებათ შეალამაზოთ ტერმინალი
# Attribute codes:
# 00=none 01=bold 04=underscore 05=blink 07=reverse 08=concealed
# Text color codes:
# 30=black 31=red 32=green 33=yellow 34=blue 35=magenta 36=cyan 37=white
# Background color codes:
# 40=black 41=red 42=green 43=yellow 44=blue 45=magenta 46=cyan 47=white

NORMAL 00 # global default,

# ახლა კი შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი ფერები.
# მაგალითად :

FILE 01;37 # ჩვეულებრივი ფაილი 01=bold, 37=white
DIR 01;36 # საქაღალდეები 01=bold, 36=cyan
LINK 01;36 # "გადამმისამართებელი  " 01=bold, 36=cyan

# კონკრეტული გაფართოების ფაილისთვის ფერის მინიჯება.
# მაგალითად :

EXEC 01;32 # ე.წ "executable files" 01=bold, 32=green

.tar 01;31 # არქივირებული ფაილი ".tar" 01=bold, 31=red 


# ფაილის დასასრული #

 იმედია მიხვდით მუშაობის პრინციპს.

 
 შემდგომ  რაც მომინდა იყო :: როდესაც terminal-ს გავსხნიდი მინდოდა რომ დაწერილიყო ჩემთვის სასურველი ტექსტი მაგალითად :: Hello Scripts.Ge

 ამის გაკეთება შეგიძლიათ შემდეგნაირად ::

 1) შეგიძლიათ უბრალოდ გამოიყენოთ ბრძანება echo .
  
   მაგალითად :: echo Hello Scripts.Ge
   
    თუმცა ამ მეთოდს მე არ გირჩევთ რადგან თუ დიდი ტექსტის ან რაიმე თუნდაც სმაილის გამოტანა დაგჭირდებათ მოსახერხებელი არ იქნება ამიტომ არსებობს მეორე მეთოდიც ::

 2) ეს მეთოდი შედარებით მოხერხებულია რადგანაც
  
    2.1) ვქმნით ფაილს სასურველია დამალულს ( გავიხსენოთ :: Linux-ში ყოველი ფაილის სახელი დაწყებული " . "-წერტილით, არის დამალული)
  
    მაგალითად :: touch .Welcome
   
    შემდგომ ამ ფაილს ვაედითებთ ანუ ვაძლევთ ისეთ სახეს როგორიც ჩვენთვის მოსახერხებელია და ვინახავთ.
  
    2.2) შემდგომ რათა ამ ფაილის შიგთავსი გამოვიტანოთ Terminal-ში ვიყენებთ ბრძანება cat-ს
 
    მაგალითად :: ვამატებთ .bashrc -ფაილში შემდგომ კოდს ::

      # Welcome

      cat ~/.Welcome


       ვინახავთ ფაილს და ვნახულობთ შედეგს :)

  როდესაც .bashrc ფაილს გავეცანი დამაინტერესა .bashrc_aliases ფაილმა ანუ alias-მა

  რისთვისაა alias? -- მოკლედ რომ ვთქვათ მაგალითად ხშირად ვიყენებთ ერთიდაიგივე ბრძანებას Terminal-ში :: exit-ს მაგრამ ყოველჯერზე exit-ის დაწერა ან უფრო გრძელი ბრძანების დაწერა დამეთანხმებით არ იქნება სასიამუვნო, სწორედ ამისთვის გვჭირდება alias ფუნქცია

  როდესაც Terminal-ში დავწერთ ბრძანებას alias-ს გამოგვიტანს ჩამონათვალს იმისა თუ რა რისი შემოკლებული ფორმაა ასევე შეგვიძლია დავამატოთ ჩვენი შემოკლებული ფორმა ნებისმიერი ბრძანებისა მაგალითად

  alias c='clear' -- ანუ ყოველთვის როდესაც დავწერ ბრძანება c-ს ეს იგივე იქნება რომ ვწერდე ბრძანება clear-ს იმედია მიხვდით :)

  ახლა ვქმნით ფაილს სახელად .bash_aliases და შიგნით დავწეროთ დაახლოებით ასეთი რამ ::
 
alias c='clear && cat ~/.Welcome'
alias q='exit'
alias ch='rm ~/.bash_history'



ანუ c - იქნება შემოკლებული ფორმა ბრძანებისა clear && cat ~/.Welcome
ან ch იქნება შემოკლებული ფორმა ბრძანებისა rm ~/.bash_history
 ... etc.

 

  • Upvote 2

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
Sign in to follow this  

×